გაძვირდება თუ არა საწვავი უფრო მეტად

© Sputnik / Alexander Imedashviliბენზინგასამართი სადგური
ბენზინგასამართი სადგური - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
გამოწერა
„Sputnik-საქართველო“ დაინტერესდა – რამდენით გაიზარდა საწვავის ფასი ქვეყანაში წლის დასაწყისიდან და როგორია სამომავლო პროგნოზი.

მსოფლიო ბაზრებზე ნავთობი გაძვირებას განაგრძობს. მაგალითად, 11 მარტს ლონდონის სანავთობო ბირჟაზე Brent ტიპის ბარელი ნავთობის ფასი 69,63 (+1,73) დოლარი იყო, ხოლო ნიუ-იორკში Light Sweet ტიპის ნავთობის ღირებულება ბარელზე 66,02 (+1,58) დოლარს შეადგენდა.

მსოფლიო ბაზრების პარალელურად ნავთობპროდუქტები ძვირდება საქართველოშიც, რადგან ქვეყანა მთლიანად არის დამოკიდებული საწვავის იმპორტზე.

ბენზინგასამართი სადგური - Sputnik საქართველო, 1920, 10.01.2021
როგორ დავზოგოთ საწვავი: გამოცდილი მძღოლის რჩევები

საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანამ 1106 ათასი ტონა ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი განახორციელა, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 0,9%-ით მეტია. ბოლო სამი წლის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის ყველაზე დიდი მომწოდებელი საქართველოსთვის რუსეთია. აზერბაიჯანდან კი მხოლოდ დიზელის საწვავის იმპორტი ხორციელდება.

საქართველოში საწვავზე სულ უფრო მზარდი ფასების წინააღმდეგ ბოლო რამდენიმე კვირაა თბილისსა და მსხვილ ქალაქებში პერმანენტულ აქციებს მართავენ ავტომფლობელები, რომლებიც ხელისუფლებისგან მოითხოვენ – ჩაერიოს საწვავის ფასწარმოქმნაში.

რადგან მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასი საგრძნობლად არის გაზრდილი, საწვავის გაძვირება საქართველოშიც გარდაუვალია, მიაჩნია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარეს ვანო მთვრალაშვილს.

© photo: courtesy of Vano MtvralashviliВано Мтвралашвили
გაძვირდება თუ არა საწვავი უფრო მეტად - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
Вано Мтвралашвили

- ბატონო ვანო, რა მდგომარეობაა დღეს ამ ბაზარზე?

- საქართველოში ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებში წლის დასაწყისიდან საწვავის ფასი საშუალოდ 30-35 თეთრით არის მომატებული, უფრო მეტითაა გაძვირებული არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე და ამის მიზეზი მსოფლიო ბაზრებზე ნავთობპროდუქტების გაძვირებაა.

შარშან მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების ვარდნის გამო 2020 წელს (მარტი-აპრილი-მაისი) ჩვენთანაც მნიშვნელოვნად იყო შემცირებული საწვავის ღირებულება, ახლა კი  საქართველო ნელ-ნელა იმავე ფასს უბრუნდება, რაც კორონავირუსის პანდემიამდე იყო.

მსოფლიო ბაზრებზე კორონავირუსის პანდემიით განპირობებული შეზღუდვების გამო გასული წლის მარტში, აპრილსა და მაისში ნავთობპროდუქტების ფასები რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა, თუმცა როგორც კი ქვეყნებმა შეზღუდვების მოხსნა დაიწყეს, პარალელურად დაიწყო მატება ნავთობპროდუქტების ფასმაც და ეს პროცესი დღემდე გრძელდება.

საპროტესტო აქცია ქუთაისში - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2021
ქუთაისში მძღოლები საწვავზე ფასის ზრდას აპროტესტებენ

მოხმარებას რაც შეეხება, გაყიდვები ზოგადად მთელ მსოფლიოშია შემცირებული და, რა თქმა უნდა, ამ მხრივ გამონაკლისი ვერც საქართველო იქნება. ჩვენთან მოთხოვნის შემცირებას განაპირობებს „კომენდანტის საათი“, დისტანციური სწავლა და მუშაობა, ტურიზმის სექტორის გაჩერება და ა.შ.

რაც შეეხება ფასწარმოქმნას, საქართველოში საწვავის ფასი ბაზარზე არსებული მოთხოვნა–მიწოდების შესაბამისად არ დგინდება. საწვავის ღირებულებას იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყანაში განაპირობებს საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე S&P Global Platts-ის მიხედვით.

დღეს საწვავზე ფასები ყველა ქვეყანაში არის გაზრდილი, იქნება ეს რუსეთი, რომელიც უდიდესი მწარმოებელი ქვეყანაა, აზერბაიჯანი, სომხეთი თუ თურქეთი.

ერთადერთი, რაც ადგილობრივი ფაქტორებიდან საწვავის ფასზე გავლენას ახდენს – ლარის კურსია, რადგან პროდუქციის შესყიდვა და მისი ტრანსპორტირება დოლარში ხდება. მაგრამ რადგან ბოლო დროს ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ, ასე თუ ისე, სტაბილურია, საწვავის ამჟამინდელ გაძვირებაზე ეს ფაქტორი აღარ მოქმედებს.

სამარშრუტო ტაქსი ბათუმის ქუჩებში - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2021
ბათუმში მიკროავტობუსის მძღოლები მგზავრობის საფასურის გაზრდას მოითხოვენ

- მოსალოდნელია თუ არა საწვავის კიდევ გაძვირება?

- კომპანიების ნაწილი საწვავს საქართველოშივე ყიდულობს ნავთობპროდუქტების საბითუმო ბაზარზე, ხოლო ნაწილი პირდაპირ ახორციელებს იმპორტს. თუმცა საერთო ჯამში ყველა დამოკიდებულია საერთაშორისო ბაზრებზე არსებულ ვითარებაზე.

მე ვერ ვიტყვი საქართველოში კიდევ რამდენი პროცენტით უნდა ველოდოთ გაძვირებას, მაგრამ პროგნოზი არის პესიმისტური.

ფასების მატება ყველა შემთხვევაში გაგრძელდება, და ეს არის რეალობა, სამწუხაროდ.

თანაც საწვავის გაძვირება პანდემიის ფონზე ძალიან მტკივნეულად მოქმედებს მოსახლეობის ჯიბეზე, განსაკუთრებით, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ეს შემდეგ აისახება ხოლმე გადამზიდავებზე, ტრანსპორტზე და საკვები პროდუქტების ფასებზეც კი.

საპროტესტო აქცია საწვავის გაძვირების წინააღმდეგ. 21/2/2021 - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2021
საქართველოს დიდ ქალაქებში საწვავზე გაზრდილი ფასები გააპროტესტეს

- როგორ შეუძლია სახელმწიფოს ჩაერიოს თავისუფალ ბაზარში?

- ჩვენ რომ ჩვენი ნავთობი და ადგილობრივი ძლიერი გადამამუშავებელი კომპლექსი გვქონდეს, კიდევ შეიძლებოდა სახელმწიფოს დაერეგულირებინა ფასები, მაგრამ ამ შემთხვვეაში ვერანაირად ვერ ჩაერევა და არც არასდროს ჩარეულა ფასწარმოქმნის პროცესში. ბაზარი ამას თვითონ არეგულირებს, ერთადერთი ადგილობრივი ბაზარი საერთაშორისო ფასს მიჰყვება.

სახელმწიფო აწესებს გადასახადებს, დღგ-ს, აქციზს, რომელიც, რა თქმა უნდა, პროდუქციის თვითღირებულებაში მონაწილეობს, და თუ სახელმწიფო გადასახადებს შეამცირებს, რა თქმა უნდა, ეს აისახება პროდუქციის ფასზეც. მაგრამ, მეორე მხრივ, სახელმწიფო ამით დაკარგავს ძალიან მნიშვნელოვანი შემოსავლებს, რომლებიც მას მიმდინარე ეტაპზე ჰაერივით სჭირდება.

ბენზინგასამართი სადგური - Sputnik საქართველო, 1920, 06.02.2021
ნავთობპროდუქტების იმპორტი საქართველოში 2020 წელს: მოცულობები და ქვეყნები

- ბაზრის მსხვილ მოთამაშეებს შორის კარტელურ გარიგებებზე რას იტყვით?

- საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, რომლის ამოცანაა ბაზარზე მსხვილ მოთამაშეებს შორის  ფასებთან დაკავშირებით გარიგება არ დაუშვას, გამოაქვეყნა შუალედური დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ ნავთობპროდუქტების ბაზარზე საქართველში წარმოდგენილია ბევრი კომპანია და, შესაბამისად, არის ჯანსაღი კონკურენციაც.

ნატა პატარაია

ყველა ახალი ამბავი
0