სახალხო დამცველი ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვის 24 საათით მოხსნას ითხოვს

© Sputnik / Alexander Imedashviliცარიელი გაჩერება
ცარიელი გაჩერება - Sputnik საქართველო, 1920, 20.03.2021
გამოწერა
სახალხო დამცველი ასევე მიუთითებს, რომ შეზღუდვების დროებითი მოხსნის პრაქტიკა საქართველოსთვის ახალი არ არის - შეზღუდვა მოიხსნა შობის დღესასწაულზე

თბილისი, 20 მარტი - Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მოუწოდა მთავრობას, მოხსნას 20-21 მარტს ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით, ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში.

სამების ტაძარი - Sputnik საქართველო, 1920, 07.01.2021
შობა საქართველოში: პანდემიამ დღესასწაულის ტრადიციები შეცვალა

ნოვრუზ–ბაირამი — მუსლიმებში გაზაფხულისა და ახალი წლის დადგომის დღესასწაულია, რომელიც გაზაფხულის ბუნიობის დღეს 20-21 მარტს ემთხვევა. ამ დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები საქართველოშიც იმართება. ეს დღესასწაული განსაკუთრებით აღინიშნება ქვემო ქართლში, სადაც მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ეთნიკური აზერბაიჯანლები შეადგენენ.

„სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო ეთანხმება დაწესებულ შეზღუდვებს, რომლებიც მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვით არის განპირობებული და აღიარებს, მის მიზანს - ადამიანების ვირუსის გავრცელებისგან დაცვას. მაგრამ ამავე დროს, მხედველობაშია მისაღები, რომ მოქალაქეთა დიდი ნაწილისთვის ნოვრუზის დღესასწაულის ტრადიციული ფორმით აღნიშვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს“, - აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.

სახალხო დამცველი ასევე მიუთითებს, რომ შეზღუდვების დროებითი მოხსნის პრაქტიკა საქართველოსთვის ახალი არ არის. კერძოდ, გადაადგილებაზე აკრძალვა მოიხსნა შობის დღესასწაულზე, ამიტომ მან მოუწოდა მთავრობას, დააკმაყოფილოს თხოვნა.

„სახალხო დამცველი და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოს მთავრობა გაითვალისწინებს და დააკმაყოფილებს საქართველოს მოქალაქეთა ნაწილის თხოვნას, რათა ეთნიკური უმცირესობებს გაუმტკიცდეთ განცდა, რომ სახელმწიფო აღიარებს საქართველოს მოქალაქეთა თანასწორუფლებიანობას, მათი ეროვნული და რელიგიური თავისუფლებების რეალიზაციის თვალსაზრისით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2021
„კომენდანტის საათის“ გაუქმებას საკონსტიტუციო სასამართლოს გზით მოითხოვენ

ადრე საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს ანალოგიური თხოვნით მუსლიმი თემის წარმომადგენლებმა მიმართეს. მაგრამ საკოორდინაციო საბჭომ მიიჩნია, რომ ამ შეზღუდვების მოხსნა კულტურული, რელიგიური და სხვა დღესასწაულების დროს არამიზანშეწონილია „მათი ხალხმრავლობისა და ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის გამო“.

საქართველოში „კომენდანტის საათი“ 2020 წლის 9 ნოემბრიდან მოქმედებს. თავდაპირველად გადაადგილების შეზღუდვა მოქმედებდა 22:00 საათამდე 05:00 საათამდე, მაგრამ ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან ის ერთი საათით გახანგრძლივდა - 21:00 საათიდან 05:00 საათამდე.

 

ყველა ახალი ამბავი
0