ღარიბაშვილი: ყველას ვალია პატივი მივაგოთ მათ, ვინც თავი გაწირა ამ დიდ ომში

© photo: Irakli Garibashvili / FBირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2021
გამოწერა
НовостиTelegram
მეორე მსოფლიო ომი 1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ დასრულდა, 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

თბილისი, 9 მაისი - Sputnik. ყველას ვალია დავაფასოთ ჩვენი ვეტერანები, გავიხსენოთ მათი გმირული საქმეები და პატივი მივაგოთ მათ, ვინც თავი გაწირა ამ დიდ ომში, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოში დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ – 9 მაისი ქვეყანაში ოფიციალურად დასვენების დღედ არის გამოცხადებული. წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო, ყველა საზეიმო ღონისძიება გადაიდო.

ამ დღეს თბილისში ვეტერანები და რიგითი მოქალაქეები, როგორც წესი, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან იკრიბებიან. თუმცა, ვაკის პარკში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იქ არ გაიმართება – წელს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნისათვის პატივის მიგება ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში იქნება შესაძლებელი.

ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„დღეს ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავია. პირველ რიგში, მინდა, ჩვენს გმირ ვეტერანებს მივულოცო ეს დიდებული დღე. ეს არის უდიდესი გამარჯვების დღე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ჩვენმა გმირმა ქართველებმა, ვეტერანებმა. მინდა, დიდი პატივისცემა დავადასტურო მათ მიმართ, ვინც თავი გაწირა გამარჯვების მისაღწევად. ქართველებმა ძალიან დიდი წვლილი შევიტანეთ დიდი გამარჯვების მოპოვებაში და ფაშიზმის დამარცხების ამ ისტორიულ, საუკუნის გამარჯვებაში“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა. 
კახა კალაძე  - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2021
„ეს დღე ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლოა“: კახა კალაძე საზოგადოებას 9 მაისს ულოცავს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასი ადამიანი წავიდა, შინ 300 ათასამდე დაბრუნდა. საქართველოს ათობით ათასი მოქალაქე დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა. მათგან ყველაზე ცნობილია უმცროსი სერჟანტი მელიტონ ქანთარია (1921-1993), რომელმაც 1945 წლის მაისში მიხაილ ეგოროვთან ერთად გამარჯვების დროშა რაიხსტაგზე აღმართა.

დღეისთვის საქართველოში 263 ვეტერანი ცხოვრობს.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 1 000 ლარის, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 500 ლარის ოდენობის ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ.

ყველა ახალი ამბავი
0