Sinopharm–ით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია შეფერხების გამო არ დაწყებულა

© AP Photo / Mark Schiefelbeinჩინური ვაქცინები
ჩინური ვაქცინები - Sputnik საქართველო, 1920, 03.07.2021
გამოწერა
ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით ვაქცინაციისთვის 350–მდე ბრიგადაა მობილიზებული. როგორც ჯანდაცვის უწყებაში აღნიშნავენ, ბრიგადები დაემატება იმ რეგიონებში, სადაც ამის აუცილებლობა იქნება
თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. სამთავრობო ვებგვერდზე, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებულ სტატისტიკას აქვეყნებს, ხარვეზი დაფიქსირდა - ბაზაში შეფერხების გამო დღეს კოვიდსტატისტიკა ჯერ არ განახლებულა.
ასევე შეფერხებაა ვებგვერდზე https://booking.moh.gov.ge/, სადაც კოვიდ-ვაქცინებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს.
Sinopharm–ით ვაქცინაციის მსურველთა რეგისტრაცია დღეს, 3 ივლისს 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ჯერჯერობით რეგისტრაცია არ დაწყებულა.
საქართველომ ჩინური წარმოების Sinopharm–ისა და Sinovac–ის 1 მილიონი დოზა ვაქცინა პარასკევს მიიღო. მთავრობა აცხადებს, რომ ერთი თვის შემდეგ ქვეყანაში აღნიშნული პრეპარატების დამატებითი 500 ათასი დოზა შემოვა. ხელისუფლების გეგმებშია ყოველდღიურად 20–25 ათასი ადამიანისთვის აცრის ჩატარება.
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2021
საქართველოში Pfizer-ის ვაქცინით 16 წლის ზემოთ ასაკის პირები აიცრებიან
საქართველოში ივლისში ასევე შემოვა Pfizer–ის ვაქცინას. ასე რომ, საქართველო წლის ბოლომდე კორონავირუსის საწინააღმდეგო 4 მილიონამდე დოზას მიიღებს, აცხადებენ მთავრობის წარმომადგენლები.
მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაციის პროცესი 5 ივლისიდან დაიწყება.
ვაქცინაციისთვის ვიზიტის დასაჯავშნად მსურველი უნდა ეწვიოს ვებგვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკოს ნომერზე 15 22.
საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა 266.161-მა პირმა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 104.196 მოქალაქე.
ყველა ახალი ამბავი
0