თმის მოვლისა და თმის ცვენის საწინააღმდეგო სამკურნალო შინაური საშუალებები

CC BY-SA 2.0 / Betsy Jons / Non-buzzed hot hair and faces!როგორ გამოიყურება ჯანმრთელი თმა
როგორ გამოიყურება ჯანმრთელი თმა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეს საშუალებები დაგეხმარებათ არა მარტო შეაჩეროთ თმის ცვენა, არამედ აღიდგინოთ, გააძლიეროთ მისი სიმტკიცე და მისცეთ ბრწყინვალება.

დერმატოლოგები ამბობენ, რომ ყოველდღიურად ადამიანი თმის დაახლოებით 50-100 ღერს კარგავს — ეს ნორმალურია.

ზოგიერთ ადამიანს გამელოტებისკენ აქვს მიდრეკილება, თუნდაც ახალგაზრდა იყოს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს სტრესი, ჰორმონალური ცვლილებები და არასწორი კვება.

არის ზოგიერთი საშუალება, რომლებიც დაგეხმარებათ თმის აღდგენაში. მათი დამზადება შეგიძლიათ სახლის პირობებში.

ნიორი და ხახვი

გოგირდს კოლაგენის შექმნის გაზრდა შეუძლია, რაც თმის ზრდას უწყობს ხელს. ნიორი და ხახვი კი ბევრ გოგირდს შეიცავს.

გახეხეთ ხახვი და გამოწურეთ წვენი. დაიდეთ თავის კანზე და დაახლოებით 15 წუთი გაიჩერეთ. შემდეგ დაიბანეთ თმა ნაზი შამპუნით.

აიღეთ რამდენიმე კბილი ნიორი, დააქუცმაცეთ, დაუმატეთ ცოტა ქოქოსის ზეთი და ადუღეთ რამდენიმე წუთი. როცა გაგრილდება, მსუბუქი მასაჟით შეიზილეთ თავის კანში.

წარმატებული შედეგის მისაღწევად გააკეთეთ ეს კვირაში 2-3-ჯერ.

ინა

აზიელი ხალხი ინას თმის შესაღებად და ერთგვარ "კონდიციონერად" იყენებდა. მდოგვის ზეთთან ერთად ის საოცრებებს ახდენს.

აიღეთ დაახლოებით 60 მილიგრამი მდოგვის ზეთი და დაუმატეთ დაახლოებით 60 გრამი ინა. მოათავსეთ ცეცხლზე და გააცხელეთ. შემდეგ გაწურეთ მარლაში.

გააგრილეთ ზეთი და რეგულარულად წაისვით თმაზე. შეინახეთ ჰერმეტულად თავდახურულ ჭურჭელში.

ჰიბისკუსი

თმის მოვლისას საოცარ შედეგებს იძლევა ჰიბისკუსისა (სხვადასხვა სახეობის ტროპიკულ მცენარეთა საერთო სახელი; მათ შორის ყველაზე უფრო ცნობილია ჩინური ვარდი) და ქოქოსის ზეთის ნაზავი. ჰიბისკუსს აღმდგენი თვისებები აქვს, მას შეუძლია დაგიცვათ თმის გათეთრებისგან და გაგიქროთ ქერტლი.

აიღეთ ჰიბისკუსის რამდენიმე ყვავილი, შეურიეთ ქოქოსის ან ქუნჯუთის ზეთი და გააკეთეთ პასტისმაგვარი მასა.

დაიდეთ ეს მასა თმაზე და თავის კანზე. გაიჩერეთ რამდენიმე საათი. შემდეგ ჩამოიბანეთ მსუბუქი შამპუნითა და გრილი წყლით.

კვერცხი

კვერცხი გოგირდის ძალზე მდიდარი წყაროა. ის შეიცავს უამრავ მინერალურ ნივთიერებას, ცილებსა და იოდს, სელენს, თუთიას, რკინასა და ფოსფორს. ეს ძალიან კარგად მოქმედებს ზეითუნის ზეთთან ერთად.

აიღეთ კვერცხის ცილა და ერთი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. აურიეთ ერთმანეთში, სანამ პასტისმაგვარ მასას არ მიიღებთ; შემდეგ წაისვით თმაზე და თავის კანზე, გაიჩერეთ 15-20 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ შამპუნითა და გრილი წყლით.

ყველა ახალი ამბავი
0