https://sputnik-georgia.com/20210703/gabunia-vaqcinaciis-saregistracio-portalze-masobrivi-kiberSeteva-ganxorcielda-252201070.html
გაბუნია: ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალზე მასობრივი კიბერშეტევა განხორციელდა
გაბუნია: ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალზე მასობრივი კიბერშეტევა განხორციელდა
Sputnik საქართველო
ჯერჯერობით უცნობია, როდის შეძლებენ მსურველები ვაქცინაციაზე რეგისტრაციას, ასევე უცნობია, კორონავირუსის რამდენი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა დღეს. 03.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-03T14:43+0400
2021-07-03T14:43+0400
2021-10-19T18:00+0400
ახალი ამბები
შემთხვევები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/19/251270690_0:242:2401:1600_1920x0_80_0_0_c3d6016740d2525fd67232f752936224.jpg
თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალზე მასობრივი კიბერშეტევა განხორციელდა, ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს.დღეს 12:00 საათზე პორტალზე https://booking.moh.gov.ge ვაქცინა Sinopharm-ზე რეგისტრაცია უნდა დაწყებულიყო, მაგრამ პორტალი დილიდან არ მუშაობდა. ასევე ამ დრომდე არ განახლებულა მონაცემები პორტალ stopcov.ge-ზე, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით ახალ მონაცემებს ყოველდღე აქვეყნებს.როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, ტექნიკური ჯგუფი მუშაობს და რამდენიმე საათში უნდა აღმოიფხვრას პორტალზე არსებული პრობლემა.„ჩვენი ინფორმაციით, შეფერხება გამოიწვია კიბერშეტევამ, რის შესახებაც ჩვენთვის ამ დილით გახდა ცნობილი. მასობრივი კიბერშეტევის გამო შეფერხდა საიტის პორტალის მუშაობა. ტექნიკური ჯგუფი მუშაობს და რამდენიმე საათში უნდა მოხდეს პრობლემის აღმოფხვრა. როგორც კი გვექნება დაზუსტებული ინფორმაცია, რომ საიტის გამართულობა აღდგენილია, მაშინვე დავაანონსებთ რეგისტრაციის დაწყებას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.რაც შეეხება პორტალ stopcov.ge-ს, გაბუნია აცხადებს, რომ აქაც იგივე პრობლემაა.საქართველომ ჩინური წარმოების Sinopharm–ისა და Sinovac–ის 1 მილიონი დოზა ვაქცინა პარასკევს მიიღო. მთავრობა აცხადებს, რომ ერთი თვის შემდეგ ქვეყანაში აღნიშნული პრეპარატების დამატებითი 500 ათასი დოზა შემოვა. ხელისუფლების გეგმებშია ყოველდღიურად 20–25 ათასი ადამიანისთვის აცრის ჩატარება.დღეს Sinopharm-ზე რეგისტრაცია უნდა დაწყებულიყო, ხოლო 5 ივლისიდან მთავრობა მასობრივი ვაქცინაციის დაწყებას გეგმავს.
https://sputnik-georgia.com/20210703/Sinopharm-vaqcinaciaze-registracia-Seferxebis-gamo-ar-dawyebula-252200514.html
https://sputnik-georgia.com/20210702/Pfizer-16-wels-zemot-pirebi-aicrebian-252198065.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/19/251270690_138:326:2165:1600_1920x0_80_0_0_fb2c62e948fb08a16b98e34a8d5adfd7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, შემთხვევები, საქართველო
ახალი ამბები, შემთხვევები, საქართველო
გაბუნია: ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალზე მასობრივი კიბერშეტევა განხორციელდა
14:43 03.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) ჯერჯერობით უცნობია, როდის შეძლებენ მსურველები ვაქცინაციაზე რეგისტრაციას, ასევე უცნობია, კორონავირუსის რამდენი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა დღეს.
თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალზე მასობრივი კიბერშეტევა განხორციელდა, ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს.
დღეს 12:00 საათზე პორტალზე
https://booking.moh.gov.ge ვაქცინა Sinopharm-ზე რეგისტრაცია უნდა დაწყებულიყო, მაგრამ პორტალი დილიდან არ მუშაობდა. ასევე ამ დრომდე არ განახლებულა მონაცემები პორტალ
stopcov.ge-ზე, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით ახალ მონაცემებს ყოველდღე აქვეყნებს.
როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, ტექნიკური ჯგუფი მუშაობს და რამდენიმე საათში უნდა აღმოიფხვრას პორტალზე არსებული პრობლემა.
„ჩვენი ინფორმაციით, შეფერხება გამოიწვია კიბერშეტევამ, რის შესახებაც ჩვენთვის ამ დილით გახდა ცნობილი. მასობრივი კიბერშეტევის გამო შეფერხდა საიტის პორტალის მუშაობა. ტექნიკური ჯგუფი მუშაობს და რამდენიმე საათში უნდა მოხდეს პრობლემის აღმოფხვრა. როგორც კი გვექნება დაზუსტებული ინფორმაცია, რომ საიტის გამართულობა აღდგენილია, მაშინვე დავაანონსებთ რეგისტრაციის დაწყებას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
რაც შეეხება პორტალ stopcov.ge-ს, გაბუნია აცხადებს, რომ აქაც იგივე პრობლემაა.
საქართველომ ჩინური წარმოების Sinopharm–ისა და Sinovac–ის 1 მილიონი დოზა ვაქცინა პარასკევს მიიღო. მთავრობა აცხადებს, რომ ერთი თვის შემდეგ ქვეყანაში აღნიშნული პრეპარატების დამატებითი 500 ათასი დოზა შემოვა. ხელისუფლების გეგმებშია ყოველდღიურად 20–25 ათასი ადამიანისთვის აცრის ჩატარება.
დღეს Sinopharm-ზე რეგისტრაცია უნდა დაწყებულიყო, ხოლო 5 ივლისიდან მთავრობა მასობრივი ვაქცინაციის დაწყებას გეგმავს.