მოსაზრება: ომი, რომელში გამარჯვებაშიც ქვეყანა დარწმუნებული იყო

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიკურსკის ბრძოლა
კურსკის ბრძოლა - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2021
გამოწერა
... გაისმა კოდური სიტყვა „დორტმუნდი“ და გერმანელი აგრესორი მძიმე, მოლაპლაპე ფოლადით დაესხა თავს მშვიდ ძილში ჩაფლულ სოფლებს, ქალაქებს, მინდვრებსა და ტყეებს − სახლებს, რომლებშიც დედებსა და  ბებიებს, მამებსა და პაპებს ეძინათ.

ელენა კარაევა

პირველი დარტყმა მათ მიიღეს, ანუ ჩვენ ყველამ. 80 წლის წინ მაშინდელი კონტიტენტური „გაერთიანებული ევროპის“ მთელი ძალა ყველა ჩვენგანს დაატყდა თავს.

სსრკ-ს ვერმახტის არმია დაესხა თავს, რომელსაც მხარს საფრანგეთის მანქანათმშენებელი წარმოებაც უჭერდა მხარს და ნორვეგიის ფოლადჩამომსხმელი მრეწველობაც, იარაღი აჰკიდეს SS-ის ბელგიურ ბატალიონებსაც, ჰაერში ასწიეს რუმინული ავიაცია, ჰიტლერელი ოფიცრები ბრძანებებს აძლევდნენ ხორვატიის სამხედრო ქვედანაყოფებსაც.

როგორ გადარჩა ქალაქი ნევაზე. ლენინგრადის ბლოკადა საარქივო კადრებში - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2021
როგორ გადარჩა ქალაქი ნევაზე. ლენინგრადის ბლოკადა საარქივო კადრებში

ჯარებში გაამწესეს პრესაც. ჰიტლერულ პროპაგანდისტულ მანქანას ისეთივე გულმოდგინებით აგებდნენ, როგორც ტანკებსა და თვითმფრინავებს.

იოზეფ ჰებელსმა რადიომიმართვაში განაცხადა, რომ „ევროპამ 1941 წლის 22 ივნისს  გადაწყვიტა, ბოლშევიკურ საჭოტა რუსეთს შებრძოლებოდა“.

ბერლინში ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ ვერმახტი და ნაციზმი გაიმარჯვებდა. მაგრამ „რუსულმა პასუხმა“ არ დააყოვნა.

ამ პასუხმა გაიჟღერა მაშინ 25 წლის სამხედრო კორესპონდენტის, კონსტანტინ სიმონოვის საგაზეთო შენიშვნაში. სიმონოვი დასავლეთის ფრონტზე დიდი სამამულო ომის დაწყებიდან მეხუთე დღეს ჩავიდა. მოგვიანებით  ის სამხედრო მემუარებში ციტატას მოიყვანს მესაზღვრე ოფიცერთან საუბრიდან. „მაქვს ცნობა, რომ ყველა ჩემიანი ავანპოსტზე დაიღუპა. ბოლო კაცამდე იბრძოლეს და ყველა დაიღუპა, ვინც იქ იყო. არადა, ოჯახიც იქ მყავს, გრაევის მახლობლად − ცოლი, ორი შვილი, დედა და პატარა და. თუკი რამ გამაჩნია ქვეყანაზე, ყველა და ყველაფერი იქაა“.

უცნობი ჯარისკაცის საფლავი - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2021
მიმოხილვა: მეორე მსოფლიო ომი − ლეგენდები და მითები

პრაქტიკულად იმავე დღეს, 29 ივნისს, „ბარბაროსას“ ერთ-ერთი ავტორი გენერალი ჰალდერი თავის დღიურში ცაწერს: „ფრონტიდან მიღებული ცნობები ადასტურებს, რომ რუსები ყველგან  ბოლო კაცამდე იბრძვიან“. თუმცა, რაღა თქმა უნდა, ჰალდერი უფროსობას გამარჯვების რელაციებს უგზავნიდა.

სიმონოვმა მოგვიანებით შენიშნა: „ომის შემდეგ ვისაც რა უნდა დაეწერა, მაშინ არცერთ მათგანს აზრადაც არ მოსდიოდა, არც კი უშვებდა, რომ მათ მიერ აღმოსავლეთის ფროონტზე „სრულად განადგურებული“ წითელი არმია ოდესმე გერმანიის ტერიტორიაზე ფეხს დადგამდა“.

რეიხის უმაღლესი გენერალიტეტის შეფასებები ევროპული ხელისუფლებებისა და ხალხების 1940 წლის მაისის ქცევას ეფუძნებოდა, როდესაც ხუთი კვირის განმავლობაში ნაცისტების ფერხთ დაეცა ნიდერლანდების სამეფო, ბელგიის სამეფო და საფრანგეთი.

ბრიტანეთის საექსპედიციო კორპუსი დიუნკერკიდან გაქცევით შველოდა თავს, ხოლო ვერმახტის ჯარისკაცები ევროპის დედაქალაქებში შედიოდნენ. ევროპელები მათ წინააღმდეგობას არ უწევდნენ.

კახი კავსაძე ფილმში „უდაბნოს თეთრი მზე“ - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2021
სტალინის მასწავლებელი, ქართველი შინდლერი და შავი აბდულა: კახი კავსაძის მონათხრობი

ლამაზ შემოგარენებში სასიამოვნო სეირნობა, გემრიელი კერძები, ხარისხიანი ღვინო და დამარცხებულების მხრიდან არცთუ ცუდი მიღება − ასე გამოიყურებოდა დასავლეთ ევროპაში ომი ვერმახტის თვალში.

დღეს „პაციფიზმისა“ და „ნიკოგდაბოლშიზმის“ („აღარასდროს“ − „никогда больше") მომხრეები ამბობენ, რომ ეს „სისხლიანი გამოცდილება“ (sic!) ევროპას გაერთიანებაში დაეხმარა, გადაალახინა რა ქვეყნებს შორის არსებული არაკეთილგანწყობა და კონტინენტი „მშვიდობიანად“ აქცია.

თუ სისხლიანი გამოცდილება არსებობდა, მაშინ მისი მფლობელი და მცველი სსრკ იყო. მისმა მოქალაქეებმა უმაღლესი ფასი გადაიხადეს თითოეული კვადრატული მეტრის გასათავისუფლებლად როგორც საკუთარ ქვეყანაში, ისე ევროპის სახელმწიფოებში.

საკონცენტრაციო ბანაკის ტანსაცმელზე სატარებელი ნიშანი - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2023
ომგამოვლილი ქალები საქართველოდან: ხუთი ისტორია

მეორე ფრონტის გახსნას ჩვენ სამი წელი ველოდებოდით, ხოლო როცა მოკავშირეების შეტევამ არდენში „ხრჩობა“ დაიწყო და ჩერჩილი ფაქტობრივად ემუდარებოდა სტალინს დახმარებას, მაშინ უმაღლესმა მთავარსარდლობამ ვისლა-ოდერის ოპერაციის ვადები რვა დღით გადაწია წინ, ხოლო წითელი არმიის პოლონეთზე შეტევის გადაწყვეტილება რამდენიმე საათში იყო მიღებული.

ნაცისტებს ლენინგრადი ბლოკადაში ჰყავდათ მომწყვდეული და გმირი ქალაქის მცხოვრებლებს დაღუპული ბავშვები ციგებით მიჰყავდათ დასაკრძალად. ბერლინის კომენდანტი გენერალი ბერზარინი კი ომის დასრულების შემდეგ პატარა ბერლინელებს   ვაქცინაციას უკეთებდა და განკარგულებას გასცემდა იმის თაობაზე, რომ ბავშვებს რძე დროულად მიეღოთ.

ომის 1418 დღის განმავლობაში საბჭოთა ხალხმა მშვიდობა მიიტანა და კრემატორიუმების მუშაობა გააჩერა მაიდენაკსა და ოსვენციმში, კრაკოვი განადგურებას გადაარჩინა, დრეზდენის გალერეა − დატბორვას, და ამასთან კაცთმოყვარეობისა და ჰუმანიზმის ღირებულებებსაც ნერგავდა. რაც პრაგმატულმა ევროპამ დაუყოვნებლივ მიითვისა და „საერთო ფასეულობები“ უწოდა.  

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2021
ღარიბაშვილი: ყველას ვალია პატივი მივაგოთ მათ, ვინც თავი გაწირა ამ დიდ ომში

დართო რა გათავისუფლების ნება, ევროპამ პირობა დადო, რომ urbi et orbi, ანუ „აღარასდროს!“ და დაუყოვნებლივ ჩაება სხვა ომებში.

ის ეომებოდა დამოუკიდებლობის მომხრეებს ჩრდილოეთ და დასავლეთ აფრიკაში, საომარ მოქმედებებს ახორციელებდა ინდოჩინეთში. მერე კი ჯერ იუგოსლავიის დრო დადგა, ათი წლის შემდეგ კი უკრაინისაც.

იქ, მათ შორის ევროკავშირის მიერ მკვეთრად შემოხაზულ კონტურებში, თავიდან ომის პირველ მცდელობას ჰქონდა ადგილი, ათი წლის შემდეგ კი − მეორეს. ორივე შემთხვევაში, როგორც 2004-ში, ისე 2013-1014-ში, რაღა თქმა უნდა, შექმნილი იყო „სხვებისადმი“ სიძულვილის ატმოსფერო.

ისევე როგორც იუგოსლავიის კონფლიქტის დროს, თავები დაუყოვნებლივ წამოყვეს ნაცისტების სიმპათიზანტებმა, ხოლო ჰიტლერელთა დამქაშები და სამხედრო დამნაშავეები „თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვი მებრძოლებად“ და „რუსეთის გავლენისგან მხსნელებად“ იქცნენ.

ყვავილები ძმათა სასაფლაოზე  - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2021
ძლიერი ზურგი და ათასობით მეომარი: საქართველო მეორე მსოფლიო ომში

ომის თემას დავუბრუნდეთ და გავიხსენოთ, რომ სტალინგრადში პავლოვის სახლის თავდაცვა − მარტო ერთი სახლისა და თანაც მხოლოდ ერთი რაზმის კიერ, 58 დღე გრძელდებოდა. ეს იმაზე მეტია, ვიდრე ვერმახტის გასეირნებას დასჭირდა კონტინენტურ ევროპაში − ახლა გაერთიანებულსა და „პაციფისტურში“.

ჩვენი წინაპრების, ჩვენი ახლობლებისა და თანაქალაქელების თავდადების გაუფასურების მცდელობები, მათი შებღალვა „მილიონობით გაუპატიურებული გერმანელი ქალის“, ნადავლით დატვირთული ეშელონებისა და „მოპარული სამხატვრო კოლექციების“  შესახებ ისტორიებით, ეს არის ჩვენი საერთო გენეტიკური კოდის ანიჰილაციის მეთოდი − თუ მის აგებულებაში ერთი უჯრედიც კი შეიცვალა, კიბო მთელ ორგანიზმს მოედება.

უნდა გავიგოთ, რომ „რუსეთის მილიტარიზაციის“ შესახებ ყვირილი − ეს შურია იმ ქვეყნის მიმართ, რომელმაც წარმოუდგენელი და დაუჯერებელი შეძლო − ნაციზმი, რომლის წინაშეც კონტინენტურმა ევროპამ ქედი მოიდრიკა, ხერხემალში გადაამტვრია.

გავიხსენოთ ბრძოლის ველზე დაცემულებიც, დაჭრილებიცა, მოკლულებიცა და მონობაში გარეკილებიც, საკონცენტრაციო ბანაკებში შეყრილებიც, ნაწამები და გატანჯულები, დახვრეტილები და ჩამომხრჩობილები; გავიმეოროთ, რომ გამარჯვებისთვის გაღებული მსხვერპლი ფუჭი არ არის.

ჩვენ ცოცხლები მათი თავდადების წყალობით ვართ და ჩვენი ხსოვნა და მწუხარება მათი საერთო ობელისკია.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს! 

ყველა ახალი ამბავი
0