ქუთაისში მძღოლები საწვავზე ფასის ზრდას აპროტესტებენ

© Sputnik / STRINGER საპროტესტო აქცია ქუთაისში
საპროტესტო აქცია ქუთაისში - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2021
გამოწერა
მსგავს აქციებს ბოლო დროს ავტომფლობელები, ტაქსებისა და სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლები, ქუთაისის გარდა, სხვა ქალაქებშიც მართავენ.

თბილისი, 11 მარტი – Sputnik. საწვავზე ფასის ზრდამ ქუთაისში მორიგი საპროტესტო აქცია გამოიწვია.

ავტომფლობელები, ტაქსის მძღოლები და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივისტები სპორტის სასახლის შენობასთან შეიკრიბნენ. ისინი მთავრობას მოუწოდებენ, ყურადღება მიაქციონ საწვავის ფასებს, რომელიც ყოველდღიურად იზრდება.

საქართველოს დიდ ქალაქებში საწვავის გაძვირებას აპროტესტებენ

 - Sputnik საქართველო, 1920, 28.02.2021
საქართველოს დიდ ქალაქებში საწვავის გაძვირებას აპროტესტებენ

მათი თქმით, ისინი უკვე მესამე აქციას მართავენ, რადგან ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწიეს. საწვავის ფასი დღითი დღე იზრდება. აქციის მონაწილეები მთავრობას დროულად რეაგირების თხოვნით მიმართავენ.

აქციის მონაწილეები დღეს მთავარი მაგისტრალის გადაკეტვას აპირებენ, ხოლო თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, პერმანენტულ აქციებზე გადავლენ.

უკვე რამდენიმე კვირაა, საწვავზე ფასების მომატებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები იმართება თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავსა და თელავში.

აქციების მონაწილეები ხელისუფლებისგან საწვავის ფასზე კონტროლის ხელში აღებას მოითხოვენ. მიკროავტობუსების მძღოლები ამბობენ, რომ ასეთ პირობებში მგზავრობის საფასურის გაზრდა გარდაუვალი იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0