დავიწყებას მიცემული ბერლინში გამართული აღლუმი. 1945 წლის კადრები

გამოწერა
სსრკ-ის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის საკავშირო არმიების აღლუმი გაიმართა გერმანიაში 70 წლის წინ, 1945 წლის 7 სექტემბერს. იხილეთ საარქივო კადრები, თუ რა პოლიტიკური მოვლენები უძღვოდა წინ ამ მოვლენას და რატომ არ სურდათ მისი გახსენება.

სსრკ-ის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის საკავშირო არმიების აღლუმი გაიმართა გერმანიაში 70 წლის წინ, 1945 წლის 7 სექტემბერს. იხილეთ საარქივო კადრები, თუ რა პოლიტიკური მოვლენები უძღვოდა წინ ამ მოვლენას და რატომ არ სურდათ მისი გახსენება.

1945 წლის 24 ივნისს მოსკოვში გაამრჯვების აღსანიშნავი აღლუმის შემდეგ საბჭოთა ხელმძღვანელობამ ამერიკელებს, ინგლისელებსა და ფრანგებს ფაშისტური გერმანიის განადგურების აღსანიშნავად ბერლინში არმიების საერთო აღლუმის ჩატარება შესთავაზა.

ღონისძიება 1945 წლის სექტემბერში დაგეგმილი იყო რაიხსტაგის რაიონში, რომლის თავზეც საბჭოთა ჯარისკაცებმა წითელი ალამი აღმართეს.

თუმცა აღლუმის ჩატარების დანიშნული დღის, 7 სექტემბრის წინა დღეს საბჭოთა ხელისუფლებამ მოულოდნელად მიიღო ცნობა, რომ მოკავშირე სახელმწიფოების სარდლები — გენერალი დუაით ეიზენჰაუერი (აშშ), ფელდმარშალი ბერნარდ მონტგომერი (დიდი ბრიტანეთი) და გენერალი ლატრ დე ტასინი (საფრანგეთი) — ვერ შეძლებდნენ გერმანიაში ჩასვლას და აღლუმში მონაწილეობა საკუთარ წარმოადგენლებს დააკისრეს.

უარის ფორმა: "…ზოგიერთი მოსაზრებით" შეგნებულად გაუგებრად გამოიყურებოდა. ალბათ, საქმე ის იყო, რომ მოკავშირეები სულ უფრო შორდებოდნენ ერთმანეთს, რადგან ისინი ერთმანეთს ადანაშაულებდნენ იალტისა და პოტსდამის შეთანხმებების დარღვევაში. მიუხედავად ამისა, 1945 წლის 7 სექტემბერს ბერლინში გამარჯვებულთა აღლუმი მაინც გაიმართა.

ეს იყო აღლუმი, რომელიც სსრკ-სა და დასავლეთში ძალიან მალე დაივიწყეს.

ყველა ახალი ამბავი
0