ავტომობილისტის ამოცანა ამ შემთხვევაში ფულის დაზოგვაა.
არსებობს საწვავის ეკონომიისთვის გამოსადეგი 10 წესი:
უპირველესად უნდა გახსოვდეთ, რომ თუ შუქნიშანზე გაჩერების შემდეგ ავტომობილს მოწყვეტით დაძრავთ ადგილიდან, უფრო ხშირად მოგიწევთ ავტოგასამართ სადგურზე შესვლა. ამიტომ მოერგეთ საგზაო მოძრაობის სიტუაციას და შეეცადეთ, ისე არ იმოძრაოთ ქალაქში, რომ ყველა შუქნიშანზე მოგიწიოთ გაჩერებამ.
- ძრავის გასათბობად არ არის აუცილებელი მანქანის დიდხანს დგომა ადგილზე. ინსტრუქციის მიხედვით, თანამედროვე ავტომობილს ადგილზე დგომა 2-3 წუთიც ჰყოფნის, შემდეგ კი მანქანა ნელი სვლით ატარეთ კიდევ 2-3 წუთი. ამ მეთოდით საწვავსაც დაზოგავთ და ძრავსაც უფრო მალე გაათბობთ.
- გამორთეთ ძრავი თუნდაც ორწუთიანი გაჩერებისას. ნუ შეგეშინდებათ სტარტერის დაზიანების, ვინაიდან თანამედროვე ავტომობილების ძრავები ათობით ათას დაქოქვაზე იძლევა გარანტიას.
- მოერიდეთ ძრავის მაღალ ბრუნზე მუშაობას. რაც უფრო დაბალია ძრავის ბრუნი, მით ნაკლებ საწვავს მოიხმარს ავტომობილი. ამიტომ ეცადეთ მალ-მალე ცვალოთ სიჩქარეები.
- იმოძრავეთ ერთი სისწრაფით. სისწრაფის კლება-მატება იწვევს საწვავის მაღალ ხარჯს. ავტოპილოტის მქონე ავტომობილებზე ეს ძალიან მარტივია, თუმცა ამის უარყოფითი მხარე ისაა, რომ ავტოპილოტს, თქვენგან განსხვავებით, ფიქრი არ შეუძლია.
- შეუსაბამეთ მართვის სტილი გზის მონაკვეთებს. მაგალითად დაღმართზე დაშვებისას განავითარეთ ისეთი სიჩქარე, რომ მომავალ აღმართზე ასვლის დროს ავტომობილს არ მოუწიოს შენელება და სისწრაფის თავიდან აკრეფა, რაც საწვავის დიდ ხარჯთანაა დაკავშირებული. გარდა ამისა, მექანიკური ტრანსმისიის შემთხვევაში, ნეიტრალურით დაშვებისას ძრავი ბევრ საწვავს მოიხმარს, ხოლო თუ გამოვიყენებთ მაღალ სიჩქარეს (მე-4, მე-5 ან მე-6), საწვავის ხარჯი ამ დროს, ფაქტობრივად, 0-ის ტოლია და ავტომობილიც მარტივად საკონრტროლებელია. ძრავის ბლოკირება არ იძლევა მაღალი სიჩქარის აკრეფის საშუალებას და გაუთვალისწინებელი დაბრკოლებისას მკვეთრი დამუხრუჭებაც არ იქნება აუცილებელი.
- ყურადღება მიაქციეთ საბურავებში ჰაერის წნევას. საბურავში წნევის დაკლება საწვავის ხარჯის ზრდას იწვევს (დაახლოებით 10%-ით).
- არ ატაროთ თან არასაჭირო ტვირთი. ყოველი ზედმეტი კილოგრამი საწვავის ხარჯის ზრდის მიზეზია (ეს შეგიძლიათ დიეტის მიზეზადაც გამოიყენოთ).
- მოხსენით ავტომანქანას ყველა ზედმეტი დეტალი. მაგალითად, სახურავის საბარგული, რომელიც არც თუ ისე მსუბუქია, შეიძლება საწვავის ხარჯის 10%-დან 20%-მდე გაზრდის მიზეზი გახდეს.
- ნუ გამოიყენებთ კონდიციონერს, თუ ამის აუცილებლობა არ გაქვთ. კონდიციონერის კომპრესორის მუშაობა ძრავის მუშაობაზე მკაფიოდ ისახება და ყოველ 100 კილომეტრზე საწვავის ხარჯს დაახლოებით 2 ლიტრით ზრდის (გააჩნია ავტომობილს). ცნობისათვის: ჩამოწეული მინებით სიარულისას საწვავის ხარჯი უფრო მაღალია, ვიდრე აწეული მინებით სიარულისას.
- გამორთეთ ფარები მაშინ, როდესაც არ გჭირდებათ. ჩართული ახლო მაშუქები დაახლოებით 5-8%-ით ზრდის საწვავის ხარჯს, შორს მაშუქები კი — 10-15%-ით.