რა შეცდომა დაუშვეს ქართველმა ეპიდემიოლოგებმა? იმნაძის პასუხი

© photo: Sputnik / Magda Gibelli / გადასვლა მედიაბანკშივაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2021
გამოწერა
ჯერ კიდევ უცნობია, კონკრეტულად როდის მიიღებს საქართველო ვაქცინას და პირველად რომელი ქვეყნის წარმოების ვაქცინა შემოვა ქვეყანაში

თბილისი, 3 მარტი – Sputnik. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩინური წარმოების ვაქცინით უნდა დაეწყო.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ეპიდემიოლოგს კითხვა დაუსვეს თუ რა შეცდომა დაუშვეს ქართველმა ეპიდემიოლოგებმა პანდემიის დროს.

 „პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ჩვენ ბოლომდე დაჟინებით არ მოვითხოვეთ, რომ ვაქცინაცია ჩინური ვაქცინით დაწყებულიყო“, – განაცხადა იმნაძემ. 
მამაკაცი პირბადით მეტროს ვაგონში - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2021
ეპიდემიოლოგები მოსახლეობას აფრთხილებენ – „შეზღუდვები შეიძლება დაბრუნდეს“

მისი განმარტებით, ჯერ კიდევ ორი თვის წინ, როდესაც ქართველმა ეპიდემიოლოგებმა ჩინური ვაქცინის შემოტანაზე მზადყოფნა განაცხადეს, ქვეყანაში აჟიოტაჟი ატყდა. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ სპეციალისტები ჩინური  ვაქცინის სანდოობაში დარწმუნებული იყვნენ, რატომ არ შემოიტანეს იგი, იმნაძის პასუხი ასეთი იყო: „მასაც შემოიტანენ“.

ჩინური წარმოების „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ ვაქცინების ხარისხზე მსჯელობა საქართველოში იანვარში დაიწყო. მაშინ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გამორიცხა ქვეყანაში ჩინური ვაქცინის შემოტანის ალბათობა, რის მიზეზადაც მის შესახებ საკმარისი ინფორმაციის არქონა დასახელდა.

საქართველოში შეზღუდვები იხსნება, თუმცა, ჯერ კიდევ უცნობია, თუ როდის მიიღებს ქვეყანა ვაქცინის პირველ დოზას. უცნობია ასევე თუ რომელი ვაქცინა შემოვა პირველად ქვეყანაში.

სკანდალი ვაქცინაციასთან დაკავშირებით

საქართველოში ვაქცინაციასთან დაკავშირებით სკანდალია, რომელმაც მას შემდეგ იფეთქა, რაც თებერვლის ბოლოს დაპირებული Pfizer–ის ვაქცინის პირველი პარტია ქვეყანამ ვერ მიიღო. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ვაქცინა მარტში შემოვა. ქვეყანაში უკვე შემოტანილია აცრების ჩასატარებლად განკუთვნილი 50 ათასი სპეციალური შპრიცი. მობილიზებულია ვაქცინის შესანახად საჭირო სპეიცალური მაცივრები. ვაქცინაციის დასაწყებად მზად არის ცხრა სამედიცინო დაწესებულება. საქართველომ უკვე დაიწყო მზადება AstraZeneca–ს ვაქცინით აცრისთვის. 

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2021
გამყრელიძე: შემოგვაქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ვაქცინები

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქართველომ, შესაძლოა, COVAX–პლატფორმას უჩივლოს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის, თითქოს ქვეყანა Pfizer–ის ვაქცინის პირველი პარტიის მისაღებად ტექნიკური მიზეზების გამო არ იყო მზად.
უფრო ადრე ერთ–ერმა ქართულმა მედია–საშუალებამ პლატფორმაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასულ თვეში ვაქცინა მიიღეს მხოლოდ იმ ქვეყნებმა, რომელთა ეროვნულმა რეგულატორებმა პრეპარატის ავტორიზაცია მოახდინეს, ასევე გააფორმეს შეთანხმება ზარალის ანაზღაურების შესახებ.

საქართველოში კოვიდვაქცინაციის დაუბრკოლებელი პროცესის უზრუნველსაყოფად დეკემბერში სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომლის მიზანიცაა, რომ ქვეყანა აღნიშნულ პროცესს მომზადებული შეხვდეს.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა. ამჟამად დაფიქსირებულია ინფიცირების 271 ათასზე მეტი შემთხვევა, გარდაიცვალა 3 541 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0