მიმოხილვა: მეორე მსოფლიო ომი − ლეგენდები და მითები

© photo: Sputnik / Konstantin Mikhalchevsky / გადასვლა მედიაბანკშიუცნობი ჯარისკაცის საფლავი
უცნობი ჯარისკაცის საფლავი - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2021
გამოწერა
მეორე მსოფლიო ომს არაერთი გამოჩენილი სარდალიც ჰყავდა და სამხედრო მოქმედებების არაერთი თეატრი, დიდი ბრძოლებიც ჰქონდა პლანეტის სხვადასხვა რეგიონში

მაგრამ ჰიტლერული  გერმანიის შეიარაღებული ძალები მაინც წითელმა არმიამ გადატეხა წელში სამჯერ იმაზე მეტად, ვიდრე ეს ყველა სხვა მოკავშირემ გააკეთა ერთად. ამით ძირითადი წვლილი შეიტანა გერმანული და იაპონური მილიტარიზმის დამარცხების საქმეში.

ვანდალების მიერ დაზიანებული კოლუმბის ძეგლი  - Sputnik საქართველო, 1920, 26.06.2020
მოსაზრება: დასავლეთი გეგმაზომიერად ცდილობს ისტორიის გადაწერას და მას ეს გამოსდის

1945 წლის გამარჯვება მრავალეროვნული და მაშინ ერთიანი საბჭოთა ხალხის დამსახურებაა. დასავლეთში ამის  დამახინჯება ან პოსტსაბჭოთა სივრცეზე ცალკეულ „ეროვნულ ბინებად“ დაყოფა შეუძლებელია.

მეორე მსოფლიო ომი 1939 წლის 1 სექტემბრიდან 1945 წლის 2 სექტემბრამდე გრძედლდებოდა. მასში 57 ქვეყანა მონაწილეობდა, რომელთა ჯამური მოსახლეობა 1,7 მილიარდ კაცზე მეტს შეადგენდა. და მაინც, ომის შედეგი 1941 წლის 22 ივნისს  განისაზღვრა წინასწარ, როდესაც ფაშისტური გერმანია სსრკ-ს დაესხა თავს.

მეორე მსოფლიო ომმა 55 მლნ კაცის სიცოცხლე იმსხვერპლა სხვადასხვა ქვეყანაში. საბჭოთა კავშირმა დაახლოებით 27 მილიონი კაცი დაკარგა − მათგან უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო.

ხსოვნისა და მწუხარების დღე: რუსეთში ისტორიის გადაწერის მცდელობას ეწინააღმდეგებიან - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2020
ხსოვნისა და მწუხარების დღე: რუსეთში ისტორიის გადაწერის მცდელობას ეწინააღმდეგებიან

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, წითელი არმიის აუნაზღაურებელმა დანაკარგებმა თითქმის 12 მლნ ადამიანი შეადგინა. აქედან 6 მლნ 885 ათასი დაღუპული და 4 მლნ 559 ათასი უგზო-უკვლოდ დაკარგული და ტყვედ ჩავარდნილი. ეს უზარმაზარი მსხვერპლი არის დასტური იმისა, რომ საბჭოთა ხალხი ჰიტლერული ექსპანსიის მიმართ უფრო შეუპოვარი იყო. „აღმოსავლეთის ფრონტი“ მეორე მსოფლიო ომის მთავარი არენა გახდა. გადამწყვეტი იყო არა ამერიკულ-ბრიტანული ჯარების გადასხმა ნორმანდიაში ან სრდენის ოპერაცია, არამედ ბრძოლები მოსკოვისთვის, სტალინგრადისთვის და ასევე კურსკის რკალზე.

გერმანელი ისტორიკოსების დათვლით, მეორე მსოფლიო ომში 5,2 მლნ გერმანელი ჯარისკაცი და 1,2 მლნ მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. სამხედროებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დანაკარგების უკუპროპორცია იმით აიხსნება, რომ წითელი არმია ევროპას ფაშიზმისგან ათავისუფლებდა და არ იყო დაკავებული გერმანიისა თუ იაპონიის მშვიდობიანი მოსახლეობისა და ტყვეების სისტემური დამონებითა და განადგურებით (როგორც ამას გერმანელები აკეთებდნენ აღმოსავლეთ ევროპაში, ხოლო იაპონელები − ჩინეთში).

საკონცენტრაციო ბანაკის ტანსაცმელზე სატარებელი ნიშანი - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2023
ომგამოვლილი ქალები საქართველოდან: ხუთი ისტორია

აშშ-სა და იაპონიის დანაკარგები საომარი მოქმედებების წყნარი ოკეანის თეატრში განუზომლად დაბალია. მეორე მსოფლიო ომში შეერთებულმა შტატებმა დაახლოებით 248 ათასი სამხედრო დაკარგა − რაც ამერიკაში 2020-2021 წლების კორონავირუსული პანდემიის დროს დაღუპულებზე ორჯერ ნაკლებია. ხოლო იაპონიამ ომის წლებში 467 ათასი ადამიანი დაკარგა − თითქმის იმდენივე, რამდენიც საბჭოთა კავშირმა პოლონეთის გათავისუფლებისას (477 ათასი ჯარისკაცი).

პარადოქსული ფაქტია, მაგრამ იაპონელებს 75 წლის შემდეგ მეორე მსოფლიო ომის შესახებ „საკუთარი ისტორია“ გაუჩნდათ, რომლის თანახმადაც ისინი აგრესორები კი არა, მდგომარეობისა და არამეგობრული მეზობლობის მსხვერპლი არიან. სასკოლო სახელმძღვანელოებიდან გაქრა ხალხინ-გოლის ბრძოლა, მანჯურიის ბრძოლა, რა დროსაც კვანტუნის არმიას სამმა საბჭოთა ფრონტმა შეუტია. ეს ისტორიული ფაქტი გაქრა მონღოლეთის სასკოლო სახელმძღვანელოებიდანაც.

დსთ-ის სივრცის კოროზია

მეორე მსოფლიო ომი - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2020
პუტინის მრჩეველი: პროექტი „ომის სახეები“ ისტორიის ხელახლა გადაწერის მცდელობას ხელს შეუშლის

ზოგი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ასევე წავიდა ისტორიის გადაწერის გზით. ომის ნამდვილი გმირები კოლაბორაციონისტები, ბანდერელებით, „ტყის ძმებით“ ჩანაცვლდნენ − მათით, ვინც ოკუპანტებს ემსახურებოდა, საკუთარი ხალხის სისხლს ღვრიდა, სოფლებს წვავდა.

ლიეტუვაში ყოველწლიურად ტარდება ნეონაცისტური შეინააღსის სადღესასწაულო ღონისძიება, რომელიც ჰოლოკოსტის მონაწილე იონას მისიუნასს ეძღვნება და რომელშიც ორი ათასამდე კაცი მონაწილეობს. ესტონეთში ყოველწლიურად მიაგებენ პატივს ესტონელი ესესელების გრენადერთა დივიზია Waffen SS-ის ლეგიონერებს, რომელიც წითელმა არმიამ 1944 წელს გაანადგურა. ლატვიაში ასევე ცინიკურად ახდენენ Waffen SS-ის დივიზიების ჰეროიზაციას, „ლატვიელი ხალხისა და სახელმწიფოს სიამაყეს“ უწოდებენ მათ.

ნეონაცისტური განწყობები მძაფრდება უკრაინაშიც. უმაღლესმა რადამ დღესასწაულად გამოაცხადა სტეპან ბანდერას დაბადების დღეს − უკრაინული ნაციონალისტური მოძრაობის ლიდერისა. ხოლო უკრაინის დამცველთა დღესასწაულად უკრაინის ამბოხებულთა არმიის დაარსების დღე გამოცხადდა.

ყველაფერი გამარჯვებისათვის: როგორ გაგზავნა აჭარის მკვიდრმა მთელი თავისი ფული ფრონტზე - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2021
ყველაფერი გამარჯვებისთვის: როგორ გაგზავნა აჭარის მკვიდრმა მთელი ფული ფრონტზე

ცოტა ხნის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ „ისტორიული“ განცხადება გააკეთა: პოლონეთში ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი ლვოვის დივიზიამ, ანუ უკრაინელებმა გაათავისუფლესო. და საერთოდაც, ევროპა ფაშიზმისგამ უკრაინულმა ფრონტებმა იხსნესო. მანამდე უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა განაცხადა გერმანულ არხ ARD-თან ინტერვიუში, რომ რუსეთი მეორე მსოფლიო ომის ისტორიის გადაწერას ცდილობს: „რუსეთის აგრესია უკრაინაში − ეს არის შეტევა მსოფლიო და ევროპის წესრიგზე. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს სსრკ-ს შეჭრა გერმანიასა და უკრაინაში. ჩვენ ეს აღ უნდა დავუშვათ“.

სამწუხაროდ, ბელარუსშიც ისმის ხოლმე უმაღლეს დონეზე გამონათქვამები იმის შესახებ, რომ დიდი სამამაულო ომი მათი ომი არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოტა კავშირის შემადგენლობაში შემავალის ეს რესპუბლიკა აღმოჩნდა სწორედ ყველაზე გმირული და პარტიზანული.

მანამდე რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ დსთ-ის ქვეყნების კოლეგებს მოუწოდა, წინააღმდეგობა გაეწიათ მათთვის, ვინც ყოფილი სსრკ-ს ხალხების საერთო ისტორიის გადაწერას, ომის მოვლენების იმგვარად დამახინჯებას ცდილობს, რომ გამარჯვებულები დამარცხებულად წარმოჩინდნენ.

სერგო აღაბაბიანი კოლეგასთან ერთად, 1953 წელი - Sputnik საქართველო, 1920, 08.05.2021
როგორ შევხვდი მზვერავ ზორგეს: თბილისელი ვეტერანის მოგონება

დასავლური ვექტორი

გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გასულ კვირაში ბერლინში სიტყვა წარმოთქვა 80 წლის წინ გერმანიის საბჭოთა კავშირზე თავდახმის შესახებ. შტაინმაიერმა მოუწოდა გერმანიას, არ დაივიწყონ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში აღმოსავლეთ ევროპაში ჩადენილი დანაშაულები.

როგორც მან თქვა, „დანაშაულებრივი, აგრესიული ომი ვერმახტის ფორმას ატარებდა. ვერმახტის ჯარისკაცები ასევე მონაწილეობდნენ სიმხეცეებში“. და ჩამოთვალა  ის ადგილები, რომლებიც „გერმანულ ბარბაროსობასთან“ ასოცირდება: „ვინ იცის გერმანიაში მინსკთან მდებარე პატარა ტროსტენეცი, სადაც 1942-1944 წლებში 60 000 ადამიანი მოკლეს?“ და „პოდმოსკოვიეს ქალაქი რჟევი, სადაც წითელმა არმიამ მილიონზე მეტი მოკლული და დაჭრილი დაითვალა“.

ეს პოზიცია პატივისცემას იმსახურებს. მით უმეტეს, რომ დასავლეთში ხშირად უფრო სხვა სახის ინფორმაცია ვრცელდება. მაგალითად, იანვარში გერმანულმა Der Spiegel-მა გამოაქვეყნა დეზინფორმაცია ოსვენციმის ამერიკელების მიერ გათავისუფლების შესახებ. ხოლო კრიტიკის ქარიშხლის შემდეგ გამოცემამ განაცხადა, რომ „შეცდომას ჰქონდა ადგილი“ და პუბლიკაცია შეასწორეს. ოსვენ ციმი ხომ წითელმა არმიამ გაათავისუფლა 1945 წლის 27 იანვარს.

ლენინგრადის ბლოკადა - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2021
მიმოხილვა: რატომ იბრძოდა გერმანია აღმოსავლეთსა და დასავლეთში სხვადასხვაგვარად

ასეთი შეცდომები სისტემატიური ხასიათისაა. მანამდე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გჟეგოჟ სხეტინამ პოლონეთის რადიოს ეთერში განაცხადა, რომ უდიდესი ფაშისტური საკონცენტრაციო ბანაკი ოსვენციმში უკრაინელებმა გაათავისუფლეს.

 

იტორიკოსთა ერთ-ერთ საერთაშორისო კონფერენციაზე ამერიკელმა პროფესორმა ქალმა მეორე მსოფლიოს ომის ფინალის ამერიკული ვერსია ასე წარმოადგინა: გენერალმა დუაიტ ეიზენჰაუერს შეეძლო აეღო ბერლინი, მაგრამ არ გააკეთა ეს, რათა სტალინთან უაიმოვნება არ მოსვლოდაო. და დარბაზის სიცილზე ასე ირეაგირა: „მე ვიცი იმ მოვლენების ისტორია, მაგრამ ჩვენს სახელმძღვანელოებში სწორედ ასე წერია“.

დასავლეთში რეგულარულადითხზვება მითები მეორე მსოფლიო ომის შესახებ, რათა საბჭოთა კავშირისა და წითელი არმიის წამყვანი როლი დაამცრონ გერმანულ ნაციზმსა და იაპონურ მილიტარიზმზე გამარჯვებაში. იმასაც კი ცდილობენ, რომ საბჭოთა კავშირი გერმანიის გვერდით დააყენონ, მაგრამ ციფრები და ფაქტები ჯიუტია.

გერმანიის სსრკ-ზე თავდასხმის გეგმა, რომელიც ჰიტლერის № 21 დირექტივით დამტკიცდა 1940 წლის დეკემბერში, ომის დასრულებისთანავე გამოქვეყნდა. მისი ნამდვილობა არავისში არ იწვევს ეჭვს. ჰიტლერის მოღალატური თავდასხმა, როგორც ერთგვარი პრევენციული შეტევა სსრკ-ს აგრესიაზე“, არცერთი დოკუმენტით არ მტკიცდება.

ლატვიის SS-ლეგიონერების მსვლელობა რიგაში - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
ფონდი „ისტორიული მეხსიერება“: CIA ლატვიელ „ესესელებს“ იბირებდა

1941 წელს ჰიტლერი უკიდურესად ღიად აცხადებდა თვაის გეგმებსა და განზრახვებს: „მთელი სახელმწიფოს სრული განადგურება“. ის საბჭოთა კავშირში  ხედავდა „ბუნებრივ მტერს“ და მისი განადგურების, მისი უზარმაზარი ეკონომიკური რესურსების დაპყრობისა და მოსახლეობის დამონების იმედი ჰქონდა.

გერმანიისა და მისი მოკავშირეების მთავარი ძალები მთელი ომის განმავლობაში „აღმოსავლეთის ფრონტზე“ იყო თავმოყრილი: საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ 190-დან 286 ყველაზე მეტად ბრძოლისუნარიანი ფაშისტური დივიზია მოქმედებდა ფინეთიდან, უნგრეთიდან, რუმინეთიდან, იტალიიდან, სლოვაკეთიდან და ესპანეთიდან. შედარებისთვის: ანგლოამერიკულ ჯარებს ჩრდილოეთ აფრიკაში წინააღმდეგობას უწევდა  9-დან 20 დივიზიამდე, იტალიაში − 7-დან 26-მდე, დასავლეთ ევროპაში − 56-დან 75 დივიზიამდე. ამასთან წითელმა არმიამ სრულად ან ნაწილობრივ გაათავისუფლა რუმინეთის, პოლონეთის, ბულგარეთის, იუგოსლავიის, ჩეხოსლოვაკიის, უნგრეთის, ავსტრიის, გერმანიის ტერიტორიები.

გერჰარდ შრედერი - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2021
მოსაზრება: რატომ შეახსენა გერჰარდ შრედერმა გერმანელებს რუსეთთან ომები

კიდევ ერთი დასავლური მითია ის, რომ სსრკ-ს, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის იარაღითა და ტექნიკით დახმარების გარეშე, გერმანიის დამარცხება არ შეეძლო. მაგრამ წითელ არმიაში იმპორტული მხოლოდ ყოველი მეათე ტანკი იყო (აშშ-დან დაახლოებით 7000 მიიღეს, ბრიტანეთიდან − 5100 ტანკი). ამასთან 1941 წლის ყველაზე რთულ თვეებში საბჭოთა კავშირს 4500 ტანკის მიწოდებას დაპირდხნენ, მაგრამ მხოლოს 466 გამოუგზავნეს. 1941 წელს საბჭოთა კავშირმა ინგლისიდან მხოლოს 11 გამანადგურებელი მიიღო.

რაღა თქმა უნდა, ისტორიული მეხსიერების აზრი სულაც არ მდგომარეობს მომავალი თაობებისთვის „სხვისი დანაშაულის“ დაბრალება და მისი „სხვისი კრედიტებით დათვირთვა. ეს უნდა იყოს შეხსენება იმისა, როგორ მუშაობს წარსული აწმყოში და მომავალში.

ისევ შტაინმაიერს დავუბრუნდეთ: „მომავალში მხოლოდ ის შეძლებს თავისი წვლილის შეტანას, ვინც წარსულის კვალის კითხვას ისწავლის აწმყოში“...

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

ყველა ახალი ამბავი
0