თბილისის ვიცე-მერი: ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობას არ დავუშვებთ

© Sputnik / Alexander Imedashviliვაკის პარკი
ვაკის პარკი - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2021
გამოწერა
მერიისთვის მიუღებელია ვაკის პარკში სასტუმროს ან რესტორნის აშენება, ინვესტორს მსგავსი ობიექტების არარეკრეაციულ ზონაში აგებას სთავაზობენ.

თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობას არ დავუშვებთ, განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში. 

ვაკიის პარკი - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2019
სასტუმრო არ იქნება! თბილისის მერიამ თავისას მიაღწია

სკანდალი სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ირგვლივ მერამდენე წელია გრძელდება. ინვესტორმა გიორგი ზაქაიძემ ვაკის პარკში სასტუმროს აშენების უფლება დიდი ხნის წინ მოიპოვა, თუმცა მშენებლობის დაწყება რამდენჯერმე გადავადდა.

ხმალაძის თქმით, ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის გადაწყვეტილება თბილისის ყოფილი მერის დანაშაულებრივი გადაწყვეტილება იყო და ახლა აუცილებლად განიხილავენ ყველა გზას, რათა ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდეს. ინვესტორს კახა კალაძის უწყებამ ორი ალტერნატიული ვარიანტი შესთავაზა – სასტუმროს აშენება სხვა ტერიტორიაზე ან ამ ტერიტორიის მერიისთვის მიყიდვა. თუმცა, მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

„სასტუმროს მშენებლობაზე ნებართვა 2013 წელს გამონაკლისის წესითაა გაცემული, დღეს ეს მიწის ნაკვეთი 20 მილიონ ლარადაა შეფასებული. მუნიციპალიტეტს უჭირს ამ ოდენობის კომპენსაციის გადახდა, ამიტომაც ვეცდებით ადგილმონაცვლეობის თაობაზე შეთანხმებას მივაღწიოთ... მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობა არ განხორციელდება“, – განაცხადა ხმალაძემ.

„ბუდაპეშტის“ რთული ბედი

„მწვანე“ აქტივისტები არაერთი წელი იცავდნენ ვაკის პარკს. გარემოსდამცველებმა სასამართლოსაც მიმართეს მას შემდეგ, რაც 2013 წელს მერიამ 8-9-სართულიანი სასტუმროს მშენებლობაზე უვადო ნებართვა გასცა. იმ დროს მერიას მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრი გიგი უგულავა ხელმძღვანელობდა. 

ვაკის პარკი - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2021
ვაკის პარკი იკეტება: რას გეგმავს მერია

რაც შეეხება სასამართლოს, სამივე ინსტანციამ მიიჩნია, რომ მერია თავის დროზე კანონის დაცვით მოქმედებდა და ამიტომაც მხარი ინვესტორს დაუჭირეს.

ვიდრე საქმე სასამართლოებში იხილებოდა, მშენებლობა შეჩერებული იყო, მაგრამ როგორც კი უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა, საკითხი კვლავ აქტუალური გახდა და თბილისის მერიამ სწრაფად მოქმედება დაიწყო. თბილისის მერმა კახა კალაძემ პირობა დადო, რომ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობას არ დაუშვებს.

2019 წლის 25 იანვრიდან დღემდე კომპანიამ და თბილისის მერიამ ურთიერთშეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

ვაკის პარკი 1946 წელს გაიხსნა. 2017 წელს ვაკის პარკის ტერიტორია გაფართოვდა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიიღო. ვაკის პარკს კუს ტბის ტერიტორია შემოუერთდა და მისი საზღვრები 18-დან 34 ჰექტრამდე გაიზარდა.

გასულ კვირაში კახა კალაძემ ვაკის პარკში ფართომასშტაბიანი სარემონტო სამუშაოების დაწყება დააანონსა, რის გამოც პარკი თბილისელებისა და სტუმრებისთვის დაიკეტა.

ყველა ახალი ამბავი
0