სერგეენკო: ნინოწმინდის პანსიონში ვითარება აქამდე არ უნდა მისულიყო
„ბავშვზე ზრუნვის საერთაშორისო და ადგილობრივი წესები, მათ შორის მონიტორინგის შესაძლებლობა, უპირობოდ ყველგან უნდა იყოს დაცული. არ აქვს მნიშვნელობა საეკლესიო დაწესებულებაა, სასულიერო თუ საერო. საბედნიეროდ უკვე ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალისტების დიდი ჯგუფი მონიტორინგს ახორციელებს. ჩემი აზრით, ეს ვითარება აქამდე არ უნდა მისულიყო“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
ბოლო დღეებში მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პანსიონში ბავშვებზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლის აღმაშფოთებელი ფაქტები ფიქსირდება და აღმზრდელები სხვადასხვა დამსჯელობით მეთოდებს მიმართავენ.