თბილისში გამარჯვების 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა ტარდება

გამოწერა
საქართველოს ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში თბილისში ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა ტარდება, რომელსაც "ქართველები მეორე მსოფლიო ომში" ეწოდა.

საქართველოს ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში თბილისში ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა ტარდება, რომელსაც "ქართველები მეორე მსოფლიო ომში" ეწოდა.

გამოფენაზე 250-ზე მეტი ექსპონატია წარმოდგენილი. ეს არის სხვადასხვა ჯილდოები, წერილები ფრონტიდან, მეომართა პირადი ნივთები, იარაღები, სამხედრო ტექნიკის მოდელები, რომლებიც იმ საბრძოლო მანქანებისა და გემების ზუსტი ასლებია, რომლებითაც ომის წლებში ქართველი მეომრები იბრძოდნენ.

"ჩვენ გამოფენისათვის სხვადასხვა ექსპონატები შევკრიბეთ, იმ ქართველების ხსნოვნის პატივსაცემად, 

ქერჩში მაშველები ეძებდნენ და ანადგურებდნენ მეორე მსოფლიო ომის დროინდელ რაკეტებს - Sputnik საქართველო
ქერჩში მაშველები ეძებდნენ და ანადგურებდნენ მეორე მსოფლიო ომის დროინდელ რაკეტებს

რომლებიც ომის წლებში ფეხოსანთა არმიაში, არტილერიაში, სატანკო ნაწილებში, ფლოტსა და ავიაციაში

მსახურობდნენ. წარმოდგენილ ისტორიულ რელიქვიებს შორის მოიპოვება იოსებ სტალინის პირადი

ნივთებიც", — განაცხადეს ეროვნულ მუზეუმში.

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია დიდი რაოდენობით საფრონტო სურათები, ცნობილი ქართველი ოფიცრების,

საბჭოთა კავშირის სარდლებისა და გმირების პორტრეტები. სტუმრებს ასევე შეუძლიათ მეორე მსოფლიო ომის

დროინდელი საბჭოთა ავშირის სამხედრო ფორმის საჩვენებელი ვარიანტები იხილონ. 

ყველა ახალი ამბავი
0