ჟურნალისტების უხეში დევნა: სერგეი ლავროვმა „Sputnik–ლატვიას“ ჟურნალისტების საქმეზე ისაუბრა

© photo: courtesy of Press service of the Russian Foreign Ministry / გადასვლა მედიაბანკშისერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა აამოქმედოს საერთაშორისო მექანიზმები რუსულენოვანი ჟურნალისტების დასაცავად, მიაჩნია სერგეი ლავროვს.

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. მოსკოვი განაგრძობს მოქმედებებს საერთაშორისო სტრუქტურებისგან კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად ლატვიაში Sputnik-ისა Baltnews-ის ჟურნალისტების შევიწროებასთან დაკავშირებით, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე.

RT-ს ლოგოტიპი - Sputnik საქართველო
RT საინფორმაციო კამპანიას იწყებს ლატვიაში დაკავებული ჟურნალისტების მხარდასაჭერად

დიპლომატის თქმით, რუსეთის ხელისუფლებამ უბრალოდ სადღაც კი არ უნდა მოახდინოს იმის დეკლარირება, რომ მსგავსი უხეში დარღვევები მიუღებელია, არამედ აუცილებლად უნდა აამოქმედოს საერთაშორისო მექანიზმები.

„ჩვენ წარდგენა გავაკეთეთ გაეროშიც, ეუთოშიც და ევროპის საბჭოშიც და ამგვარ მუშაობას განვაგრძობთ... როცა ჩვენ ხელთ გვაქვს უდავო ფაქტები მასმედიის თავისუფლების დარღვევების შესახებ, თანაც სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მუქარით, ის მექანიზმები, რომლებიც გაეროს უფლებადაცვით ფორმატებში არსებობს... ვერ გაამართლებს იმას, რასაც თქვენ მიმართ სჩადიან“, — უთხრა ლავროვმა პრესკონფერენციაზე ლატვიელ ჟურნალისტს.

როგორც მანამდე გახდა ცნობილი, შვიდი რუსულენოვანი ლატვიელი ჟურნალისტი, მათ შორის Baltnews-ისა და „Sputnik–ლატვიას“ თანამშრომლები, 2020 წლის დეკემბერში დააკავეს. მათ ევროკავშირის სანქციების რეჟიმის დარღვევაში დასდეს ბრალი. ჟურნალისტების საცხოვრებელ სახლებში ჩატარდა ჩხრეკა, რის შემდეგაც მათ გაუთქმელობისა და ქვეყნიდან გაუსვლელობის შესახებ ხელწერილები ჩამოართვეს.

რუსულენოვანი ჟურნალისტების მხარდამჭერი პიკეტი რიგაში - Sputnik საქართველო
ლატვიელი პუბლიცისტი ხელისუფლებას რუსეთთან კონტაქტების კრიმინალიზაციაში სდებს ბრალს

აღსანიშნავია, რომ ლატვიის სისხლის სამართლის კოდექსის 84-ე მუხლი ითვალისწინებს სასჯელს „გაეროს, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაწესებული სანქციების რეჟიმის დარღვევისთვის“. თუმცა ევროკავშირის სანქციები პერსონალური ხასიათისაა და ის მხოლოდ Россия сегодня-ს გენერალური დირექტორის დმიტრი კისელიოვის წინააღმდეგ არის შემოღებული. მიუხედავად იმისა, რომ „Sputnik–ლატვია“ და Baltnews მედიაჯგუფ Россия сегодня-სთან არიან კავშირში, ის ჟურნალისტები, რომლებიც ამ მედიასაშუალებებისთვის წერენ, არიან არა მისი თანამშრომლები, არამედ შტატგარეშე ავტორები. შესაბამისად, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, სანქციები არ შეიძლება ვრცელდებოდეს ყველაზე, ვინც მედიაჰოლდინგთან თანამშრომლობს.

„ხელისუფლებას სურს, ხალხს ეშინოდეს“: რა განაცხადა ლატვიაში დაკავებულმა ლინდერმანმა>>

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლატვიის ხელისუფლების მოქმედებებს რუსულენოვანი ჟურნალისტების მიმართ სადამსჯელო აქცია უწოდა, ხოლო Россия сегодня-ს მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი იმედოვნებს, რომ რუსეთი უპასუხებს რუსულენოვანი ჟურნალისტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0