ფონდი „ისტორიული მეხსიერება“: CIA ლატვიელ „ესესელებს“ იბირებდა

© photo: Sputnik / Oxana Jadan / გადასვლა მედიაბანკშილატვიის SS-ლეგიონერების მსვლელობა რიგაში
ლატვიის SS-ლეგიონერების მსვლელობა რიგაში - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
გამოწერა
ფონდ „ისტორიული მეხსიერების“ დოკუმენტში გაანალიზებულია აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიერ გასაჯაროებული მასალები.

თბილისი, 18 მარტი – Sputnik. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA) აქტიურად იბირებდა ლატვიის SS-ის ლეგიონის ყოფილ წევრებს, რომლებსაც მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივ ხოცვაში მიუძღვით წვლილი, რათა ისინი ლატვიის სსრ-ის წინააღმდეგ ძირგამომთხრელ მუშაობაში გამოეყენებინათ, იუწყება სააგენტო РИА Новости ფონდ „ისტორიული მეხსიერების“ მიერ მომზადებულ მოხსენებაზე დაყრდნობით. 

ალექსანდრ ბასტრიკინი - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2020
ბასტრიკინი: ნეონაციზმი და რევანშიზმი ევროპას ჯერჯერობით არ აშინებს

მოხსენებაში სახელწოდებით „ჯალათები პენსიაზე. ლატვიელი დამნაშავეები CIA-ს სამსახურში“ ნათქვამია, რომ ლატვიელი აგენტების უმეტესობა მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების სამსახურში იდგა, რომ ამ აგენტებიდან ბევრი პირდაპირ მონაწილეობდა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სადამსჯელო ოპერაციებში და ლენინგრადის ბლოკადაში.

მოხსენებაში მოყვანილია მონაცემები ლატვიელი SS-ლეგიონერის იანის ცირულისის CIA-სთან თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც ყველაზე აქტიურად მონაწილეობდა ნოვგოროდის ოლქის სოფელ ჟესტიანაია გორკას მოსახლეობის მასობრივ ხოცვაში.

როგორც CIA-ს მანამდე გასაჯაროვებული დოკუმენტების ანალიზიდან ირკვევა, აგენტებიდან განსაკუთრებულ როლს ასრულებდნენ ორგანიზაცია Daugavas Vanagi-ს („დაუგაველი ქორები“) წევრები.

„ნაცისტების ხელშემწყობთა და დამნაშავეთა კონცენტრაცია CIA-ს ლატვიურ აგენტურაში ზედმეტად დიდი იყო, ხოლო ორგანიზაცია Daugavas Vanagi სამართლიანად შეიძლება ჩაითვალოს ამერიკული დაზვერვის საკვანძო აქტივად ლატვიის მიმართულებით“, – ნათქვამია მოხსენებაში.

სალასპილსის საკონცენტრაციო ბანაკი - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2020
ისტორიკოსი: ბავშვთა საკონცენტრაციო ბანაკების არსებობაზე დღემდე დუმან

დოკუმენტის ავტორები განმარტავენ, რატომ ანიჭებდა უპირატესობას CIA კაცობრიობის წინაშე დანაშაულში მონაწილე ადამიანების გადაბირებას.

„ამ კითხვაზე არსებობს სრულიად რაციონალური პასუხი. რა თქმა უნდა, ნაცისტურ დანაშაულებში მონაწილეობა არ იყო უპირატესობა გადაბირების კანდიდატებისთვის. უპირატესობა იყო ნაცისტების მიერ ორგანიზებულ პოლიციის სტრუქტურებში მუშაობა... პოლიციაში მომსახურე ადამიანი ფლობდა კონტაქტების ფართო წრეს და ჰქონდა ოპერატიული მუშაობისთის საჭირო სპეციფიკური უნარები – უფრო მეტი, ვიდრე სამხედრო პირს. CIA-ს ერჩია გადაებირებინა პოლიციელები, ხოლო პოლიციელები ყველაზე აქტიურად იყვნენ ჩართულები ნაცისტურ დანაშაულებში“, – წერია დოკუმენტში.

როგორც РИА Новости წერს, ბოლო პერიოდში რუსეთის სამართლადამცველმა ორგანოებმა, მაძიებლებმა და ისტორიკოსებმა ჰიტლერელების არაერთი დანაშაული გამოავლინეს სსრკ-ის სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ. 2020 წლის ოქტომბერში რუსეთში პირველი სასამართლო გადაწყვეტილება გამოიტანეს გენოციდის შესახებ. ასე უწოდა სასამართლომ ნაცისტების მოქმედებას სოფელ ჟესტიანაია გორკაში, სადაც 1942-1943 წლებში 2,5 ათასზე მეტი ადამიანი მოკლეს.

სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წელს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ შექმნის სპეციალურ განყოფილებას, რომელიც ნაციზმის რეაბილიტაციასთან და ისტორიის ფალსიფიკაციასთან დაკავშირებულ დანაშაულებს გამოიძიებს. განყოფილება დაკავდება მასობრივ მკვლელობებში დამნაშავეების მოძებნითა და ისტორიული ფაქტების დამახინჯების აღკვეთით.

ყველა ახალი ამბავი
0