ნინოწმინდის პანსიონს არასრულწლოვნები ტოვებენ – საქმეში ბავშვთა ზრუნვის სამსახური ჩაერთო

© photo: Sputnik / Konstantin Chalabov / გადასვლა მედიაბანკშინინოწმინდის პანსიონს არასრულწლოვნები ტოვებენ - საქმეში ბავშვთა ზრუნვის სამსახური ჩაერთო
ნინოწმინდის პანსიონს არასრულწლოვნები ტოვებენ - საქმეში ბავშვთა ზრუნვის სამსახური ჩაერთო - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2021
გამოწერა
სააგენტომ არასრულწლოვნების სხვა ზრუნვის ფორმაში გადაყვანა უკვე უზრუნველყო. პანსიონის დატოვების სურვილი კიდევ რამდენიმე ბავშვს აქვს.

თბილისი, 4 ივნისი - Sputnik. ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის დატოვების სურვილი ექვსმა არასრულწლოვანმა გამოთქვა, ინფორმაციას სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ავრცელებს.

დაწესებულების ირგვლივ ბოლო დროს სკანდალი აგორდა. მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პანსიონში ბავშვებზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლის აღმაშფოთებელი ფაქტები ფიქსირდება და აღმზრდელები სხვადასხვა სადამსჯელო მეთოდებს მიმართავენ, მაგალითად, ბავშვებს აიძულებენ მუხლებზე იდგნენ, არ აძლევენ საკვებს და სხვ.

თბილისის პანსიონი - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2021
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს შესაძლოა ლიცენზია შეუჩერდეს

წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია.

სააგენტოში აცხადებენ, რომ რამდენიმე არასრულწლოვანმა დაწესებულების დატოვების სურვილი გამოთქვა მას შემდეგ, რაც ბავშვთა ზრუნვის სამსახურს მიეცა შესაძლებლობა შესულიყო ნინოწმინდის პანსიონში თავისი საქმიანობის გასახორციელებლად. მანამდე ვითარებაზე კონტროლი ქვეყნის სახალხო დამცველმა აიღო თავის თავზე, მაგრამ, ნინო ლომჯარიას განცხადებით, მისი აპარატის თანამშრომლებს ბავშვთა მდგომარეობის მონიტორინგისთვის პანსიონში შესვლის უფლება არ მისცეს.

„არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სააგენტომ მოახდინა შესაბამისი რეაგირება და უკვე უზრუნველყო მათი სხვა ზრუნვის ფორმაში გადაყვანა. ამჟამად გრძელდება ინტენსიური მუშაობა, იდენტიფიცირებულია კიდევ ათამდე ბავშვი, რომელთა გადაყვანაზეც მიმდინარეობს მუშაობა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სააგენტოს ცნობით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ამჟამად სოციალური მუშაკები და სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებიან, საქმეში ასევე ჩაერთვნენ სააგენტოს ფსიქოლოგებიც.

სააგენტოს მიმართვისა და სახალხო დამცველის აპარატიდან შესული წერილის საფუძველზე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესაძლო ძალადობის ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ გამოძიება დაიწყო. ხოლო ამ პანსიონთან დაკავშირებით 2016 წლიდან გამოძიება კიდევ ოთხი სისხლის სამართლის საქმეზე დღემდე მიმდინარეობს.

პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2021
რა ხდება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში: საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს

სახალხო დამცველის განცხადებით, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ოთხიდან ერთ-ერთი გამოძიება არასრულწლოვნის შესაძლო გაუპატიურებას ეხება, დანარჩენი სამი – ბავშვების მიმართ შესაძლო ძალადობას.

ბოლო დღეებში საქართველოში გაიმართა რამდენიმე აქცია, სადაც შსს-სა და პროკურატურას მოუწოდეს, ნინოწმინდის პანსიონში არსებული სიტუაცია კვალიფიციურად გამოიძიონ.

აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-მ გაავრცელა საგანგებო განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ, მიუხედავად საკმარისი მტკიცებულებების არარსებობისა, პანსიონთან დაკავშირებით სამინისტრო თითოეულ სისხლის სამართლის საქმეზე მუდმივ რეჟიმში განაგრძობს საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას, რათა სრულყოფილად და ობიექტურად იქნეს გამოძიებული დანაშაულის ყველა შესაძლო ჩადენის ფაქტი.

ყველა ახალი ამბავი
0