10:27 20 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1351
  • 100 RUB4.5112
  • USD3.4359
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
62 0 0

ახალი პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მეცხოველეობის სექტორის განვითარების მხარდაჭერა და ბიოწარმოების განვითარება გარემოსდაცვითი მიმართულებით.

თბილისი, 31 მარტი – Sputnik. შვეიცარიის მთავრობის ხელშეწყობით საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში ახალი პროგრამა განხორციელდება, ნათქვამია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.

რეგიონული თანამშრომლობის ახალი პროგრამის შესახებ საქართველოში შვეიცარიის ელჩმა პატრიკ ფრანცენმა სოფლის მეურნეობის მინისტრთან ლევან დავითაშვილთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. დიპლომატის თქმით, პროგრამა შვეიცარიის მთავრობის მიერ 2021 წლის ივლისში დამტკიცდება. პროგრამის განხორციელება 2022-2025 წლებშია დაგეგმილი და მისი წლიური ბიუჯეტი 10 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

ახალი პროგრამა ითვალისწინებს სოფლად ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას და, შესაბამისად, სოფლის მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას. ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო სასწავლო პროგრამებში.

ახალი პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მეცხოველეობის სექტორის განვითარების მხარდაჭერა, ბიოწარმოების განვითარება გარემოსდაცვითი მიმართულებით. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდება სატყეო სექტორის რეფორმის მხარდაჭერაზე, ასევე თანამშრომლობაზე კლიმატის ცვლილების კუთხით.

თავის მხრივ, შეხვედრაზე დავითაშვილმა ისაუბრა ქვეყნებს შორის მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. მხარეებმა განიხილეს შემდგომი თანამშრომლობის საკითხები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისს შორის.

საქართველომ და შვეიცარიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივნისში დაამყარეს. მას შემდეგ ქვეყნები თანამშრომლობენ ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში.

2018 წლიდან ქვეყნებმა გააფორმეს ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. საქართველოსა და შვეიცარიას შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2020 წელს 168,7 მლნ დოლარი შეადგინა, მათ შორის საქართველოდან განხორციელებულმა ექსპორტმა – 106,8 მლნ, იმპორტმა – 61,9 მლნ დოლარი.

მთავარი თემები