ლატვიელი პუბლიცისტი ხელისუფლებას რუსეთთან კონტაქტების კრიმინალიზაციაში სდებს ბრალს

© photo: Sputnikრუსულენოვანი ჟურნალისტების მხარდამჭერი პიკეტი რიგაში
რუსულენოვანი ჟურნალისტების მხარდამჭერი პიკეტი რიგაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლატვიაში მოღვაწე რუსულენოვანი პუბლიცისტი ქვეყნის ხელისუფლების ქმედებას Baltnews-ისა და „Sputnik–ლატვიას“ თანამშრომლების წინააღმდეგ კრიმინალიზაციის მცდელობად აფასებს.

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. ლატვიის ხელისუფლება ცდილობს მოახდინოს რუსეთთან ნებისმიერი კავშირის კრიმინალიზაცია, მათ შორის, ჟურნალისტების ნებისმიერი პროფესიული კონტაქტებისაც, განაცხადა ლატვიელმა პუბლიცისტმა ვლადიმირ ლინდერმანმა, რომელიც „Sputnik–ლატვიასა“ და Baltnews-სთვის წერს.

„ლატვიის ხელისუფლება ცდილობს მოახდინოს რუსეთთან ნებისმიერი კონტაქტის კრიმინალიზაცია, რათა ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ, რომელსაც რუსეთთან პროფესიული კონტაქტები აქვს, ნებისმიერ მომენტში აღიძრას სისხლის სამართლის საქმე“, — განაცხადა ლინდერმანმა RT-სთან ინტერვიუში.

პუბლიცისტის თქმით, 3 დეკემბერს მის ბინაში ოთხსაათიანი ჩხრეკა ჩატარდა, რა დროსაც ლატვიელი სამართალდამცველები ლიბერმანის Россией сегодня-სთან თანამშრომლობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას ეძებდნენ და ამოიღეს კიდეც.

„ცხადია, დაშინების მიზანია – ჩამოაშორონ Россия сегодня-ს აქ კორესპონდენტები, რომ ადამიანებს ეშინოდეთ რუსულ გამოცემებთან თანამშრომლობისა და რომ რუსული მედიასაშუალებების გავლენა შესუსტდეს“, — მიაჩნია ჟურნალისტს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
რუსეთი ბალტიისპირეთის ქვეყნებში Sputnik-ის წინააღმდეგ ქმედებებს აფასებს

ლინდერმანის აზრით, ის, თავისი სამუშაო მდგომარეობით, ანუ გამოცემისთვის საკუთარი ნამუშევრების — სტატიების გაგზავნით არ არღვევს სანქციების რეჟიმს, რომელიც მხოლოდ Россия сегодня-ს გენერალური დირექტორის დმიტრი კისელიოვის წინააღმდეგაა დაწესებული. თუმცა, მისი თქმით, ლატვიის ხელისუფლებას „იმედი აქვს, რომ შეძლებენ ევროპული ნორმების გაშლას“.

როგორც მანამდე გახდა ცნობილი, რუსულენოვან ლატვიელ ჟურნალისტებს, მათ შორის Baltnews-ისა და „Sputnik–ლატვიას“ თანამშრომლებს, ბრალი წაუყენეს ევროკავშირის სანქციების რეჟიმის დარღვევის მუხლით. მათთან ჩატარდა ჩხრეკები და ჩამოერთვათ ხელწერილები ქვეყნიდან გაუსვლელობის შესახებ. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს სასჯელს ფულადი ჯარიმიდან პატიმრობამდე. „Sputnik–ლატვია“ და Baltnews მედიაჯგუფ Россия сегодня-სთან არიან კავშირში, თუმცა ის ჟურნალისტები, რომლებიც ამ მედიასაშუალებებისთვის წერენ, არიან არა მისი თანამშრომლები, არამედ შტატგარეშე ავტორები.

რუსეთის საგარეო სამინისტრომ ლატვიის ხელისუფლების მოქმედებებს რუსულენოვანი ჟურნალისტების მიმართ სადამსჯელო აქცია უწოდა. უწყებაში აღნიშნეს, რომ სანქციებს პერსონალური ხასიათი აქვს და კონკრეტულად Россия сегодня-ს გენერალურ დირექტორს დმიტრი კისელიოვს ეხება და არ შეიძლება ვრცელდებოდეს ყველაზე, ვინც მედიჰოლდინგთან თანამშრომლობს. Россия сегодня-ს მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი იმედოვნებს, რომ რუსეთი უპასუხებს რუსულენოვანი ჟურნალისტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0