მეწყრული პროცესების შესასწავლად საქართველოში გერმანელი სპეციალისტები ჩამოვიდნენ

© Sputnik / Alex Shlamovმეწყრული პროცესები საბურთალოს რაიონში
მეწყრული პროცესები საბურთალოს რაიონში - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2021
გამოწერა
თბილისის მერიაში და გარემოს ეროვნულ სააგენტოში უარყოფენ ინფორმაციას, თითქოს ვაშლიჯვრის და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ფერდობებზე ახალი ნაპრალები გაჩნდა.

თბილისი, 22 მარტი – Sputnik. საქართველოში გერმანელი გეოინჟინრები უკვე ჩამოვიდნენ, რომლებიც ვაშლიჯვრის ფერდობზე გააქტიურებულ მეწყრულ პროცესებს შეისწავლიან.

გარემოს ეროვნული სააგენტო: ვაშლიჯვრის მიმდებარედ ნაპრალები ათეული წლები არსებობს>>

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესი გააქტიურდა – ფერდობზე აშკარაა დიდი ზომისა და სიღრმის ბზარები. სპეციალისტების განცხადებით, ნუცუბიძე–ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზაზე იგივე საფრთხეებია, რაც ვერეს ხეობაში იყო. თბილისის მერმა კახა კალაძემ კი აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მეწყრული პროცესი წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და ის არ უკავშირდება მაჭავარიანის ქუჩის ქვემოთ მიმდინარე ახალი გზის მოწყობის სამუშაოებს.

© Sputnik / Alex Shlamovმეწყრული პროცესები საბურთალოს რაიონში
მეწყრული პროცესების შესასწავლად საქართველოში გერმანელი სპეციალისტები ჩამოვიდნენ - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2021
მეწყრული პროცესები საბურთალოს რაიონში

გერმანელი ექსპერტები პროექტირებისა და მოდელირების შემდეგ ადგილობრივ თვითმმართველობასთან და ქართველ სპეციალისტებთან ერთად გადაწყვეტენ, როგორ გადაჭრან პრობლემა.

მეწყრული ზონა - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
იგეგმება თუ არა მოსახლეობის ევაკუაცია მეწყრული ზონიდან: მერიის განმარტება

ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე, სადაც რამდენიმე დღის წინ მეწყრული პროცესები გააქტიურდა, 24-საათიანი მონიტორინგი მიმდინარეობს. გეოლოგები სპეციალური აღჭურვილობით მუდმივ რეჟიმში აკვირდებიან ბუნებრივ პროცესებს. უსაფრთხოების მიზნით გადაკეტილია საავტომობილო და საფეხმავლო გზა.

15 მარტს თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომ გასული წლების განმავლობაში მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო მეწყრული პროცესები გააქტიურდა და, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, 16 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა.

თბილისის მერია ვაკე-საბურთალოს რაიონში გასული წლის გაზაფხულიდან მოყოლებული მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას ახორციელებს.

კალაძე მეწყრულ პროცესზე თბილისში: სიტუაციას ვაკონტროლებთ>>

პროექტის თანახმად, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიიდან ჩამოსასვლელი გზა სუპერმარკეტ „აგროჰაბსა" და „მათე მოტორსის" ყოფილ შენობას შორის გაივლის და მარშალ გელოვანის გამზირს დაუკავშირდება. ბეტონის ახალი გზა ოთხზოლიანი იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0