როგორ გადარჩა ქალაქი ნევაზე. ლენინგრადის ბლოკადა საარქივო კადრებში

გამოწერა
ფაშისტური არმიის ბლოკადა ლენინგრადის გარშემო 1941 წლის 8 სექტემბერს შეიკრა. იხილეთ საარქივო კადრები, თუ რად დაუჯდა მსოფლიო რუკაზე დარჩენა გმირ ქალაქს.

გერმანულ-ფაშისტური არმიის სსრკ-ზე თავდასხმის შემდეგ, მათთვისვე მოულოდნელად, ერთ თვეზე ნაკლებ დროში ისინი ლენინგრადის მიმართულებაზე გავიდნენ და ლუჟსკის გამაგრებულ რაიონთან ახლოს გაჩერდნენ.

ფიურერის ჩანაფიქრის მიხედვით, ლენინგრადს, ისევე, როგორც მოსკოვს, "…არსებობა უნდა შეეწყვიტა". 1941 წლის აგვისტოს ბოლოს შეტევა განახლდა. გერმანულმა არმიამ თავდაცვის ზღუდე გაარღვია და ქალაქის ბლოკირება დაიწყო. განადგურდა ყველა სარკინიგზო, სანაოსნო და საავტომობილო კომუნიკაცია.

თუმც ჩრდილოეთის დედაქალაქის დაპყრობა მომენტალურად ვერ მოხერხდა. ქალაქის მაცხოვრებლები დღე და ღამე თავდაცვის ახალ ზღუდეებს აგებდნენ. მოწინააღმდეგე „ზამთრის სასახლიდან“ 16 კილომეტრში შეაჩერეს. 8 სექტემბერს ლენინგრადი ალყაში მოექცა.

ფიურერის დირექტივებიდან: "ამ ომში ჩვენს ინტერესებში არ შედის მოსახლეობის თუნდაც ნახევრის გადარჩენა… ლენინგრადს არაფრის იმედი არ აქვს, ადრე თუ გვიან ის დაეცემა. ქალაქი შიმშილისგან მოკვდება".

ბრძოლების სახე შეიცვალა: გერმანული არმია მასობრივ საარტილერიო დაბომბვებს შეუდგა. ქალაქში რამდენიმე ათასი აალებადი ბომბი ჩამოაგდეს, გაანადგურეს საკვების ძირითადი საწყობები, რომელთა ნაკლებობაც ლენინგრადელებმა მალევე იგრძნეს. 1941 წლის ნოემბერში ნამდვილი შიმშილი დაიწყო.

საკვების რაოდენობა მუდმივად მცირდებოდა. მუშები დღე-ღამეში 250 გრამ პურს იღებდნენ. მოსამსახურეები, ბავშვები, მოხუცები — 125 გრამს. რთულად თუ ეწოდებოდა ამ პურს ნამდვილი: მისი შემადგენლობის 40% იყო ალაო, შვრია და ბზა, მოგვიანებით კი ცელულოზაც.

შიმშილისგან სიკვდილიანობა მასობრივი გახდა. დამკრძალავი ბიუროები ყოველდღიურად ასობით გვამს პოულობდნენ ქუჩებში.

ყველაზე რთული ბავშვებისთვის იყო. 12 წლის ტანია სავიჩევას უბის წიგნაკში სულ 9 გვერდი იყო. აქედან ექვსზე ეწერა თარიღები: "1941 წლის 28 დეკემბერს დაიღუპა ჟენია, ბებია 1942 წლის 25 იანვარს გარდაიცვალა. 17 მარტს დაიღუპა ლეკა. ბიძია ვასილი დაიღუპა 13 აპრილს. 19 მაისს — ბიძია ლიოშა. დედა — 15 მაისს. სავიჩევები დაიხოცნენ. დაიღუპა ყველა. დარჩა მხოლოდ ტანია".

მთელი ბლოკადის პერიოდის განმავლობაში ქალაქიდან 1 300 ათასი ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა.

ქალაქიდან გაყვანილი ბავშვების უმრავლესობას მეტჯერ აღარც უნახავს საკუთარი მშობლები. 

დავიწყებას მიცემული ბერლინში გამართული აღლუმი. 1945 წლის კადრები - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2015
დავიწყებას მიცემული ბერლინში გამართული აღლუმი. 1945 წლის კადრები

"სიცოცხლის გზა" გაყინულ ლადოგის ტბაზე გადიოდა — ეს "დიდ მიწასთან" კავშირის ერთადერთი საშუალება იყო. მაგრამ ამ გზით შეუძლებელი იყო ლენინგრადის საკვებითა და სამხედრო აღჭურვილობით მომარაგება.

მხოლოდ 1942 წელს ბლოკადის გარღვევის ხუთი მცდელობა იყო. ყველა მათგანი წარუმატებლად დასრულდა.

1943 წლის იანვარში ლენინგრადის არმიამ და ვოლხოვსკის ფრონტმა ლადოგის ტბის სამხრეთ სანაპიროს გასწვრივ 11 კილომეტრის სიგანის დერეფნის გარღვევა შეძლეს. 17 დღე-ღამის განმავლობაში სანაპიროზე სარკინიგზო და საავტომობილო გზა გაიყვანეს.

გერმანიის სარდლობამ, მას შემდეგ, რაც გააცნობიერა, რომ ლენინგრადის დაპყრობა არ გამოსდიოდათ, მკვეთრად (6-ჯერ) 

თბილისში გამარჯვების 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა ტარდება - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2015
თბილისში გამარჯვების 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა ტარდება

გაზარდა ქალაქის საარტილერიო დაბომბვა. მაგრამ ლენინგრადელები არ დანებდნენ — ცხოვრება, ოდნავ მაინც, უფრო ადვილი გახდა.

კიდევ ერთმა წელმა ჩაიარა, სანამ 872 დღის შემდეგ, 1944 წლის 27 იანვარს წითელმა არმიამ ძლიერი შეტევა არ განახორციელა და ბლოკადა სრულიად არ მოხსნა ქალაქს.

ყველა, ვინც ცოცხალი გადარჩა, არასდროს დაივიწყებს იმას, თუ რად დაუჯდათ ის, რომ ლამაზი ქალაქი, გმირი ქალაქი მსოფლიო რუკაზე დარჩენილიყო.

ყველა ახალი ამბავი
0