ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს შესაძლოა ლიცენზია შეუჩერდეს

© Sputnik / Natia Kvartskhavaთბილისის პანსიონი
თბილისის პანსიონი - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2021
გამოწერა
დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში დაწესებულებას პრობლემის მოსაგვარებლად კონკრეტული ვადა მიეცემა. რეგულირების სააგენტო ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შემოწმებაზე ერთხელ უკვე იყო.

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სალიცენზიო პირობებს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო სწავლობს.

პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2021
რა ხდება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში: საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს

დაწესებულების ირგვლივ ბოლო დროს სკანდალი აგორდა. მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პანსიონში ბავშვებზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლის აღმაშფოთებელი ფაქტები ფიქსირდება და აღმზრდელები სხვადასხვა სადამსჯელო მეთოდებს მიმართავენ.

სააგენტოს მიერ დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შედგება, სააღმზრდელო დაწესებულებას კი დარღვევის გამოსასწორებლად კონკრეტული ვადა მიეცემა. იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე გაფრთხილების მიუხედავად პრობლემა არ მოგვარდა, შესაძლოა პანსიონს ლიცენზია გაუუქმდეს.

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო შემოწმების მიზნით აღნიშნულ პანსიონში 2018 წელს იყო. მაშინ გამოვლენილი დარღვევები ადმინისტრაციამ გამოასწორა, რომლებიც ერთ ოთახში მყოფი ბავშვების გადაჭარბებულ რაოდენობას, აგარაკზე არგაყვანასა და სამკომპონენტიანი სადილის არქონას ეხებოდა.

საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2021
ბავშვზე ძალადობა: თბილისის №128 საბავშვო ბაღის აღმზრდელი გაათავისუფლეს

გუშინ პროკურატურის წინ პანსიონში შესაძლო ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით საპროტესტო აქციაც გაიმართა. აქციის მონაწილეები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესვლაზე სახალხო დამცველისთვის უარის თქმასაც აპროტესტებდნენ. მოგვიანებით მომიტინგეებმა შენობაში შესვლა სცადეს და შენობის დაცვასთან შეტაკებების შემდეგ პოლიციამ ცხრა ადამიანი დააკავა.

აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-მ გუშინ გაავრცელა საგანგებო განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება ოთხი სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს.

წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია.

ყველა ახალი ამბავი
0