მორიგი გამოკითხვა საქართველოში: ლიდერი პარტიები

© press-service of the Tbilisi City Hallკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2021
გამოწერა
გამოკითხვის შედეგებით, რესპონდენტთა უმრავლესობა მზადაა ხმა მისცეს თბილისის მოქმედ მერს კახა კალაძეს, შემდეგ მოდის ნიკა მელია და გიორგი გახარია.

თბილისი, 24 ივნისი - Sputnik. საქართველოში ჩატარებულმა კიდევ ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა თავისი სიმპათიები გაანაწილა „ქართულ ოცნებას“, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ შორის.

კვლევა ივნისში ჩაატარა კომპანიამ Edison Research ტელეკომპანია Formula TV-ს დაკვეთით.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2021
გახარიას გუნდი ყველაზე პოპულარული პარტიების სამეულშია – გამოკითხვა
კითხვაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?" - გამოკითხულთა 25%   „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 19% - „ნაციონალურ მოძრაობას“, 10% - გახარიას პარტიას „საქართველოსთვის".

დანარჩენი პარტიების რეიტინგები შემდეგნაირად გამოიყურება:

  • გიორგი ვაშაძე „სტრატეგია აღმაშენებელი“ - 3%;
  • „ლელო“ - 3%;
  • შალვა ნათელაშვილი - ლეიბორისტული პარტია - 3%;
  • „პატრიოტთა ალიანსი“ - 2%;
  • ლევან ვასაძე - „ერი“ - 2%;
  • ზურაბ ჯაფარიძე - „გირჩი - მეტი თავისუფლება“ - 2%;
  • „გირჩი“ - 2%;
  • ანა დოლიძე - „ხალხისთვის“ - 2%;
  • ალექსანდრე ელისაშვილი - „მოქალაქეები“ - 2%;
  • „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - გიგა ბოკერია - 1%;
  • „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“ – 1%.

თბილისის მერობის კანდიდატურა

პარტიების რეიტინგების გარდა, გამოკითხვა შეეხო თბილისის მერობის მომავალ კანდიდატებსაც. გამოკითხულებს თბილისის მერობის სამი კანდიდატის დასახელება შესთავაზეს.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2021
ფინიშამდე: რას თვლის თბილისის მერი მთავარ მიღწევად
კითხვაზე, „ვის მისცემდნენ ხმას, თბილისის მერის არჩევნები რომ ხვალ ტარდებოდეს და არჩევანი შემდეგ კანდიდატებს შორის იყოს გასაკეთებელი“, მოსახლეობის მხარდაჭერა ასე ნაწილდება: თბილისის მოქმედი მერი კახა კალაძე - 32%, „ნაცმოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია - 17%, გიორგი გახარია - 15%.

თუ კანდიდატთა სამეულის ვერსიაში კალაძის და გახარიას გარდა მელიას ნაცვლად სხვა ოპოზიციური ლიდერი იყო წარმოდგენილი, რესპონდენტები ირჩევდნენ კალაძეს და გახარიას. ეს ორი კანდიდატი იკავებდა პირველ და მეორე ადგილებს, ხოლო ალტერნატიული კანდიდატი - მესამეს.

იმ შემთხვევაში, როცა რესპონდენტებს კონკრეტული პერსონების ნაცვლად, არჩევანის გაკეთება პოლიტიკური ძალების/გაერთიანების კანდიდატებს შორის უწევდათ, შედეგები ასე გადანაწილდა:

  • გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი - 34%
  • „ქართული ოცნების“ კანდიდატი - 30%
  • გახარიას პარტია „საქართველოსთვის" კანდიდატი - 13%.

მოსახლეობის სიმპათიები

Edison Research-ის კვლევა ასევე შეეხო მოსახლეობის სიმპათიებს - მათ შესთავაზეს დაესახელებინათ ის პოლიტიკოსი, რომელიც ყველაზე დიდ სიმპათიას იმსახურებს.

გიორგი გახარიას პარტიის ლოგო - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2021
გახარიას პარტია  აქტიურ მოქმედებას იწყებს
ამ გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გიორგი გახარიამ პირველი ადგილი დაიკავა, კახა კალაძე მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო ნიკა მელია მესამე ადგილზე მოხვდა.

სიმპათიების რეიტინგში მეოთხე ადგილი მიენიჭა „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს გიორგი ვაშაძეს, ხოლო მეხუთე - მმართველი პარტიის დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს.

რაც შეეხება ანტიპათიებს, ამ რეიტინგის სათავეშია პარტია „ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია, მეორე ადგილზეა პარტიის „ლელო საქართველოსთვის" წევრი საბა ბუაძე, მესამეზე - პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, მეოთხეზე - „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი, მეხუთე კი „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე.

კვლევა 7 - 19 ივნისის პერიოდში ჩატარდა. პირისპირ გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. მათ შორის, 800 თბილისში, 700 დედაქალაქს გარეთ. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.

ყველა ახალი ამბავი
0