ვაშლიჯვარში არსებულ მეწყრულ ზონაში მონიტორინგის სპეციალური სისტემა დამონტაჟდება

© photo: Sputnikმეწყრული ზონა თბილისში
მეწყრული ზონა თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2021
გამოწერა
თბილისის მერიაში და გარემოს ეროვნულ სააგენტოში უარყოფენ ინფორმაციას, თითქოს ვაშლიჯვრის და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ფერდობებზე ახალი ნაპრალები გაჩნდა.

თბილისი, 23 მარტი - Sputnik. ვაშლიჯვარში, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ არსებულ მეწყრულ ზონაში, დამატებითი უსაფრთხოების მიზნით, მონიტორინგის სპეციალური სისტემა დამონტაჟდება, პარალელურად გაგრძლდება კვლევის პროცესიც, განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მეწყრული პროცესები საბურთალოს რაიონში - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2021
მეწყრული პროცესების შესასწავლად საქართველოში გერმანელი სპეციალისტები ჩამოვიდნენ

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესი გააქტიურდა – ფერდობზე აშკარაა დიდი ზომისა და სიღრმის ბზარები. სპეციალისტების განცხადებით, ნუცუბიძე–ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზაზე იგივე საფრთხეებია, რაც ვერეს ხეობაში იყო. თბილისის მერმა კახა კალაძემ კი აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მეწყრული პროცესი წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და ის არ უკავშირდება მაჭავარიანის ქუჩის ქვემოთ მიმდინარე ახალი გზის მოწყობის სამუშაოებს.

ბენდელიანის განცხადებით, გუშინ მერიაში გაიმართა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ არსებული მეწყრული პროცესები განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები სხვადასხვა უწყებიდან, ასევე, გერმანელი ინჟინერ-გეოლოგები.

„მიუხედავად იმისა, რომ მეწყრული პროცესის გააქტიურების დღიდან უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა მონიტორინგი, სამუშაო ჯგუფის გუშინდელ შეხვედრაზე მივიღეთ გადაწვეტილება, მოხდეს სპეციალური სისტემების მონტაჟი, რაც კიდევ უფრო მეტი მონიტორინგის საშუალებას მოგვცემს“, - განაცხადა მერის მოადგილემ.

ირაკლი ბენდელიანის ინფორმაციით,  სამუშაო ჯგუფის კვლევის პირველადი მონაცემები დაახლოებით კვირის ბოლოსკენ იქნება.

კახა კალაძე მაჭავარიანის ქუჩაზე - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
კალაძე მეწყრულ პროცესზე თბილისში: სიტუაციას ვაკონტროლებთ

„ის შეზღუდვები, რომელიც გვქონდა მიმდებარე არეალზე, კვლავ ძალაში რჩება. მინდა, მოვუწოდო ყველას, დაიცვან ეს წესები“, – აღნიშნა ბენდელიანმა.

გუშინ საქართველოში ვაშლიჯვრის ფერდობზე გააქტიურებული მეწყრული პროცესების შესასწავლად გერმანელი გეოინჟინრები  ჩამოვიდნენ. ისინი პროექტირებისა და მოდელირების შემდეგ ადგილობრივ თვითმმართველობასთან და ქართველ სპეციალისტებთან ერთად გადაწყვეტენ, როგორ გადაჭრან პრობლემა.

ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე, სადაც რამდენიმე დღის წინ მეწყრული პროცესები გააქტიურდა, 24-საათიანი მონიტორინგი მიმდინარეობს. გეოლოგები სპეციალური აღჭურვილობით მუდმივ რეჟიმში აკვირდებიან ბუნებრივ პროცესებს. უსაფრთხოების მიზნით გადაკეტილია საავტომობილო და საფეხმავლო გზა.

ანა დოლიძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2021
თბილისს მეწყერი ემუქრება: ანა დოლიძემ საკრებულოს თავმჯდომარეს ოფიციალური წერილით მიმართა

15 მარტს თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომ გასული წლების განმავლობაში მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო მეწყრული პროცესები გააქტიურდა და, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, 16 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა.

თბილისის მერია ვაკე-საბურთალოს რაიონში გასული წლის გაზაფხულიდან მოყოლებული მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას ახორციელებს.

იგეგმება თუ არა მოსახლეობის ევაკუაცია მეწყრული ზონიდან: მერიის განმარტება>>

პროექტის თანახმად, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიიდან ჩამოსასვლელი გზა სუპერმარკეტ „აგროჰაბსა" და „მათე მოტორსის" ყოფილ შენობას შორის გაივლის და მარშალ გელოვანის გამზირს დაუკავშირდება. ბეტონის ახალი გზა ოთხზოლიანი იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0