სურსათი მთელ მსოფლიოში გაძვირდა: ცნობილია რამ და რამდენით მოიმატა

© photo: Sputnik / Alexander Wilf / გადასვლა მედიაბანკშისუპერმარკეტი
სუპერმარკეტი - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2021
გამოწერა
კვების პროდუქტების სიძვირის მაჩვენებელმა შვიდწლიანი რეკორდი მოხსნა – უკვე ზედიზედ მერვე თვეა, რაც სურსათზე მსოფლიო ფასები განუწყვეტლივ იზრდება.

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. კვების პროდუქტებზე მსოფლიო ფასებმა 2021 წლის იანვარში ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ დონეს მიაღწია, ნათქვამია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მოხსენებაში.
ორგანიზაციის ინფორმაციით, სურსათზე მსოფლიო ფასები ზედიზედ მერვე თვეა იზრდება. ყველაზე მეტად გაძვირდა მარცვლეული, მცენარეული ზეთები და შაქარი.

ცემენტის ქარხანა კასპში - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2021
როგორ გაიზარდა ფასები ქართულ სამრეწველო პროდუქციაზე 2020 წელს

FAO-ს ინდექსის მაჩვენებელმა, რომელიც საერთაშორისო ფასების ყოველთვიურ ცვალებადობას ასახავს სურსათის ძირითად სახეობებზე, იანვარში საშუალოდ 113,3 პუნქტი შეადგინა, რაც 4,3%-ით მეტია 2020 წლის დეკემბრის მაჩვენებელთან შედარებით.

ამასთანავე აღინიშნება, რომ სურსათზე ფასების აჟამინდელი ინდექსი ყველაზე მაღალია 2014 წლის ივლისის შემდეგ.

როგორც FAO-ს დასკვნაშია ნათქვამი, მარცვლეულზე ფასების ინდექსმა ერთ თვეში 7,1%-ით მოიმატა. აქედან კონკრეტულად სიმინდი 11,2%-ით გაძვირდა, ხოლო ხორბალი – 6,8%-ით.  

რაც შეეხება ზეთს, მისი ღირებულება 5,8%-ით გაიზარდა და 2012 წლის მაისის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.

გარდა ამისა, გაძვირდა შაქარი, რომლის ფასის ინდექსმა 8,1%-ით მოიმატა გასული წლის დეკემბერთან შედარებით, ასევე რძის პროდუქტები — 1,6%-ით და ხორცი — 1%-ით.

ყველა ახალი ამბავი
0