ცერცვაძე: კარგი ხარისხის ვაქცინა თუ გვინდა, უნდა მოვითმინოთ

© courtesy of Tengiz Tsertsvadzeთენგიზ ცერცვაძე
თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2021
გამოწერა
საქართველოში ვაქცინაციასთან დაკავშირებით სკანდალია, რომელმაც მას შემდეგ იფეთქა, რაც თებერვლის ბოლოს დაპირებული Pfizer–ის ვაქცინის პირველი პარტია ქვეყანამ ვერ მიიღო.

თბილისი, 3 მარტი - Sputnik. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ ვნებათაღელვას ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველო ან საერთაშორისოდ აღიარებულ ვაქცინას უნდა დაელოდოს ან იმუნიზაცია ჩინური წარმოების ვაქცინით დაიწყოს.

მისი განმარტებით, ჯერ კიდევ ორი თვის წინ, როდესაც ქართველმა ეპიდემიოლოგებმა ჩინური ვაქცინის შემოტანაზე მზადყოფნა განაცხადეს, ქვეყანაში აჟიოტაჟი ატყდა, რაც მთავრობამ გაითვალისწინა.

„103 ქვეყნიდან დიდმა უმეტესობამ ვაქცინაცია ჩინური ან რუსული ვაქცინებით დაიწყო და შედარებით მცირე ნაწილმა შეძლო იმუნიზაციის ამერიკულ-ევროპული ვაქცინებით დაწყება. ჩვენ დიდი ხნის წინ ვიყავით მზად ჩინური ვაქცინის შემოსატანად, რასაც საზოგადოების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. რუსული ვაქცინა კი კარგი რომც აღმოჩნდეს პოლიტიკურად მიუღებელია და  მასზე, ალბათ, მაინც უარს იტყვის საქართველო. ამიტომაც ველოდებით საერთაშორისოდ აღიარებულ ამერიკულ–ევროპულ ვაქცინებს“, – განაცხადა ცერცვაძემ. 
საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2021
სად არის ვაქცინა?! – მთავრობის კანცელარიასთან აქცია იმართება

მისი თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ქვეყანაში შემოტანის ვადების გადაწევამ მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია – მიდის გარჩევა, თუ რატომ მოხდა და ვისი პასუხისმგებლობაა, თუმცა, საკითხს ასე ნუ დავაყენებთ. ვაქცინების დეფიციტია მთელ მსოფლიოში, დასძინა მან.

 „არ შეიძლება ორმაგი სტანდარტით მოქმედება. საქართველოს კარგი ხარისხის ვაქცინა თუ უნდა, მაშინ ორი-სამი კვირაც მოვითმინოთ. ქვეყანა ეტაპობრივად და საკმარისი რაოდენობის ვაქცინებს მიიღებს. ჩვენ შევასრულებთ ვაქცინაციის წლიურ გეგმას და ერთ–ერთი წარმატებული ვიქნებით ვაქცინაციის მხრივ, ისევე როგორც წარმატებული ვართ კოვიდ–ინფექციის მართვაში“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

ადრე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა შეცდომა დაუშვეს ქართველმა ეპიდემიოლოგებმა, განაცხადა რომ შეცდომა მდგომარეობს იმაში, რომ მოსახლეობის ჩინური ვაქცინით იმუნიზაცია თავიდანვე არ დაიწყეს. 

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2021
რა შეცდომა დაუშვეს ქართველმა ეპიდემიოლოგებმა? იმნაძის პასუხი

ჩინური წარმოების „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ ვაქცინების ხარისხზე მსჯელობა საქართველოში იანვარში დაიწყო. მაშინ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გამორიცხა ქვეყანაში ჩინური ვაქცინის შემოტანის ალბათობა, რის მიზეზადაც მის შესახებ საკმარისი ინფორმაციის არქონა დასახელდა.

რაც შეეხება რუსული წარმოების „სპუტნიკ V“-ს, მის გამოყენებაზე ნებართვა უკვე გაცემულია მსოფლიოს 37 ქვეყანაში. 

საქართველოში შეზღუდვები იხსნება, თუმცა, ჯერ კიდევ უცნობია, თუ როდის მიიღებს ქვეყანა ვაქცინის პირველ დოზას. უცნობია ასევე თუ რომელი ვაქცინა შემოვა პირველად ქვეყანაში.

სკანდალი ვაქცინაციასთან დაკავშირებით

საქართველოში ვაქცინაციასთან დაკავშირებით სკანდალია, რომელმაც მას შემდეგ იფეთქა, რაც თებერვლის ბოლოს დაპირებული Pfizer–ის ვაქცინის პირველი პარტია ქვეყანამ ვერ მიიღო. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ვაქცინა მარტში შემოვა. ქვეყანაში უკვე შემოტანილია აცრების ჩასატარებლად განკუთვნილი 50 ათასი სპეციალური შპრიცი. მობილიზებულია ვაქცინის შესანახად საჭირო სპეიცალური მაცივრები. ვაქცინაციის დასაწყებად მზად არის ცხრა სამედიცინო დაწესებულება. საქართველომ უკვე დაიწყო მზადება AstraZeneca–ს ვაქცინით აცრისთვის. 

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქართველომ, შესაძლოა, COVAX–პლატფორმას უჩივლოს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის, თითქოს ქვეყანა Pfizer–ის ვაქცინის პირველი პარტიის მისაღებად ტექნიკური მიზეზების გამო არ იყო მზად. 

მამაკაცი პირბადით მეტროს ვაგონში - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2021
ეპიდემიოლოგები მოსახლეობას აფრთხილებენ – „შეზღუდვები შეიძლება დაბრუნდეს“

უფრო ადრე ერთ–ერმა ქართულმა მედია–საშუალებამ პლატფორმაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასულ თვეში ვაქცინა მიიღეს მხოლოდ იმ ქვეყნებმა, რომელთა ეროვნულმა რეგულატორებმა პრეპარატის ავტორიზაცია მოახდინეს, ასევე გააფორმეს შეთანხმება ზარალის ანაზღაურების შესახებ.

საქართველოში კოვიდვაქცინაციის დაუბრკოლებელი პროცესის უზრუნველსაყოფად დეკემბერში სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომლის მიზანიცაა, რომ ქვეყანა აღნიშნულ პროცესს მომზადებული შეხვდეს.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა. ამჟამად დაფიქსირებულია ინფიცირების 271 ათასზე მეტი შემთხვევა, გარდაიცვალა 3 541 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0