რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები ქერჩში დიდი სამამულო ომის დროინდელი საბრძოლო მასალების განაღმვით სამუშაოებს ასრულებენ.
ქალაქ ქერჩში ცეცხლსაშიში ნივТებიდან გასუფთავების სამუშაო 8 აგვისტოდან მიმდინარეობს. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახური განსაუთრებით სარისკო სამაშველო ოპერაციების ჩატარების ცენტრიდან სახელწოდებით "ლიდერი" შენობაში საბრძოლო მასალას ეძებს.
სპეციალისტებმა უკვე აღმოაჩინეს და გაანადგურეს 200-ზე მეტი ცეცხლსაშიში ნივთი, რომლებიც დიდი სამამულო ომიდან შემორჩა. მაშველებმა 9,5 ათასი კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორია და ქალაქის შავი ზღვის აკვატორიის მომიჯნავე ტერიტორია გამოიკვლიეს.
ყველა გუნდის შემადგენლობაში შედის 25 გამოცდილი სპეციალისტი სხვადასხვა სფეროში — პიროტექნიკოსები, კინოლოგები, მყვინთავები, მედიკოსები, რობოტექნიკოსები.
განსაკუთრებით სარისკო სამაშველო ოპერაციების ცენტრის "ლიდერი" უფროსი ოფიცრის უმცროსი პოლკოვნიკი დენის სნიტკოს თქმით, სრული გამოსაკვლევი ტერიტორია დაყოფილია უბნებად, თითოეულ მათგანზე კი პიროტექნიკოსი მუშაობს.
"მეტალოდეტექტორის დახმარებით მოწმდება თითოეული სიგნალი, ითხრება, ამოდის მეტალი, საბრძოლო მასალები თავსდება ერთ ადგილზე შემდგომი განადგრებისათვის", — განაცხადა სნიტკომ.
ქერჩში ასევე ცენტრი "ლიდერის" ოპერატიული განყოფილების რადიაციულ-ქიმიური განყოფილება მუშაობს. სპეციალისტები ქალაქის შენობებში ექსპრეს-ანალიზებს ატარებენ, სადაც ქიმიური იარაღისა და სხვა საბრძოლო მომწამვლელი ნივთიერებების საწყობი იყო.
ქერჩი — 19-ე საუკუნის საფორტიფიკაციო არქიტექტურული ძეგლი. მისი მშენებლობა 1857 წელს დაიწყო და 20 წელზე მეტხანს გრძელდებოდა. თავდაცვის გახანგრძლივების დანიშნულებით აშენებული ნაგებობას მრავალი მიწისქვეშა და მიწისზედა პუნქტი და საწყობი აქვს. დიდი სამამულო ომის დაწყებამდე ქალაქში ინახებოდა დიდი რაოდენობით რაკეტები, დიდი ბომბები, ყუმბარები და სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალები.