კალაძე მეწყრულ პროცესზე თბილისში: სიტუაციას ვაკონტროლებთ

© photo: Tbilisy City Hall / FBკახა კალაძე მაჭავარიანის ქუჩაზე
კახა კალაძე მაჭავარიანის ქუჩაზე - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
გამოწერა
თბილისის მერია მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას გასული წლის გაზაფხულიდან ახორციელებს.

თბილისი, 18 მარტი – Sputnik. ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესი კავშირში არ არის მაჭავარიანის ქუჩის ქვემოთ მიმდინარე ახალი გზის მოწყობის სამუშაოებთან, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

მაჭავარიანის ქუჩა - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
მეწყრის საფრთხე თბილისში: მაჭავარიანის ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესი გააქტიურდა. 15 მარტს თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომ გასული წლების განმავლობაში მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო მეწყრული პროცესები გააქტიურდა და, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, 16 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა.

დედაქალაქის მერის მტკიცებით, აღნიშნული მეწყრული პროცესი წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და ის არ უკავშირდება მაჭავარიანის ქუჩის ქვემოთ მიმდინარე ახალი გზის მოწყობის სამუშაოებს.

„გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია. ეს არ არის დღეს და გუშინ დაწყებული. ეს არის წლების განმავლობაში მიმდინარე პროცესი. მეწყრული პროცესია მაჭავარიანის ქუჩის ზედა ფერდზე, ხოლო ახალი გზის სამუშაოები მიმდინარეობს ამ ქუჩის ქვემოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, ერთადერთი, რა სამუშაოებიც ჩატარდა მაჭავარიანის ქუჩაზე, შეიცვალა წყლის და წყალარინების მილები.

კალაძის განცხადებით, მერია სიტუაციას აკონტროლებს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ყველაფერი მალე მოგვარდეს. მისი თქმით, მერიას აქტიური კომუნიკაცია აქვს ადგილობრივ ექსპერტებთან, მათ გარდა მაჭავარიანის ქუჩაზე და მიმდებარე ფერდზე გააქტიურებულ მეწყრულ პროცესებს გერმანელი სპეციალისტები შეისწავლიან და დაიწყება სამუშაოები, რათა გზა მალე გაიხსნას და მასზე გადაადგილება უსაფრთხო იყოს.

ახალი გზის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2021
გელოვანის გამზირისა და მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

თბილისის მერია ვაკე-საბურთალოს რაიონში გასული წლის გაზაფხულიდან მოყოლებული მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას ახორციელებს.

პროექტის თანახმად, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიიდან ჩამოსასვლელი გზა სუპერმარკეტ „აგროჰაბსა" და „მათე მოტორსის" ყოფილ შენობას შორის გაივლის და მარშალ გელოვანის გამზირს დაუკავშირდება. ბეტონის ახალი გზა ოთხზოლიანი იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0