პანსიონის საქმეზე მოწმეები იკითხებიან - რა ეტაპზეა გამოძიება

© photo: Sputnik / Stringerშსს–ს შენობა
შსს–ს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2021
გამოწერა
შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების დაკითხვას აწარმოებს. გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას საზოგადოება პერიოდულად მიიღებს, აცხადებენ უწყებაში.

თბილისი, 4 ივნისი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრო წმინდა ნინოს სახელობის ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიებას ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაწესებულების ირგვლივ ბოლო დროს სკანდალი აგორდა. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პანსიონში ბავშვებზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლის აღმაშფოთებელი ფაქტები ფიქსირდება და აღმზრდელები სხვადასხვა დამსჯელობით მეთოდებს მიმართავენ, მაგალითად, ბავშვებს აიძულებენ მუხლებით იხოხონ, არ აძლევენ საკვებს და სხვ.

ნინოწმინდის პანსიონს არასრულწლოვნები ტოვებენ - საქმეში ბავშვთა ზრუნვის სამსახური ჩაერთო - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2021
ნინოწმინდის პანსიონს არასრულწლოვნები ტოვებენ – საქმეში ბავშვთა ზრუნვის სამსახური ჩაერთო

წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია.

უწყების ცნობით, მიმდინარეობს საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების გამოკითხვები, ასევე საპროცესო ღონისძიებებში არასრულწლოვანთა მონაწილეობა ხდება კანონმდებლობის დაცვითა და ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

სამინისტრო პანსიონის თემით დაინტერესებულ ყველა მედიასაშუალებას მიმართავს, თუ ვინმეს გააჩნია გამოძიებისთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაცია, ითანამშრომლონ გამოძიებასთან და მიაწოდონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია, რათა გამოძიება სწრაფად და ოპერატიულად წარიმართოს.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს შესაძლოა ლიცენზია შეუჩერდეს>>

გამოძიების პროცესში ჩართული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის და მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები. ამასთან, უკვე გამოიკითხა რამდენიმე არასრულწლოვანი. შსს აქტიურად თანამშრომლობს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან.

დავით სერგეენკო - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2021
სერგეენკო: ნინოწმინდის პანსიონში ვითარება აქამდე არ უნდა მისულიყო

უწყებაში აცხადებენ, რომ მიმდინარე გამოძიების შესახებ, საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოება პერიოდულად მიიღებს ინფორმაციას.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესაძლო ძალადობის ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება გუშინ დაიწყო.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსულის მიმართ, ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ, არაერთგზის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება).

ყველა ახალი ამბავი
0