სახელმწიფოს პირველმა პირებმა საქართველოს მუსლიმებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცეს

© Sputnik / STRINGERნოვრუზ-ბაირამის დღესასწაული
ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაული - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2021
გამოწერა
ნოვრუზ–ბაირამი — მუსლიმებში გაზაფხულისა და ახალი წლის დადგომის დღესასწაულია, რომელიც გაზაფხულის ბუნიობის დღეს 20-21 მარტს ემთხვევა.

თბილისი, 21 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა.

პრეზიდენტი ამ დღესასწაულს ულოცავს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ყველა მოქალაქეს, რომელიც ნოვრუზ ბაირამს ზეიმობს.

  • ნოვრუზ–ბაირამი — მუსლიმებში გაზაფხულისა და ახალი წლის დადგომის დღესასწაულია, რომელიც გაზაფხულის ბუნიობის დღეს 20-21 მარტს ემთხვევა. ამ დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები საქართველოშიც იმართება. ეს დღესასწაული განსაკუთრებით აღინიშნება ქვემო ქართლში, სადაც მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ეთნიკური აზერბაიჯანლები შეადგენენ.
ნოვრუზის აღნიშვნა მარნეულში - Sputnik საქართველო, 1920, 20.03.2021
ქვემო ქართლში ნოვრუზ ბაირამთან დაკავშირებით მასშტაბური ღონისძიებებით არ გაიმართება

„დღეს აღინიშნება გაზაფხულის დადგომის, ნოვრუზის დღესასწაული, რომელიც ბუნების გამოღვიძებას, ახალი ენერგიით აღვსებას ნიშნავს და არის ახალი საწყისის, უკეთესი მომავლის იმედის სიმბოლო. ეს არის საქართველოს კულტურისა და ტრადიციების მრავალფეროვნების ნათელი მაგალითი. პანდემიის გამო, სამწუხაროდ, წელსაც არ გვეძლევა ამ უძველესი დღესასწაულის ერთად აღნიშვნის შესაძლებლობა. მჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევით პანდემია დამარცხდება და მომავალში ნოვრუზობის ლამაზი ზეიმის ტრადიციულად აღნიშვნა ყოველთვის გაალამაზებს საქართველოს გაზაფხულს“, - დაწერა პრეზიდენტმა თავის მიმართვაში.

ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული ეთნიკურ აზერბაიჯანელებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემაც მიულოცა.

„საქართველოს პარლამენტის სახელით, ჩვენს აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ვულოცავ ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაულს!.. გილოცავთ გაზაფხულის, იმედისა და განახლების დღესასწაულს! ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და წარმატებებს გისურვებთ!“, – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

ცარიელი გაჩერება - Sputnik საქართველო, 1920, 20.03.2021
სახალხო დამცველი ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვის 24 საათით მოხსნას ითხოვს

პირველმა ეს დღესასწაული ეთნიკურ აზერბაიჯანელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიულოცა.

პარასკევს უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, არ მოხსნას დღესასწაულის დროს ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა. საღამოს 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე გადაადგილებაზე შეზღუდვა, პირბადის ტარებასა და მასობრივ ღონისძიებების აკრძალვასთან ერთად, ერთ-ერთია იმ რამდენიმე დარჩენილი შეზღუდვებიდან, რომლებიც საქართველოში ეპიდვითარებიდან გამომდინარე კიდევ გაურკვეველი ვადით იმოქმედებს.

                                

ყველა ახალი ამბავი
0