ვისთვისაა საშიში ხურმა და როგორ მოვაშოროთ მწკლარტე გემო: ექიმი გირჩევთ

© photo: Sputnik / Artur Lebedev / გადასვლა მედიაბანკშიხურმა
ხურმა - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2021
გამოწერა
ირკვევა, რომ დაუმწიფებელი, ანუ მწკლარტე ხურმისთვის „მსუსხავი“ გემოს მოშორება და, შესაბამისად, მისი გაუვნებელყოფა არის შესაძლებელი.

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. მწკლარტე ხურმას, გარდა იმისა, რომ ხელს უშლის ვიტამინების შეწოვას, ასევე შეუძლია ჯანმრთელობის არაერთი პრობლემაც გამოიწვიოს, აცხადებს დიეტოლოგ-ენდოკრინოლოგი ანასტასია კალმურზინა.

ხურმა - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2019
ხურმის პლუსები და მინუსები: ვის და რატომ ეკრძალება ერთ ცალზე მეტი ხურმის მიღება

სპეციალისტმა განმარტა, ვისთვის და რატომ არ შეიძლება ასეთი ხილის ჭამა და როგორ შეიძლება ხურმისთვის სიმწკლარტის მოშორება.

ირკვევა, რომ ხურმას მწკლარტე გემოს ტანინები აძლევს. თუ ისინი დიდი რაოდენობით შედის ხილში, ამან შეიძლება პრობლემები გამოიწვიოს თირკმლებისა თუ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობაში და ამას ღვიძლის ინტოქსიკაციაც კი შეიძლება მოჰყვეს. ამიტომ ჯობს ხურმა გათალოთ და ისე მიირთვათ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ხურმა ბოლომდე მწიფე არ არის.

„ტანინები საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ფირს ან წებოვან მასას ქმნის, რამაც შეიძლება შეკრულობა გამოიწვიოს. ამიტომ ხურმა არ არის რეკომენდებული სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც ქრონიკული ყაბზობა და ჰემოროი აწუხებს. რაციონიდან ეს ხილი უნდა გამორიცხონ მათაც, ვისაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე რაიმე სახის ოპერაცია აქვს გაკეთებული“, — განმარტა ექიმმა.

როგორ მოვაშოროთ ხურმას სიმწკლარტე

ირკვევა, რომ კარგად დამწიფებულ ხურმაში, რომელსაც მოშავო-მურა და ლურჯი ელფერი დაჰკრავს, ტანინები აღარ შედის. ამიტომ მისი ჭამა ზედმეტი მანიპულაციების გარეშეა შესაძლებელი.

ხოლო თუ მწკლარტე, ანუ დაუმწიფებელი ხურმა იყიდეთ, შეგიძლიათ ის ბანანთან ერთად მოათავსოთ რაიმე პაკეტში და უკვე ერთ დღეში შესამჩნევად დარბილდება. კიდევ ერთი ვარიანტი ხურმის სწრაფად დასამწიფებლად და ტანინების გამოსადევნად, ეს თბილ წყალში 10–12 საათით გაჩერებაა.

ხურმა - Sputnik საქართველო, 1920, 14.11.2016
მკურნალობა ხალხური მეთოდებით. ხურმა

ხურმა და თირკმლები

ხურმას შარდმდენი თვისებები აქვს.

„ერთი მხრივ, ეს კარგია თირკმლებისთვის — ხსნის შეშუპებას, ორგანიზმში სითხის შეკავებას, მეორე მხრივ კი, პიელონეფრიტის, ცისტიტისა და თირკმლების სხვა დაავადებების, შარდის ბუშტის, ზოგადად, შარდგამომყოფი სისტემის სხვა დაავადებების გამწვავებისას კვირაში ერთ ან ორ ცალზე მეტის მიღება დაუშვებელია“, — განმარტავს ანასტასია კალმურზინა.

არის თუ არა ხურმა ალერგენი

ხურმის შესახებ ალერგიული რეაქციების სტატისტიკა არ არსებობს. ასე ხდება, მაგრამ იშვიათად, და ეს ორგანიზმის ინდივიდუალური თვისებაა.

ხურმა შეიცავს უამრავ იოდს და თუ ამ მიკროელემენტზე ალერგია გაქვთ, მაშინ შეიძლება კენკრის მიმართ მომატებული მგრძნობელობა განვითარდეს.

შაქარი ხურმაში

სახეობის მიხედვით ხურმის 100 გრამი 16-დან 25 გრამამდე შაქარს შეიცავს. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და, შესაბამისად, ხურმა არ არის რეკომენდებული შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის, განსაკუთრებით დეკომპენსაციის სტადიაში (დაავადების გამწვავება, როდესაც სისხლში შაქრის დონე ძალიან მაღალია, მაგალითად, ჭამის შემდეგ იზრდება 20 მოლ/ლ-მდე და მეტადაც).

ხურმის მაქსიმალური რაოდენობა, რომელიც ჯანმრთელმა ადამიანმა შეიძლება შეჭამოს, დღეში ერთი ან ორი ნაყოფია.

ყველა ახალი ამბავი
0