ირინა ალქსნისი
ესტონეთში უფლებადამცველი, პუბლიცისტი, სააგენტო Baltnews–ის ავტორი სერგეი სერედენკო დააპატიმრეს ანტისახელმწიფოებრივი მოღვაწეობის ბრალდებით, ხოლო ლატვიის გენერალურმა პროკურატურამ უარი განაცხადა სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტაზე ჟურნალისტ ალა ბერეზოვსკაიას მიმართ, რომელიც Baltnews–თან და Sputnik ლატვიასთან თანამშრომლობს (ეს ორივე მედიაჯგუფ Россия сегодня–ში შედის) და რომელიც ევროკავშირის სასანქციო რეჟიმის დარღვევაშია ბრალდებული.
გაუგებარია, რანაირად მოქმედებდა გიმნაზიის მეეზოვე სერედენკო (რომელიც სპეციალობის მიხედვით სამსახურს ვერ შოულობდა და მხოლოდ პუბლიცისტურ წერილებს წერდა) „უცხოეთის სახელმწიფოს დავალებით ესტონეთის წინააღმდეგ“, ბრალდების მხარის პოზიცია ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
სამაგიროდ ლატვიის პროკურატურამ დააზუსტა, რაში ხედავს ის ბერეზოვსკაიასა და მისი კოლეგების დანაშაულის არსს. საქმე პესონალურ სანქციებშია, რომლებიც ევროკავშირმა Россия сегодня–ს გენერალურ დირექტორ დმიტრი კისელიოვს დაუწესა. პერსონალური სანქცია კი შავი სიის ფიგურანტის შესაბამის სახელმწიფოში შესვლას კრძალავს და ასევე იქ არსებულ აქტივებს ყინავს — თუკი ასეთი არსებობს.
რესტრიქციის პერსონალურ ხასიათს დასახელებაშივე ესმება ხაზი. ევროკავშირის სანქციების შესახებ რეგლამენტი კი „სანქცირებული პირების ყველა სახის სახსრებითა და სამეურნეო რესურსებით პირდაპირ თუ ირიბ უზრუნველყოფას კრძალავს“.
ამასთან Россия сегодня სახელმწიფო ორგანიზაციაა და არა კერძო. დმიტრი კუსელიოვი არ გახლავთ მისი მფლობელი, ის დაქირავებული თანამშრომელია. ასე რომ არც მედიაჯგუფი და არც მისი ქვედანაყოფები არანაირი სახით არ ფიგურირებს დასავლურ სასანქციო სიებში.
სტატიებს, რომლებსაც ბერეზოვსკაია და მისი კოლეგები წერდნენ Baltnews–ისა და Sputnik ლატვიისთვის, ადგილობრივი სამართალდამცველები სანქცირებული პირის სამეურნეო რესურსებით უზრუნველყოფად აფასებენ. ადვოკატის განცხადება, რომ ჟურნალისტური ტექსტები უბრალოდ არ შეესაბამება „სამეურნეო რესურსების“ პარამეტრებს, პროკურატურამ არ გაითვალისწინა.
ცალკე საკითხია, ვალდებული იყვნენ თუ არა ჟურნალისტები, ცოდნოდათ იმ სანქციების შესახებ, რომლებიც მსხვილი მედიასტრუქტურის ხელმძღვანელს ჰქონდა დაწესებული, როცა თავად ისინი შვილობილ მედიასაშუალებებში მუშაობდნენ.
იურიდიული ხრიკების მიღმა კი ვითარება ბევრად მარტივად და გასაგებად გამოიყურება: რუსული გამოცემებისა და რუსულენოვანი ჟურნალისტების დევნას ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში წმიდა პოლიტიკური სარჩული აქვს. ის მიმართულია იმ ძალების წინააღმდეგ ბრძოლისკენ, რომლებსაც ამ ქვეყნების ხელისუფლებები ეროვნული უსაფრთხოებისთვის მუქარად აღიქვამენ.
მაგრამ ის, რომ ასეთებად მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და მათი თანამშრომლები გამოდიან, რაღა თქმა უნდა, ბევრს მეტყველებს მოცემულ სახელმწიფოებში არსებულ მდგომარეობაზე. ამასთან არასამართლიანია, მხოლოდ ბალტიისპირული ხელისუფლებების მხილება. ბოლოს და ბოლოს, მათი საქმიანობა სრულად ჯდება დასავლეთის ყველაზე მოდურ და აქტუალურ ტენდენციებში. განსხვავებული აზრის მქონეთა გლობალური მედიწმენდა იქ — განსაკუთრებით კი უკეანის გაღმა — ჩვეულ ტრენდად იქცა, ხოლო სიტყვის თავისუფლების ტრადიციები დავიწყებას მიეცა.
განსხვავება მხოლოდ დეტალებშია. ბალტიისპირეთისთვის — გეოგრაფიიდან, ისტორიიდან და საზოგადოებრივი ფაქტორებიდან გამომდინარე,პირველ ადგილზე „რუსული საფრთხე“ დგას. შტატები და დასავლეთ ევროპა კი უფრო საკუთარ „რეაქციონერებთან“ ბრძოლაზე არიან კონცენტრირებული. თუმცა კრემლის მედიასაცეცებს არც იქ ივიწყებენ.
აქ უფრო სხვა რამეა საინტერესო: ბალტიისპირელ მეზობლებს არჩეულ გზაზე წარმატების უფრო კარგი შანსები აქვთ, ვიდრე დასავლური სამყაროს ლიდერებს.
ბოლო წლებში დასავლეთმა არაერთი მაგალითი აჩვენა იმისა, რომ არახელსაყრელი ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებებისთვის პირის აკვრა შეიძლება. უფრო მეტიც, სოციალურ მედიშიც კი სრულიად შესაძლებელი აღმოჩნდა ერთსულოვნების მაღალი დონის მიღწევა. ტრამპისტების ამასწინანდელი წმენდა სოციალურ ქსელებში და კონსერვატიული პლატფორმებისთვის ჟანგბადის გადაკეტვამ მძაფრი შთაბეჭდილება მოახდინა თავისი ეფექტურობით.
თუმცა პრობლემას ეს კარდინალურად მაინც ვერ წყვეტს. არახელსაყრელი და „არასწორი“ მოსაზრებების სრულად დათრგუნვა და ჩახშობა არავის გამოუვა, თუ ამის უკან საზოგადოების დიდი ნაწილი დგას, მილიონობით ადამიანი. ისინი მონახავენ გზებს საიმისოდ რომ ხმამაღლა ამცნონ ყველას თავიანთი არსებობა და მოსმენა აიძულონ მათ.
და სწორედ აქ ბალტიისპირეთის სახელმწიფოებს დიდი უპირატესობა აქვთ. მაგალითად ის, რომ იქიდან არა მარტო რუსულენოვანი, არამედ მკვიდრი მოსახლეობაც გაედინება. ხოლო როცა ქვეყნიდან უკეთესი ცხოვრების საძებნელად უწყეტ ნაკადად გადის მოქალაქეთა ყველაზე ქმედითი და პროდუქტიული ნაწილი, სახელმწიფოს ფუნქციონირება ბევრ საკითხში უფრო მარტივი ხდება.
ხელისუფლების არანაირი გადაწყვეტილება არ იწვევს საზოგადოებრივ დაძაბულობას. უფლებებისთვის აღარავინ იბრძვის და აღარც შერისხულ ჟურნალისტებს იცავს ვინმე.
ბიუროკრატიული აპარატისთვის ცხოვრება სასიამოვნო და კომფორტული ხდება. ის ფაქტი, რომ სოციალურ–ეკონომიკურ სფეროში ქვეყნისთვის სხვადასხვა უკიდურესად არასასიკეთო პროცესები ვითარდება, ეს წვრილმანია. როგორც მეზობლების გამოცდილება აჩვენებს, სახელმწიფო აპარატის კეთილდღეობასა და „ნამდვილი სრულფასოვანი სახელმწიფოს“ სახის შენარჩუნებაზე ეს არანაირად არ აისახება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!