ღარიბაშვილმა საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა

© Facebook / Irakli Garibashviliირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2021
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ნოვრუზ ბაირამი ახალი წლის დაწყების, ახალი სიცოცხლის სიმბოლოა.

თბილისი, 21 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ულოცავს.

ნოვრუზ–ბაირამი — მუსლიმებში გაზაფხულისა და ახალი წლის დადგომის დღესასწაულია, რომელიც გაზაფხულის ბუნიობის დღეს 20-21 მარტს ემთხვევა. ამ დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები საქართველოშიც იმართება. ეს დღესასწაული განსაკუთრებით აღინიშნება ქვემო ქართლში, სადაც მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ეთნიკური აზერბაიჯანლები შეადგენენ. ამ დღესასწაულზე ტრადიციულად, ნოვრუზ ბაირამისთვის კოცონს ანთებენ, რათა ადამიანებმა განწმენდის რიტუალი შეასრულონ.

ნოვრუზის აღნიშვნა მარნეულში - Sputnik საქართველო, 1920, 20.03.2021
ქვემო ქართლში ნოვრუზ ბაირამთან დაკავშირებით მასშტაბური ღონისძიებებით არ გაიმართება
„ვულოცავ ჩვენს აზერბაიჯანელ მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამს, გაზაფხულის შემოსვლის ამ ლამაზ დღესასწაულს, რომელიც ახალი წლის დაწყების, ახალი სიცოცხლის სიმბოლოა. მშვიდობას, ბედნიერებას, წინსვლასა და კეთილდღეობას ვუსურვებ თითოეულ მათგანს“, - წერს ღარიბაშვილი თავის Facebook-გვერდზე.

მიუხედავად იმისა, რომ ნოვრუზ ბაირამი მუსლიმი ხალხისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია, პანდემიის გამო წელს, როგორც შარშან, ქვემო ქართლში მასშტაბური საზეიმო ღონისძიებები არ გაიმართება. ამის შესახებ შაბათს ქვემო ქართლის გუბერნატორმა განაცხადა.

შაბათს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მიმართა მთავრობას თხოვნით,  ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით მოხსნას 20-21 მარტს ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა.

ადრე საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს ანალოგიური თხოვნით მუსლიმი თემის წარმომადგენლებმა მიმართეს. მაგრამ საკოორდინაციო საბჭომ მიიჩნია, რომ ამ შეზღუდვების მოხსნა კულტურული, რელიგიური და სხვა დღესასწაულების დროს არამიზანშეწონილია „მათი ხალხმრავლობისა და ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის გამო“.

 


 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0