თბილისს მეწყერი ემუქრება: ანა დოლიძემ საკრებულოს თავმჯდომარეს ოფიციალური წერილით მიმართა

© Sputnik / Alexander Imedashviliანა დოლიძე
ანა დოლიძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2021
გამოწერა
მოძრაობის „ხალხისთვის“ ლიდერი მოუწოდებს თბილისის საკრებულოს, დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა თავიდან იქნას აცილებული მეწყრული პროცესების გააქტიურება.

თბილისი, 19 მარტი – Sputnik. მოძრაობის „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესების გააქტიურებასთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ტყემალაძეს ოფიციალური განცხადებით მიმართა, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი.

კახა კალაძე მაჭავარიანის ქუჩაზე - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
კალაძე მეწყრულ პროცესზე თბილისში: სიტუაციას ვაკონტროლებთ

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესი გააქტიურდა – ფერდობზე აშკარაა დიდი ზომისა და სიღრმის ბზარები. სპეციალისტების განცხადებით, ნუცუბიძე–ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზაზე იგივე საფრთხეებია, რაც ვერეს ხეობაში იყო. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტის დირექტორის თეა გოდოლაძის განცხადებით, დაძრულია დაახლოებით ნახევარი მილიონი კუბური მეტრის მოცულობის მიწის მასა.

„საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, ვალდებული ხართ საზოგადოებას აცნობოთ, შესწავლილია თუ არა ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობი და რა ინფორმაციას ფლობთ წარმოქმნილ მეწყერთან დაკავშირებით“, – ნათქვამია ანა დოლიძის მიმართვაში.

დოლიძე მიმართავს საკრებულოს თავმჯდომარეს – უახლოეს მომავალში მოიწვიოს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისია, რომელსაც ევალება დედაქალაქში გარემოს დაცვა, არსებული მდგომარეობის შესწავლა და მისი გაუმჯობესების მიზნით გარკვეული ღონისძიებების გატარება.

მეწყრული ზონა - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
იგეგმება თუ არა მოსახლეობის ევაკუაცია მეწყრული ზონიდან: მერიის განმარტება

როგორც მანამდე თბილისის მერიაში განაცხადეს, შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუდმივ რეჟიმში აკვირდება მეწყრულ პროცესს, ხოლო მომავალი კვირიდან კვლევის პროცესში უცხოელი ექსპერტები ჩაერთვებიან.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა თბილისის მერმა კახა კალაძემაც. მისი მტკიცებით, აღნიშნული მეწყრული პროცესი წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და ის არ უკავშირდება მაჭავარიანის ქუჩის ქვემოთ მიმდინარე ახალი გზის მოწყობის სამუშაოებს.

15 მარტს თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომ გასული წლების განმავლობაში მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო მეწყრული პროცესები გააქტიურდა და, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, 16 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა.

თბილისს სახიფათო მეწყერი ემუქრება: მიწის მასებმა შესაძლოა ტრასა გაანადგუროს - ვიდეო - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
თბილისს სახიფათო მეწყერი ემუქრება: მიწის მასებმა შესაძლოა გზა გაანადგუროს – ვიდეო

თბილისის მერია ვაკე-საბურთალოს რაიონში მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას გასული წლის გაზაფხულიდან ახორციელებს.

პროექტის თანახმად, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიიდან ჩამოსასვლელი გზა სუპერმარკეტ „აგროჰაბსა" და „მათე მოტორსის" ყოფილ შენობას შორის გაივლის და მარშალ გელოვანის გამზირს დაუკავშირდება. ბეტონის ახალი გზა ოთხზოლიანი იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0