თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. თბილისის №128 საბავშვო ბაღის აღმზრდელმა სამ წლამდე ბავშვზე იძალადა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ბაღის ადმინისტრაციამ აღმზრდელი სამსახურიდან უკვე გაათავისუფლა, პოლიციამ კი სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღო.
გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც სავარაუდო ძალადობის შესახებ ინფორმაცია ბავშვის მშობელმა გაავრცელა.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით არასრუწლოვანზე ძალადობას გულისხმობს.