მერია კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულთა პრობლემებს აგვარებს

© photo: Sputnik / Stringerმშენებლობა
მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2021
გამოწერა
ჯერ კიდევ 2018 წელს კახა კალაძემ განაცხადა, რომ ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებული მოსახლეობის კომპენსირება მომდევნო სამი–ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდებოდა და ყველა დაზარალებული ბინით დაკმაყოფილდებოდა.

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. თბილისის მერიამ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთათვის  საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად 17 არეალი გამოყო, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სოციალური და ჯანდაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის წარდგენისას. 

სახლის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2021
თბილისში ახლად აშენებულ საცხოვრებელ ბინებზე ფასებმა მოიმატა

თბილისის მერიამ პროექტის განხორციელება 2018 წელს დაიწყო. საუბარია ოჯახებზე, რომლებიც დაპირებული საცხოვრებელი ფართების გარეშე იმის გამო აღმოჩნდნენ, რომ 1990–იან წლებში სამშენებლო კოოპერატივებმა დაპირება ვერ შეასრულეს.

კალაძის თქმით, მერიას ყოველწლიურად  ამ პრობლემით ასობით ადამიანი მიმართავს.

 „ამ დროისთვის 1.289 ოჯახს მიეცა შესაძლებლობა, რომ  საკუთარ საცხოვრებელ სახლებში იცხოვროს. ჩვენ გამოვყავით 17 არეალი, სადაც უკვე მიმდინარეობს მშენებლობა, ზოგან სამშენებლო ნებართვის გაცემის პროცედურა ხორციელდება“, - განაცხადა მერმა.

როგორც ვიცე–მერმა ილია ელოშვილმა განაცხადა,  ქვეყანაში კოოპერატიული მშენებლობებით  დაზარალებული ოჯახების რიცხვი დაახლოებით 3.100–ია, მერია მაქსიმალურად ცდილობს ყველა მათგანის მოთხოვნა დააკმაყოფილოს.

მისი განმარტებით, აღნიშნული პროექტისთვის სულ 963 მილიონი დაიხარჯა, ხოლო დასრულებული საცხოვრებელი ბინების ჯამური ფართი 8.000 კვ. მ-ზე მეტია.

„ამჟამად, კოოპერატიული მშენებლობებისგან დაზარალებულია 3.100 პირი, რომელიც სახელმწიფომ ცნო დაზარალებულად და ეს ვალი სასამართლოს მიერაა აღიარებული, მაგრამ წლების განმავლობაში ვერ გამოინახა ის მიდგომა, რითაც დაკმაყოფილდებოდნენ ეს მოქალაქეები. იმედი მაქვს, რომ პროგრამა მალე დასრულდება და ჩვენ დაზარალებულები აღარ გვეყოლება“, - აღნიშნა ელოშვილმა.

ოჯახების რიგითობა და თანმიმდევრობა სოციალური ქულების მიხედვით განისაზღვრება. რაც შეეხება ოჯახებს, რომლებსაც ჯერ კიდევ არ შეუტანიათ განცხადება, უნდა მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს და ისინი ქულების მინიჭების შემდეგ შესაბამის რიგს დაიკავებენ.

ჯერ კიდევ 2018 წელს კახა კალაძემ განაცხადა, რომ ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებული მოსახლეობის კომპენსირება მომდევნო სამი–ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდებოდა და ყველა დაზარალებული ბინით დაკმაყოფილდებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0