მკურნალობა ხალხური მეთოდებით. ხურმა

გამოწერა
ხურმა, გარდა იმისა, რომ მრავალი სამკურნალო თვისება გააჩნია, ასევე აქტიურად გამოიყენება კოსმეტოლოგიაში. მისგან ყველა ტიპის კანისთვის შეიძლება სახის ნიღბის მომზადება. დასავლელი კოსმეტოლოგები ხურმას გეიშების სილამაზის საიდუმლოს უწოდებენ.

მიუხედავად იმისა, რომ 21–ე საუკუნეში ქიმიურმა სამკურნალო საშუალებებმა ასეთ მასშტაბებსა და წარმატებებს მიაღწია, საზოგადოებაში უფრო და უფრო აქტუალური ხდება ხალხური მეთოდებითა და ბალახეულით მკურნალობა. ალბათ არ არსებობს ამ სამყაროში ისეთი დაავადება, რომლის სამკურნალო საშუალება ბუნებაში არ იყოს. Sputnik-ი შეეცდება მოგითხროთ სხვადასხვა დაავადების მკურნალობის საშუალებების შესახებ ხალხური მეთოდებით.

ხურმა (ლათ. Diospyros) —აბანოზისებრთა ოჯახის მცენარეთა გვარს მიეკუთვნება. ცნობილია მისი 200-მდე სახეობა.

საქართველოში ძირითადად გავრცელებულია ორი სახეობის ხურმა: ჩვეულებრივი ხურმა, რომლის ჭამაც სრული დამწიფების შემდეგ არის შესაძლებელი და კარალიოკი (კოროლიოკი) – მისი ნაყოფი მაშინაც იჭმება, როდესაც ის ჯერ კიდევ მკვრივია. 

CC BY-SA 2.0 / Flickr/ bruce_crossing / B-59 persimmonმწიფე ხურმა
მწიფე ხურმა - Sputnik საქართველო
მწიფე ხურმა

ხურმის ნაყოფს დიდი საკვები ღირებულება გააჩნია და ეს, უმთავრესად, გლუკოზისა და საქაროზის შემცველობის წყალობით. მის შემდგენლობაში შედის ვიტამინი С, პროვიტამინი А (ბეტა–კაროტინი), С, РР, Е ვიტამინები, ვაშლისა და ლიმონის მჟავა, ბევრი რკინა, კალციუმი, სპილენძი, მანგანუმი (მარგანეცი) და კალიუმი.

დიდი რაოდენობით ტანინის შემცველობა მკვახე ნაყოფს მწკლარტე გემოს ანიჭებს, მაგრამ მომწიფების შემდეგ ეს გემო სუსტდება. სიმწკლარტის გასაქრობად შესაძლებელია ხურმის გაყინვა – გალღობის შემდეგ ეს გემო ქრება.

ბეგქონდარა ფუტკრებისა და პეპლების საყვარელი მცენარეა - Sputnik საქართველო
მკურნალობა ხალხური მეთოდებით: ბეგქონდარა

ხურმა დაბალკალორიული პროდუქტია. 100 გრამი საშუალოდ 66 კილოკალორიას შეიცავს, ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ტკბილია, როგორც დაბალკალორიული ხილი, წონაში დაკლების მსურველთა დიეტური პროდუტების ჩამონათვალშია.

ხურმას მატონიზირებელი თვისებები აქვს, აუმჯობესებს მადას, ამაღლებს შრომისუნარიანობას. ათეროსკლეროზთან და გულ–სისხლძარღვთა დაავადებებთან ბრძოლაში ვაშლს უკან იტოვებს. ხურმა მნიშვნელოვნად მეტ ანტიოქსიდანტებს შეიცავს. და თუმცა სპილენძი და თუთია ვაშლში უფრო ბევრია, ხურმა პირველობას არ უთმობს ნატრიუმის, კალიუმის, მაგნიუმისა, კალციუმისა და რკინის შემცველობით.

ნახშირწყლების მხრივ ის არ ჩამოუვარდება ყურძენსა და ლეღვს, ხოლო ცილების შემცველობით კვერცხსაც არ უდებს ტოლს. 

ხურმის მიღება სასარგებლოა თირკმელების, გულის დაავადებებისას, აქვს შარდმდენი მოქმედება. ამშვიდებს ნერვულ სისტემას, გააჩნია ბაქტერიციდული მოქმედება ნაწლავური ჩხირისა და ოქროსფერი სტაფილოკოკის მიმართ.

CC BY 2.0 / TANAKA Juuyoh (田中十洋) / Diospyros kakiხურმა აძლიერებს ორგანიზმს და მის ადრე დაბერებას ეწინააღმდეგება
ხურმა აძლიერებს ორგანიზმს და მის ადრე დაბერებას ეწინააღმდეგება - Sputnik საქართველო
ხურმა აძლიერებს ორგანიზმს და მის ადრე დაბერებას ეწინააღმდეგება

ზოგადად, ხურმის შემცველობაში პროვიტამინები კარგად მოქმედებს ორგანიზმზე, სადაც ავთვისებიანი წარმონაქმნებია, ასევე ლეიკემიის მკურნალობისას. დამტკიცებულია, რომ ადამიანებს, რომლებიც დიდი რაოდენობით მიირთმევენ ბეტაკაროტინის შემცველ ხილსა და ბოსტნეულს, ნაკლებად ემუქრებათ ფილტვის კიბოს განვითარების საფრთხე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მწეველებისთვის. პროვიტამინები ეხმარება ორგანიზმს თავის ტვინის ნორმალური ფუნქციონირების აღდგენაში, სისხლჩაქცევებისას. ხურმა, ასევე, სასარგებლოა სისხლნაკლებობისას, რადგან დიდი რაოდენობით რკინას შეიცავს. 

ხურმის ჩირი ჰიპერტონიის დროს გამოიყენება, როგორც ვალოკარდინის შემცვლელი. ამისთვის ყოველდღე 2–3 ცალი ნაყოფის მიღებაა აუცილებელი.

ფეიხოას ყვავილი - Sputnik საქართველო
მკურნალობა ხალხური მეთოდებით. ფეიხოა

ხურმის ნაყოფი კარგია კუჭ–ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებულ პრობლემებთან ბრძოლისთვის.   

ხურმა ერთ–ერთი საუკეთესო მცენარეული საშუალებაა კარგი მხედველობის შესანარჩუნებლად, ასევე, ის აძლიერებს ორგანიზმს და მის ადრე დაბერებას ეწინააღმდეგება. ხურმის მოყვარულები, უმეტესად, ხანგრძლივად ცოცხლობენ.

ხურმაში შემავალი იოდი ავსებს ორგანიზმის იოდის დეფიციტს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის დარღვევის დროს.

ხურმა აქტიურად გამოიყენება კოსმეტოლოგიაში. მისგან ყველა ტიპის კანისთვის შეიძლება სახის ნიღბის მომზადება. დასავლელი კოსმეტოლოგები ხურმას გეიშების სილამაზის საიდუმლოს უწოდებენ. იაპონელმა ქალებმა ამ ნაყოფის სიკეთე და კოსმეტოლოგიური თვისებები დიდი ხანია დააფასეს. 

CC BY 2.0 / Flickr/ Nacho / Diospyros kakiმკვახე ხურმა
მკვახე ხურმა - Sputnik საქართველო
მკვახე ხურმა

კანის დაბერების წინააღმდეგ მოამზადეთ ნიღაბი ამგვარად: ხურმის გახეხილი რბილობი შეურიეთ რძეს ან ნაღებს პროპორციით 1:1, დაიდეთ სახეზე, გაიჩერეთ 15–20 წუთი, შემდეგ ჩამობიანეთ თბილი წყლით. სათანადო ეფექტისთვის ჩაიტარეთ 20 პროცედურა.

გაითვალისწინეთ, რომ ხურმა (მით უფრო, დიდი რაოდენობით) არ შეიძლება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის.

ზოგადად, ხურმის ჭამის დროს ზომიერება ყველასთვის საჭიროა — გადაჭარბებით მიღებამ, შესაძლოა, ყაბზობა ან თირკმლის დაზიანება გამოიწვიოს. ხურმას ალერგიული რეაქციების გამოწვევაც შეუძლია, ამიტომ ერიდეთ დღეში ოთხ ცალზე მეტის მიღებას. 


ყველა ახალი ამბავი
0