იგეგმება თუ არა მოსახლეობის ევაკუაცია მეწყრული ზონიდან: მერიის განმარტება

© Sputnik / Alex Shlamovმეწყრული ზონა
მეწყრული ზონა - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
გამოწერა
მერიის განცხადებით, კვლევისა და მონიტორინგის თითოეულ ეტაპზე საზოგადოებას ოპერატიულად მიეწოდება სრული ინფორმაცია.

თბილისი, 18 მარტი – Sputnik. ინფორმაცია, თითქოს მეწყრული პროცესის გააქტიურების გამო მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია იგეგმება, არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოებაში პანიკის დათესვას, ნათქვამია თბილისის მერიის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კახა კალაძე მაჭავარიანის ქუჩაზე - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
კალაძე მეწყრულ პროცესზე თბილისში: სიტუაციას ვაკონტროლებთ

დღეს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტოები, რომელზეც ჩანს, რომ ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესი გააქტიურდა – ფერდობზე აშკარაა დიდი ზომისა და სიღრმის ბზარები. სპეციალისტების განცხადებით, ნუცუბიძე–ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზაზე იგივე საფრთხეებია, რაც ვერეს ხეობაში იყო. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტის დირექტორის თეა გოდოლაძის განცხადებით, დაძრულია დაახლოებით ნახევარი მილიონი კუბური მეტრის მოცულობის მიწის მასა. 

მერიის ცნობით, შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუდმივ რეჟიმში აკვირდება მეწყრულ პროცესს, ხოლო მომავალი კვირიდან კვლევის პროცესში უცხოელი ექსპერტები ჩაერთვებიან.

„უახლოეს დღეებში გატარდება შესაბამისი ღონისძიებები, რათა დროულად აღდგეს ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა და გადაადგილება იყოს უსაფრთხო“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მერია მედიასაშუალებებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან და ნებისმიერ შემთხვევაში მიმართონ თბილისის მერიას.

© Sputnik / Alex Shlamovმეწყრული ზონა თბილისში
იგეგმება თუ არა მოსახლეობის ევაკუაცია მეწყრული ზონიდან: მერიის განმარტება - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
მეწყრული ზონა თბილისში

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთა თბილისის მერმა კახა კალაძემაც. მისი მტკიცებით, აღნიშნული მეწყრული პროცესი წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და ის არ უკავშირდება მაჭავარიანის ქუჩის ქვემოთ მიმდინარე ახალი გზის მოწყობის სამუშაოებს.

© Sputnik / Alex Shlamovმეწყრული ზონა თბილისში
იგეგმება თუ არა მოსახლეობის ევაკუაცია მეწყრული ზონიდან: მერიის განმარტება - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
მეწყრული ზონა თბილისში

15 მარტს თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომ გასული წლების განმავლობაში მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო მეწყრული პროცესები გააქტიურდა და, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, 16 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა.

© photo: Sputnik / Stringerმეწყრული ზონა თბილისში
იგეგმება თუ არა მოსახლეობის ევაკუაცია მეწყრული ზონიდან: მერიის განმარტება - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
მეწყრული ზონა თბილისში

მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას თბილისის მერია გაზაფხულიდან მოყოლებული ახორციელებს.

პროექტის თანახმად, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიიდან ჩამოსასვლელი გზა სუპერმარკეტ „აგროჰაბსა" და „მათე მოტორსის" ყოფილ შენობას შორის გაივლის და მარშალ გელოვანის გამზირს დაუკავშირდება. ბეტონის ახალი გზა ოთხზოლიანი იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0