შაქრის საიდუმლოებები: რა სახელებით მალავენ შაქარს პროდუქტებში

CC BY 2.0 / Health Gauge / Sugar Spoonშაქარი
შაქარი - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2021
გამოწერა
შაქარს უამრავი სხვადასხვა დასახელება აქვს, რაც მწარმოებლებს უადვილებს იმის დამალვას, თუ რა რაოდენობით არის მოცემულ პროდუქტში შაქარი რეალურად. შეიძლება არც დაიჯეროთ – მას 56 განსხვავებული სახელწოდება აქვს!

შაქარი მართლაც შენიღბვის ოსტატია: შეიძლება ჩვენ ის საკვების ეტიკეტზე ინგრედიენტების ჩამონათვალში ვერც წავიკითხოთ, თუმცა ეს არ იძლევა გარანტიას, რომ ის უშაქროა. შაქრის დასახელებებიდან ზოგიერთი უფრო აშკარაა, მაგალითად, ყავისფერი ან ლერწმის შაქარი, სხვები უფრო ძნელია დასადგენად (მაგალითად, გალაქტოზა და დექსტროზა).

ალბათ ბევრისთვის შოკისმომგვრელი ფაქტია, რომ საკვები პროდუქტების უმეტესობა დამატებულ დამატკბობლებს შეიცავს – მაშინაც კი, თუ მათ აქვთ წარწერა „ნატურალური" ან „ჯანმრთელი". აშშ-ის კვების პროდუქტებისა და მედიკამენტების სანიტარიული ზედამხედველობის სამმართველო (FDA) მოითხოვს, რომ ყველა შეფუთული საკვებისა და სასმელის ეტიკეტზე აღნიშნული იყოს შაქრის შემცველობა.

ჩირიფრუტის პროდუქცია - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2021
ჩირის სარგებელი და საფრთხეები: რა უნდა გაითვალისწინოთ – ექსპერტების რჩევა

რა არის საუკეთესო გზა იმისთვის, რომ მწარმოებლებმა შეცდომაში არ შეგიყვანონ და არ იყიდოთ პროდუქტი ზედმეტად დამატებული შაქრით? უნდა გამოიმუშავოთ ჩვევა და ყურადღებით გაეცნოთ პროდუქტზე მითითებულ შემადგენლობას, სანამ პროდუქტს კალათში ჩააგდებდეთ. გაითვალისწინეთ, რაოდენობრივად ინგრედიენტები ჩამოთვლილია კლების პრინციპით, ანუ რაც უფრო წინაა სიაში, მით მეტ შაქარს შეიცავს პროდუქტი.

დაიბენით? ამის თავიდან ასაცილებლად გთავაზობთ შაქრის დასახელებების სიას. ყურადღებით გაეცანით და არ იჩქაროთ პროდუქტის შეძენისას.

სუპერმარკეტი - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2021
სურსათი მთელ მსოფლიოში გაძვირდა: ცნობილია რამ და რამდენით მოიმატა

შაქრის ყველაზე გავრცელებული დასახელებები:

(ხელოვნური დამატკბობლებისა და შაქრის შემცვლელების გამოკლებით)

შაქრის ძირითადი სახეობები (მონოსაქარიდები და დისაქარიდები):

1. დექსტროზა (Dextrose) 2. ფრუქტოზა (Fructose), 3. გალაქტოზა (Galactose), 4. გლუკოზა (Glucose), 5. ლაქტოზა (Lactose), 6. მალტოზა (Maltose), 7. საქაროზა (Sucrose).

მყარი ან გრანულირებული შაქარი:

8. ჭარხლის შაქარი (Beet sugar), 9. ყავისფერი შაქარი (Brown sugar), 10. ლერწმის წვენის კრისტალები (Cane juice crystals), 11. ლერწმის შაქარი (Cane sugar), 12. აბუსალათინის შაქარი (Castor sugar), 13. ქოქოსის შაქარი (Coconut sugar), 14. საკონდიტრო შაქარი (Confectioner's sugar), 15. სიმინდის სიროფი, მყარი (Corn syrup solids), 16. კრისტალური ფრუქტოზა (Crystalline fructose), 17. ფინიკის შაქარი (Date sugar), 18. Demerara sugar, 19. დექსტრინი (Dextrin), 20. Diastatic malt, 21. Ethyl maltol, 22. Florida crystals, 23. ოქროსფერი შაქარი (Golden sugar), 24. გლუკოზის სიროფი მყარი სახით (Glucose syrup solids), 25. ყურძნის შაქარი (Grape sugar), 26. წვრილად დაფქული თეთრი შაქარი (Icing sugar), 27. მალტოდექსტრინი ( Maltodextrin), 28. მუსკოვადოს შაქარი (Muscovado sugar), 29. Panela sugar, 30. არარაფინირებული შაქარი (Raw sugar), 31. შაქარი (გრანულირებული, მაგიდის შაქარი) (Sugar (granulated or table), 32. Sucanat, 33. ტურბინადოს შაქარი (Turbinado sugar), 34. ყვითელი შაქარი (Yellow sugar).

თხევადი ან სიროფის შაქარი:

ხურმა - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2021
ვისთვისაა საშიში ხურმა და როგორ მოვაშოროთ მწკლარტე გემო: ექიმი გირჩევთ

35. აგავას ნექტარი / სიროფი (Agave Nectar/Syrup), 36. ქერის ალაოს სიროფი (Barley malt), 37. Blackstrap molasses, 38. ყავისფერი ბრინჯის სიროფი (Brown rice syrup), 39. Buttered sugar/buttercream, 40. კარამელი (Caramel), 41. Carob syrup, 42. სიმინდის სიროფი ( Corn syrup), 43. აორთქლებული ლერწმის წვენი (Evaporated cane juice), 44. ხილის წვენი (Fruit juice), 45. ხილის წვენის კონცენტრატი (Fruit juice concentrate), 46. Golden syrup, 47. მაღალი ფრუქტოზის სიმინდის სიროფი (HFCS) (High-Fructose Corn Syrup (HFCS), 48. თაფლი (Honey), 49. ინვერსიული შაქარი (Invert sugar), 50. ალაოს სიროფი (Malt syrup), 51. ნეკერჩხლის სიროფი (Maple syrup), 52. Molasses, 53. ბრინჯის სიროფი (Rice syrup), 54. Refiner's syrup, 55. Sorghum syrup, 56. Treacle.

ბანანის პური ქიშმიშით და მზესუმზირის მარცვლებით - Sputnik საქართველო, 1920, 18.01.2021
რატომ არ უნდა ამოიღოთ რაციონიდან პური წონაში დაკლების მიზნით: გპასუხობთ ცნობილი დიეტოლოგი

გაითვალისწინეთ, რომ შაქარი დამოკიდებულებას იწვევს არა იმდენად ჰორმონალურ დონეზე, რამდენადაც გემოს რეცეპტორებით. ადამიანი ეჩვევა ტკბილს და მუდმივად ეძებს მას. შაქრის ნებისმიერი ბუნებრივი წყარო – ეს ამა თუ იმ ფორმით მხოლოდ მარტივი ნახშირწყლებია, რომელსაც საბოლოოდ ორგანიზმის ზედმეტი წონის დაგროვებისკენ მივყავართ.

დიახ, შაქრის შემცვლელები არ შეიცავენ კალორიებს, მაგრამ ისინი აძლიერებენ ლტოლვას ტკბილეულისადმი. შაქრის გამოყენება არღვევს შიმშილის კონტროლის ბუნებრივ მექანიზმს და აიძულებს ორგანიზმს სულ უფრო მეტი საკვები მოითხოვოს მაღალი გლიკემიური ინდექსით. შაქრის შემცვლელების გამოყენება კი მხოლოდ ნიღბავს ამ პროცესს.

ასე რომ, თუ ჯანმრთელ კვებაზე გადასვლა გადაწყვიტეთ, უმჯობესია, თუ საერთოდ უარს იტყვით შაქარზე და მის შემცველ პროდუქტებზე.

და თუ შაქარზე უარის თქმას ვერ ახერხებთ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, ქალებისათვის შაქრის მიღების საშუალო დღიური ნორმა 40 გრამია, ხოლო მამაკაცებისთვის – 60 გრამი.

 

ყველა ახალი ამბავი
0