ბოსფორის სრუტის საპირწონედ: თურქეთი ახალი არხის გათხრას გეგმავს

© photo: Sputnik / Ruslan Krivobokხედი ბოსფორის სრუტიდან
ხედი ბოსფორის სრუტიდან - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2021
გამოწერა
პროექტის თანახმად, რომლის ღირებულებაც ცხრა მილიარდ დოლარზე მეტია, 45-კილომეტრიანმა არხმა ერთმანეთს შავი და მარმარილოს ზღვები უნდა დააკავშიროს.

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. თურქეთის მთავრობამ მოიწონა Kanal Istanbul Project-ის განვითარების გეგმა, რომელიც შავ ზღვას მარმარილოს ზღვასთან დააკავშირებს, იუწყება სააგენტო Reuters ქვეყნის გარემოს დაცვის მინისტრზე მურატ კურუმზე დაყრდნობით.

​აღინიშნება, რომ პროექტის ღირებულება 75 მილიარდი ლირაა (დაახლოებით 9,2 მილიარდი აშშ დოლარი).

პროექტის ავტორების წინადადებით, შავ და მარმარილოს ზღვებს შორის 45-კილომეტრიანი არხი სტამბულის ჩრდილოეთით უნდა გაითხაროს.

„ჩვენ მოვიწონეთ პროექტ Kanal Istanbul Project-ის განვითარების გეგმა და ის საზოგადოებას წარვუდგინეთ განსახილველად“, — განაცხადა მურატ კურუმმა.

მისი თქმით, ქვეყნის ხელისუფლება „სწრაფ ნაბიჯებს გადადგამს იმისთვის, რომ ქვეყანა და წმინდა ქალაქი Kanal Istanbul-მა დაამშვენოს“.

ემანუელ მაკრონი - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2021
„ეს აუცილებელია“: მაკრონს ნატოში თურქეთის ადგილის გარკვევა სურს

გავრცელებული ინფორმაციით, არხის მშენებლობას აქტიურად უჭერს მხარს პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი. მთავრობის პროგნოზით, ახალი სანაოსნო გზა ბოსფორის სრუტის დატვირთვას შეამცირებს, რომლითაც ამ დროისათვის ძალიან ბევრი ხომალდი სარგებლობს. ამასთან, ახალი არხის არსებობა დააზღვევს იმგვარ ინციდენტებს, რომელიც ამ დღეებში მოხდა სუეცის არხში, სადაც გიგანტური კონტეინერმზიდი იყო გაჭედილი რამდენიმე დღის განმავლობაში.

აღსანიშნავია, რომ Kanal Istanbul Project პირველად გასულ წელს წარუდგინეს საზოგადოებას, რასაც კრიტიკის ტალღა მოჰყვა ბოსფორის სრუტეში წყლის სავარაუდო დაბინძურების გამო. „სტამბულის არხის“ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მოწინააღმდეგეა ქალაქის მერი, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ეკრემ იმამოღლუ, რომლის აზრითაც, მაშინ, როდესაც ქვეყანა კორონავირუსის პანდემიას ებრძვის, ესოდენ დიდი თანხების ხარჯვა მიზანშეუწონელია.

ყველა ახალი ამბავი
0