ეკონომიკის სამინისტრო: სოფელ ნამოხვანში პროტესტი ვერ გაგრძელდება

© Sputnik / Vladimir Umikashvili„რიონის ხეობის მცველების“ საპროტესტო აქცია
„რიონის ხეობის მცველების“ საპროტესტო აქცია  - Sputnik საქართველო, 1920, 19.06.2021
გამოწერა
ონლაინ-შეხვედრაზე განიხილებოდა სამი ძირითადი საკითხი - შემდგომი დეესკალაცია, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ „ნამახვანჰესის“ პროექტის ინსპექტირების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და დაკავებულების საკითხი

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. უახლოეს საათებში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს შესთავაზებენ რიონის ხეობაში რამდენიმე ადგილს, სადაც ისინი კარვების გაშლას შეძლებენ, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა.

ნამახვანჰესის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2021
ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია ENKA რიონის ხეობაში დეესკალაციას მიესალმება

გასულ შაბათ-კვირას მოძრაობა „რიონის ხეობის მცველების" ლიდერებმა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის მინისტრების მოადგილეებთან მოლაპარაკებები გამართეს ევროპელი მედიატორის – ევროკავშირის სამდივნოს ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორის მოადგილის და მოლაპარაკებებისა და დავების მოგვარების ცენტრის თავმჯდომარის დირკ ბუშლეს მონაწილეობით. ცხრასაათიანი შეხვედრის შედეგად მხარეებმა შეძლეს გარკვეული შეთანხმების მიღწევა.

17 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ გუმათთან უსაფრთხოების მიზნით მოწყობილი რკინის ჯებირების დემონტაჟი დაიწყო, მაგრამ ადგილზე პოლიციის ძალები კვლავ რჩებიან და აქციის მონაწილეებს ხეობაში შესვლის შესაძლებლობა კვლავ არ ეძლევათ. 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მეორე შეხვედრა, რომელიც ონლაინფორმატში 18 ივნისს გაიმართა, რამდენიმე საათს გაგრძელდა. მისი მსვლელობისას ის საკითხები განიხილეს, რომელთა მოგვარებაზეც მხარეები ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მონაწილეობით ერთი კვირის წინ, მედიაციის პირველ შეკრებაზე შეთანხმდნენ.

დავით თვალაბეიშვილმა დაასახელა სამი ძირითადი მიმართულება, რომლის შესახებ შეხვედრაზე გამახვილდა ყურადღება.

რიონის ხეობა - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2021
შსს-მ რიონის ხეობაში რკინის ჯებირების დემონტაჟი დაიწყო
„პირველი იყო დეესკალაციის თემა, რომელიც ყველაზე მწვავეა. როგორც მოგეხსენებათ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და რკინის კედელი იქნა გუმათიდან დემონტირებული. გაიხსნა გზა, თუმცა იმისთვის, რომ პროტესტის მონაწილეებმა შეძლონ ხეობაში შესვლა, გვჭირდება კიდევ დამატებითი სამუშაოები. კონკრეტულად საუბარია იმაზე, რომ მოიძებნოს ტერიტორია, სადაც მოხდება კარვის განთავსება. საუბარია პროტესტის ადგილმდებარეობაზე. შევთანხმდით, რომ ხვალისთვის მივაწვდით მეორე მხარეს რამდენიმე კონკრეტულ ლოკაციას. ითქვა ისიც, რომ ის ადგილი, სადაც ისინი ადრე იყვნენ დაბანაკებული, კერძო ტერიტორიაა და პროტესტი იქ ვერ გაგრძელდება“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგების თქმით, სანამ ხეობაში გადაადგილებას და პროტესტის ძველ ლოკაციას - სოფელ ნამოხვანში დაბრუნებას ვერ შეძლებენ, მედიაციის პროცესზე ვერ გადავლენ.

„ჩვენ მეათეხარისხოვან ადგილებზე ვერ შევალთ და დავრჩებით იმ ადგილზე, სადაც ახლა ვდგავართ. აქ მნიშვნელობა ჰქონდა უშუალოდ იმ ადგილზე დაბრუნებას. პროტესტი გრძელდება ჩვეულებრივ, კომპანიის ტრანსპორტისთვის ხელის შეშლის ჩათვლით, ვიდრე შინაარსობრივად არ წავა ჩვენი პროტესტი წინ. ანუ ბარიკადი აღებულია, თუმცა ვირტუალური ბარიკადი დევს, ჩვენ მაინც ვერ ვახერხებთ გადასვლას მეორე მხარეს“, - განაცხადა საპროტესტო აქციის ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა.

რაც შეეხება მეორე საკითხს, დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, საუბარია ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ „ნამახვანჰესის“ პროექტის ინსპექტირების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე როგორც ევროკავშირისთვის, ასევე მეორე მხარისთვის.

„სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ მოგვაწოდა ამომწურავი ინფორმაცია ამ საკითხზე. თუ არსებობს რამე კითხვები, შევთანხმდით, რომ ამ კითხვებს მივიღებთ წერილობითი ფორმით და შემდეგ გაეცემა პასუხები“, – განაცხადა თვალაბეიშვილმა.

აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2021
აუცილებელია სიტუაციის დეესკალაცია – ევროპელი მედიატორები „ნამახვანჰესთან" დაკავშირებით

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მესამე საკითხი დაკავებულ აქტივისტებს შეეხებოდა.

„აღნიშნულ საკითხზე პროკურატურამ განცხადება უკვე გააკეთა. მედიაციის შეხვედრისას დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის საკითხი დაისვა. ჩვენ შევისწავლით, რა სახის დამატებითი ინფორმაციაა საჭირო და ამასაც მომავალ კვირაში მივაწვდით მეორე მხარეს“,  – განაცხადა თვალაბეიშვილმა.

იმერეთის რეგიონში „ნამახვანჰესის" კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა პროტესტი უკვე შვიდ თვეზე მეტია გრძელდება. მთავრობა იძულებული გახდა დათმობებზე წასულიყო და რიონზე ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის მშენებლობაზე 9-დან 12 თვემდე ვადით მორატორიუმი გამოაცხადა.

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის" პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებარე კომპანიად თურქული Enka მოიწვია. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიებს დაიკავებს.

პოლიცია იცავს ჰესის სამშენებლო მოედანს - Sputnik საქართველო, 1920, 13.06.2021
პროტესტი ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ: მედიატორმა შემაჯამებელი დოკუმენტი შეადგინა

„ნამახვანჰესი" კასკადი ორი ჰესისგან შედგება: ერთი კაშხლის ფართობია 1 კვადრატული კილომეტრი, მეორე კაშხლის ფართობი - 5,1 კვადრატული კილომეტრი. „ნამახვანჰესის" კასკადმა მდინარე რიონზე უნდა დააკავშიროს ორი ჰიდროელექტროსადგური – 333 მგვტ სიმძლავრის „ქვემო ნამახვანი" და 100 მგვტ სიმძლავრის „ზემო ნამახვანი". ამავე დროს, კაშხლისა და რაბის დახმარებით მოხდება წყლის დონის რეგულირება, რათა ხეობა არ დაიტბოროს.

პროექტის განხორციელებამ საქართველოს ყოველწლიურად მოხმარებული ელექტროენერგიის 15% უნდა მოუტანოს. კასკადის მშენებლობაში 830 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0