თურქული ამბიციები: ემუქრება თუ არა არხი „სტამბული“ რუსეთის ფლოტს

© REUTERS / MURAT CETİNMUHURDAR/PPOრეჯეფ ერდოღანი
რეჯეფ ერდოღანი - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2021
დაიწყო ახალი მეგაპროექტის სტამბულის არხის მშენებლობა, რომელიც შავ და მარმარილოს ზღვებს დააკავშირებს. ის ბოსფორის სრუტის ალტერნატივა გახდება და შესაძლოა დიდი ფულიც მოუტანოს ხაზინას.

სოფია მელნიჩუკი, ქსენია მელნიკოვა

მაგრამ აღტაცებას ყველა არ იზიარებს: ეკოლოგები შიშობენ, რომ ზიანი სარგებელზე მეტი იქნება. უცხოეთის სახელმწიფოებს, თავის მხრივ, შავ ზღვაში მონტრეს დოქტრინისა და თურქეთის ვალდებულებების შესრულების საკითხი აღელვებთ. შეიცვლება თუ არა რამე რუსული ხომალდებისთვის, წაიკითხეთ РИА Новости-ს მასალაში.

 თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2021
ორ ზღვას დააკავშირებს: ერდოღანმა სტამბოლის არხის მშენებლობას სტარტი მისცა

ისტორიაში უდიდესი

„დღეს ჩვენ თურქეთის განვითარებაში ახალ ფურცელს ვშლით, პირველ ქვას ვდებთ სტამბულის არხზე ხიდის მშენებლობაში, — საზეიმოდ გამოაცხადა ერდოღანმა. — მსურს, რომ მან სარგებელი მოუტანოს ქალაქს, თურქეთსა და მთელ ჩვენს ხალხს“.  

ყველა აუცილებელი კვლევა, მათ შორის მშენებლობის გავლენა გარემოზე, უკვე ჩატარებულია, ირწმუნება სახელმწიფოს მეთაური. არხის გარშემო საცხოვრებელი მიკრორაიონები, პარკები, ტურისტული ობიექტები, ტექნოლოგიების განვითარების ზონა გაშენდება. 

„სტამბული“ განტვირთავს ბოსფორს, რომელიც ბოლო წლებში სულ უფრო სახიფათო ხდება ქალაქისთვის. არხის ოპტიმალური გამტარობა — 25 ათასი ხომალდია წელიწადში. თუ ალტერნატივები არ გამოჩნდება, მაშინ 2050 წლისთვის დატვირთვა სამჯერ გაიზრდება.

„ბოსფორის არხით ყოველწლიურად 45 ათასი ხომალდი გადის, თითოეული დიდი გემი რისკის მატარებელია. მათ სხვადასხვა ტვირთები გადააქვთ, ნებისმიერ ავარიას ხანძრები და ნგრევა შეუძლია გამოიწვიოს, მათ შორის, კულტურული ფასეულობების განადგურება“, — განმარტა ერდოღანმა.

რეჯეფ ერდოღანი - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2021
არხი „სტამბული“ მაინც გაიჭრება: პრეზიდენტმა მშენებლობის დაწყების თარიღი დაასახელა

მსგავსი არცთუ იშვიათად ხდება: ბოლოს ბოსფორზე მოძრაობა მაისში იყო გაჩერებული იმის გამო, რომ ტანკერმა მართვა დაკარგა.

„სტამბულის“ მშენებლობაზე ექვსი წლისა და 15 მლრდ დოლარის დახარჯვა იგეგმება. თანხის ნაწილს, დიდი ალბათობით, უცხოეთიდან მოიზიდავენ. მაგალითად, კატარიდან. დოჰაში მოგზაურობის შემდეგ ერდოღანი ხშირად ბრუნდება ხოლმე მრავალმილიარდიან ინვესტიციებზე შეთანხმებებით. პროექტი ხარჯებს 15 წელიწადში დაფარავს: მოსალოდნელი მოგება წელიწადში ერთი მილიარდი დოლარია.

ეს უმსხვილესი ინფრასტრუქტურული ინიციატივაა თურქეთის ისტორიაში: „სტამბული“ 45 კილომეტრზე გადაიჭიმება — ბოსფორზე 15 კილომეტრით მეტზე. მინიმალური სიგანე 275 მეტრი იქნება, რაც ბოსფორის სრუტის სიგანეზე ორნახევარჯერ ნაკლებია. ახალი არხის გამტარუნარიანობა — დღეში 185 ხომალდი, ბოსფორი დღეში 118-125 გემს ატარებს. 

ხედი ბოსფორის სრუტეზე - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2021
მიმოხილვა: „დააშრობს“ თუ არა თურქეთი შავ ზღვას ახალი არხით

ერდოღანი ახალ არტერიაზე უკვე ათი წელია ლაპარაკობს. მაგრამ მეგამშენებლობა ყველას არ აღაფრთოვანებს. მისი წინააღმდეგია, მაგალითად, სტამბულის მერი ექრემ იმამოღლუ. მან რეფერენდუმის ჩატარებაც კი მოითხოვა. შფოთავენ ეკოლოგებიც: შავი ზღვა შეიძლება გამოიფიტოს, ხოლო მარმარილოს ზღვაში ეკოსისტემა დაირღვეს. არ გამოირიცხება მიწისძვრებიც. საფრთხის ქვეშაა სტამბულის წყალმომარაგებაც — არხი მტკნარი წყლის მარაგებს შეიწოვს. 

საფრთხე ზღვიდან

ცალკე საკითხია მონტრეს დოქტრინის ბედი, რომლიც შავ ზღვაში ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებით გავლას არეგულირებს. დოკუმენტის თანახმად, ისინი თავისუფალია სავაჭრო ნაოსნობისათვის და თურქეთი აქედან ფულს ვერ შოულობს.

მაგრამ არაშავიზღვის ქვეყნების სამხედრო ხომალდების მოძრაობას რესპუბლიკა აკონტროლებს: მათ შავ ზღვაში სამ კვირაზე მეტი ხნით ყოფნა ეკრძალებათ, ხოლო საერთო ტონაჟი არ უნდა აღემატებოდეს 45 ათას ტონას. აპრილში გამოთქმული ხმამაღალი განცხადებები ქვეყნის ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ შეცვალა ინფორმაციამ იმ ადმირალების დაპატიმრების შესახებ, რომლებმაც მოვლენების ამგვარი განვითარების წინააღმდეგ ღია წერილი დაწერს. 

თურქეთის პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
ღია წერილის გამო: თურქეთში ათი ადმირალი დააკავეს

პრეზიდენტმა ერდოღანმა სასწრაფოდ განაცხადა, რომ კონვენცია ძალაშია. თუმცა დარჩა შიშები, რომ არხი „სტამბული“ ანკარას მისი ნორმებისთვის გვერდის ავლის საშუალებას მისცემს.

РИА Новости-სთან საუბრისას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის დოცენტმა ვლადიმირ ავატკოვმა განაცხადა, რომ თურქეთი საინტერესო კონცეფციას აყენებს: „სტამბული“ არ ეწინააღმდეგება მონტრეს კონვენციას და იმავდროულად ზრდის ანკარის ავტორიტეტს. „სხვა სიტყვებით, ხელისუფლებას სურს თქვას, რომ პროექტი არ უკავშირდება კონვენციას და არსებითად არც ექვემდებარება მას, ვინაიდან ნაგებობა ხელოვნურია. ეს სრულიად სხვა არხია, რომელიც შესაძლოა პერსპექტივაში მონტრეს დოქტრინისთვის საფრთხედ იქცეს“, — ამბობს ექსპერტი.

თანამედროვე თურქეთის შემსწავლელი ცენტრის დირექტორ ამურ გაჯიევის თქმით, თურქეთის ხელმძღვანელობას სურს, რომ პროექტი მიმზიდველი გახადოს დასავლური სახელმწიფოებისთვის, რომლებიც არ არიან შავი ზღვის რეგიონის ქვეყნები. ამასთან რუმინეთს, ბულგარეთსა და საბერძნეთს პერსპექტივა არ მოსწონთ. 

ხედი ბოსფორის სრუტიდან - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2021
ბოსფორის სრუტის საპირწონედ: თურქეთი ახალი არხის გათხრას გეგმავს

„რუსეთისთვისაც არასასურველი, რომ ყირიმის ნაპირებთან, ბრიტანული ხომალდის ინციდენტის გათვალისწინებით, პროვოკაციები წარმოიქმნას. მოსკოვში არ სურთ, რომ არაშავიზღვისპირა ქვეყნებმა, განსაკუთრებით ნატოს წევრებმა, შეძლონ კონვენციისთვის გვერდის ავლა და აკვატორიაში სამხედრო-საზღვაო ყოფნის უზრუნველყოფა“, — ამბობს გაჯიევი. 

აშშ, დიდი ბრიტანეთი და ნატოს სხვა წამყვანი ქვეყნები სხვა აზრზე არიან: მონტრეს დოქტრინის ნორმები მოძველდა, და, როგორც ექსპერტი აღნიშნავს, შავ ზღვაში ხომალდების რაოდენობის გაზრდისკენ ისწრაფვიან. 

სამართლებრივი ნიუანსები

შიშები, რომ ახალი არხის გავლით შავ ზღვაში ნატოს ხომალდები მომრავლდებიან, უსაფუძვლოა, მიაჩნია აღმოსავლეთმცოდნესა და პუბლიცისტ ანდრეი ონტიკოვს. „იქნება ეს „სტამბოლი“ თუ სხვა არხი — მონტრეს დოქტრინა აღწერს არა მარტო ბოსფორსა და დარდანელს, არამედ შავ ზღვაში არარეგიონული სახელმწიფოების ხომალდების ყოფნასაც. ანუ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამერიკული ავიამზიდები იქ სტამბულის არხის გავლით მოხვდებიან, ეს მაინც იქნება კონვენციის დარღვევა“.  

ამერიკელი სამხედროები - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2021
მოსაზრება: ამერიკელებს ახალი ძლიერი მოთამაშე შეავიწროვებს

მაგრამ სპეკულაციები შეიძლება წარმოიშვას რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების მკვეთრი გაუარესების შემთხვევაში. „ალბათ ლოგიკური იქნება, დოკუმენტურად გამყარდეს ნორმები ახალი არხით სარგებლობის შესახებ“, — ასკვნის ონტიკოვი.

ასეა თუ ისე, მონტრეს დოქტრინა უპირველესად თურქეთზე მუშაობს. ის სპეციალურად შეიქმნა იმისთვის, რომ ანკარის ინტერესები დაეცვა, მიაჩნია საზღვაო სამართლის სპეციალისტს პაველ გუდევს. ამასთან დოკუმენტში ცვლილებების შეტანა არც ისე მარტივია.

„ამისათვის საჭიროა საერთაშორისო კონფერენცია და მომხრეთა ხმების სამი მეოთხედი, რაც უკვე აბსოლუტურად ფანტასტიკური სიუჟეტია. რუსეთი ამას არასდროს დათანხმდება და, სავარაუდოდ, სხვა მონაწილეებიც არ მოისურვებენ. თურქეთი შეთანხმებიდან ცალმხრივად არ გავა, მაგრამ შეუძლია ეშმაკურად მოიქცეს: შეწყვიტოს სამხედრო ხომალდების კურსის კონტროლი და დაუშვას დარღვევები. მაშინ სხვები ჩათვლიან, რომ კონვენციის რეჟიმი ეროზიას განიცდის და საჭიროა რაღაც შეიცვალოს“, — ამბობს გუდევი.  

ჯერჯერობით მონტრეს დოქტრინის გამო შფოთვა უსაფუძვლოა, თანაც მაღალ დონეებზე ირწმუნებიან, რომ მისი ნორმების გადახედვა არ იგეგმება. თუმცა თურქეთს შეუძლია მანიპულაციებს მიმართოს, ახალი არხის სტატუსი ხომ ჯერ არანაირად არ არის მონიშნული. თანაც თავად დისკუსიის ფაქტიც იმაზე მეტყველებს, რომ ანკარა ისწრაფვის, გახდეს უფრო წონადი მოთამაშე არა მარტო რეგიონში, არამედ მსოფლიო არენაზეც. ხოლო თურქეთის ხელმძღვანელობის ამბიციებსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური