ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია ENKA რიონის ხეობაში დეესკალაციას მიესალმება

© photo: Sputnik / Stringerნამახვანჰესის მშენებლობა
ნამახვანჰესის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2021
გამოწერა
კომპანიას იმედი აქვს, რომ მომიტინგეები არ შეზღუდავენ  რიონის ხეობაში სხვა პირების თავისუფალ გადაადგილებას.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. კონტრაქტორი კომპანია ENKA, რომელიც „ნამახვანჰესის“ კასკადის სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს, მიესალმება რიონის ხეობაში პროცესის დეესკალაციისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ასე გამოეხმაურა ENKA-ს ხელმძღვანელობა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში რკინის ბარიერების მოხსნას.

17 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ გუმათთან უსაფრთხოების მიზნით მოწყობილი რკინის ჯებირების დემონტაჟი დაიწყო, შსს-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლიციის თანამშრომლები „გუმათჰესთან“ და რიონის ხეობაში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კვლავ დარჩებიან და საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავენ.

რიონის ხეობა - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2021
შსს-მ რიონის ხეობაში რკინის ჯებირების დემონტაჟი დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრო „ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეებს მოუწოდებს, შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს.

„მნიშვნელოვანია, რომ რიონის ხეობაში, ადგილზე არ იყოს დაძაბულობის კერები და მოვლენები წარიმართოს მშვიდ ვითარებაში“, – აღნიშნავენ კომპანიაში.

ამასთან, კომპანიაში იმედოვნებენ, რომ აქტივისტები აიღებენ პასუხისმგებლობას პროტესტის მშვიდობიანად და კანონის ფარგლებში წარმართვაზე და არ შეზღუდავენ ხეობაში სხვა პირების თავისუფლად გადაადგილების უფლებას.

„მნიშვნელოვანია, მათ დაიცვან კანონი, ყველა ფუნდამენტური, მათ შორის საკუთრების უფლება“, – განაცხადეს კომპანიაში.

გასულ კვირას, ევროკავშირის სამდივნოს ენერგეტიკული ასოციაციის დირექტორის მოადგილისა და მოლაპარაკებებისა და დავების მოგვარების ცენტრის თავმჯდომარის დირკ ბუშლეს მონაწილეობით, საპროტესტო მოძრაობა "რიონის ხეობის მცველების" ლიდერებმა მოლაპარაკებები გამართეს სოფლის მეურნეობისა და  ეკონომიკის მინისტრების მოადგილეებთან. შეხვედრა ცხრა საათს გაგრძელდა. შედეგად, მონაწილეებმა შეძლეს შეთანხმების მიღწევა.

დოკუმენტის თანახმად, „რიონის ხეობის მცველები“ გააგრძელებენ მშვიდობიან პროტესტს, არ გადაკეტავენ სამშენებლო მოედანზე შესასვლელს, რის შემდეგაც პოლიცია მოხსნის ბარიერებს და მომიტინგეებისთვის უზრუნველყოფს  მთავარ გზაზე შესასვლელს. ეს  პარასკევისთვის, 18 ივნისისთვის უნდა მოხდეს.

აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2021
აუცილებელია სიტუაციის დეესკალაცია – ევროპელი მედიატორები „ნამახვანჰესთან" დაკავშირებით

იმერეთის რეგიონში „ნამახვანჰესის" კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა პროტესტი უკვე შვიდ თვეზე მეტია გრძელდება. მთავრობა იძულებული გახდა დათმობებზე წასულიყო და რიონზე ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის მშენებლობაზე 9-დან 12 თვემდე ვადით მორატორიუმი გამოაცხადა.

საქართველოს მთავრობამ "ნამახვანჰესის" პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებარე კომპანიად თურქული Enka მოიწვია. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიებს დაიკავებს.

„ნამახვანჰესი" კასკადი ორი ჰესისგან შედგება: ერთი კაშხლის ფართობია 1 კვადრატული კილომეტრი, მეორე კაშხლის ფართობი - 5,1 კვადრატული კილომეტრი. „ნამახვანჰესის" კასკადმა მდინარე რიონზე უნდა დააკავშიროს ორი ჰიდროელექტროსადგური – 333 მგვტ სიმძლავრის „ქვემო ნამახვანი" და 100 მგვტ სიმძლავრის "ზემო ნამახვანი". ამავე დროს, კაშხლისა და რაბის დახმარებით მოხდება წყლის დონის რეგულირება, რათა ხეობა არ დაიტბოროს.

პროექტის განხორციელებამ საქართველოს ყოველწლიურად მოხმარებული ელექტროენერგიის 15% უნდა მოუტანოს. კასკადის მშენებლობაში 830 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

ყველა ახალი ამბავი
0