ეფექტურია თუ არა სამედიცინო ხელთათმანის ტარება ვირუსთან ბრძოლისთვის – გაბუნიას განმარტება

© AP Photo / Emilio Morenattiქალი ხელთათმანებითა და პირბადით
ქალი ხელთათმანებითა და პირბადით - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2021
გამოწერა
სამედიცინო ხელთათმანის გამოყენებას თავისი წესები აქვს, რომელსაც თუ არ დავიცავთ, შესაძლოა ვირუსი ადვილად გავრცელდეს, განმარტავს თამარ გაბუნია.

თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. საყოფაცხოვრებო პირობებში ხელთათმანების ტარებაზე უფრო ეფექტური საშუალება დეზინფექციაა, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

გამყრელიძე: ვირუსი მართვადია, მაგრამ ნუ შევიქმნით ილუზიას, რომ დავამარცხეთ>>

თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე სადენზინფექციო ხსნარის გამოყენების უპირატესობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, სამედიცინო ხელთათმანის გამოყენებას თავისი წესები აქვს და ადამიანმა ის ხშირად უნდა გამოიცვალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელთათმანი, როგორც ვირუსისგან დამცავი საშუალება, ეფექტურობას კარგავს.

ნისწავლე პირბადით - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2021
ცნობილია, რომელი კლასის მოსწავლეებისთვის იქნება სავალდებულო სკოლებში პირბადის ტარება

„ხშირად ხდება, ხელთათმანის ტარების პირობებში ადამიანი ფიქრობს, რომ ის არის დაცული. მაგრამ ვირუსი შესაძლოა კონტაქტური გზით გავრცელდეს – მოჰკიდოს ხელი რაღაც ისეთს, რის შემდეგაც სახეზე ან თვალთან კონტაქტის შემთხვევაში დაინფიცირდეს“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 829-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 263.057-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0