https://sputnik-georgia.com/20210510/miwis-moijareebisTvis-axali-SeRavaTebi-wesdeba-251691275.html
საქართველოს მთავრობა მიწის მოიჯარეებისთვის ახალ შეღავათებს აწესებს
საქართველოს მთავრობა მიწის მოიჯარეებისთვის ახალ შეღავათებს აწესებს
Sputnik საქართველო
მოიჯარეები, რომლებიც გარკვეულ სასოფლო–სამეურნეო მიწებს წლობით ამუშავებენ, მათ შესყიდვას 25-პროცენტიანი ფასდაკლებით შეძლებენ. 10.05.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-05-10T14:43+0400
2021-05-10T14:43+0400
2021-10-19T17:56+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/05/249366055_0:75:2048:1227_1920x0_80_0_0_3443dcdc59c2f35a1e363f70c87c00f1.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/05/249366055_38:0:1858:1365_1920x0_80_0_0_962a76e7254aa2294e50a755c0c10ccd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველოს მთავრობა , საქართველო
ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველოს მთავრობა , საქართველო
საქართველოს მთავრობა მიწის მოიჯარეებისთვის ახალ შეღავათებს აწესებს
14:43 10.05.2021 (განახლებულია: 17:56 19.10.2021) მოიჯარეები, რომლებიც გარკვეულ სასოფლო–სამეურნეო მიწებს წლობით ამუშავებენ, მათ შესყიდვას 25-პროცენტიანი ფასდაკლებით შეძლებენ.
თბილისი, 10 მაისი – Sputnik. საქართველოს მთავრობა მიწის მოიჯარეებს ახალ შეღავათებს სთავაზობს.
შვეიცარია საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის წლიურად 10 მლნ დოლარს გამოუყოფს>>
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, საუბარია 25%-იან ფასდაკლებაზე მიწის ნაკვეთის შესყიდვისას.
„იმისთვის, რომ გავზარდოთ სასოფლო-სამეურნეო მიწის ხელმისაწვდომობა და საშუალება მივცეთ მოიჯარეებს, უფრო ეფექტურად გამოიყენონ თავისი უფლება, პირდაპირი წესით შეიძინონ ეს მიწები, ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ ამიერიდან შესაძლებელი იქნება ამის გაკეთება 25-პროცენტიანი ფასდაკლებით“, – განაცხადა თურნავამ.
მან აღნიშნა, რომ ასეთი დაახლოებით 2 ათასი მოიჯარეა და საუბარია ჯამში საკმაოდ დიდ ფართობზე.
მინისტრის განცხადებით, ადამიანები ამ მიწებს წლების განმავლობაში ამუშავებენ, ამიტომ მთავრობამ გადაწყვიტა, ეს მიწები მათთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.
ახალი შეღავათები კერძო ინვესტიციების მოზიდვისკენ არის მიმართული.
როგორც თურნავამ აღნიშნა, განკარგულება შეღავათების ამოქმედების შესახებ დღესვე იქნება ხელმოწერილი და მაშინვე ამოქმედდება.
მინისტრის თქმით, მთავრობის ამოცანაა დაუმუშავებელი მიწის ფართობების მინიმუმამდე დაყვანა და მოქალაქეების დასაქმების ხელშეწყობა.