ფინიშამდე: რას თვლის თბილისის მერი მთავარ მიღწევად

© press-service of the Tbilisi City Hallკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2021
გამოწერა
თვითმმართველობის არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე კახა კალაძე სულ უფრო მეტს საუბრობს გაკეთებულ საქმეზე და ნაკლებს – გასაკეთებელზე.

თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. სოციალური პროგრამები თბილისელებისთვის, სამედიცინო დახმარება მერიისგან და ღამის საათებში გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვის გაუქმება – ესაა თბილისის მერის კახა კალაძის მიერ ქალაქის მთავრობის სხდომაზე გამოსვლის მთავარი აქცენტები. 

კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2021
კალაძე: ძალიან მძიმე იყო ჩემთვის ამის გადატანა

შემოდგომაზე საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები უნდა ჩატარდეს, ეს კი ნიშნავს, რომ კალაძის ოთხწლიანი მუშაობა მერის თანამდებობაზე დასასრულს უახლოვდება. იყრის თუ არა იგი კენჭს მეორე ვადით თბილისის მერის თანამდებობაზე, ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ, როგორც თავად ირწმუნება, მერია მის წამოწყებულ პროექტებს გააგრძელებს.

სამედიცინო დახმარება

კალაძის თქმით, 2018-2021 წლებში ჯანდაცვის სფეროში მნიშვნელოვანი პროგრამები დაინერგა – ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროგრამა, ფარისებრი ჯირკვლის სკრინინგის პროგრამა, გაფანტული სკლეროზით დაავადებული ავადმყოფებისთვის მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა, მკერდის კიბოს სამკურნალო პროგრამა. 

გასეირნება პარკში - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2021
მერიამ აუტისტი ბავშვების რეაბილიტაციის პროგრამის დაფინანსება გაზარდა

„ტრანსპლანტაციის პროგრამის ფარგლებში 259 პაციენტი დაფინანსდა. ღვიძლის გადანერგვა 24 პაციენტს დაუფინანსდა. გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების პროგრამით 2020 წლიდან დღემდე 87 პაციენტი იღებს მომსახურებას. ერთ პაციენტზე წელიწადში 25 ათასი ლარია განსაზღვრული“, – განაცხადა თბილისის მერმა.

რაც შეეხება მკერდის კიბოს მკურნალობის პროგრამას, ძვირადღირებული მედიკამენტები 397-მა პაციენტმა მიიღო. ფარისებრი ჯირკვლის სკრინინგის პროგრამაში, კერძოდ, ახალი თანამედროვე აპარატურის შესაძენად 2 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია ჩაიდო.

კახა კალაძემ აუტისტი ბავშვების რეაბილიტაციის პროგრამაზეც ისაუბრა. ამჟამად აღნიშნული პროგრამით 1.375 ადამიანი სარგებლობს.

სოციალური დახმარება

მერის სიტყვებით, ოთხ წელიწადში 1,7 ათასმა ოჯახმა მიიღო საცხოვრებელი სიმბოლურ ფასად – 1 ლარად. საცხოვრებელი ფართის საერთო ღირებულება 225 მლნ ლარს შეადგენს. 2018-2021 წლებში დაიწყო მუშაობა დედაქალაქში დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემის მოსაგვარებლად.

ქალაქში 179 დაუსრულებელი ობიექტი გამოვლინდა

„ძირითადად ეს არის კომპანიების „ცენტრ პოინტის“, „სვეტის“, „ოლიმპიური ვარსკვლავის“ დაუმთავრებელი მშენებლობები. „სვეტთან“ და „ოლიმპიურ ვარსკვლავთან“ დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული. ამ ეტაპზე არ მინდა „ცენტრ პოინტთან“ დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადება, თუმცა უახლოეს პერიოდში ეს პრობლემაც მოგვარდება“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2021
მერია კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულთა პრობლემებს აგვარებს

მერის თქმით, 2018-2021 წლებში თბილისში აშენდა და გაიხსნა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 18 ახალი საბავშვო ბაღი.

„მე, როგორც ამ ქალაქის მერი, ოთხი შვილის მამა, მოხარული ვარ, რომ შევძელი ახალი სტანდარტების დამკვიდრება საბავშვო ბაღებისთვის“, – აღნიშნა კალაძემ.

„კომენდანტის საათის" გაუქმება

კალაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კომენდანტის საათის გაუქმების შემდეგ, 1 ივლისიდან თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვეულებრივი რეჟიმით იმოძრავებს. 

კომენდანტის საათი - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2021
საქართველოში „კომენდანტის საათი“ 1 ივლისიდან გაუქმდება

ამგვარად, თბილისის მეტრო დილის 06:00 საათიდან 24:00 საათამდე, ხოლო ავტობუსები - 06:00 საათიდან 23:00 საათამდე მოემსახურებიან მოქალაქეებს. 

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში 1 ივლისიდან გაუქმდება ღამის საათებში გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვა. გარდა ამისა, 22 ივნისიდან საქართველოში გაუქმდა ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება. თუმცა ტრანსპორტში ნიღბის ტარება კვლავ სავალდებულოა და ამ წესის დარღვევისთვის პირი 20 ლარით დაჯარიმდება.

ყველა ახალი ამბავი
0