გამყრელიძე: ვირუსი მართვადია, მაგრამ ნუ შევიქმნით ილუზიას, რომ დავამარცხეთ

© Sputnik / Vladimir Umikashviliადამიანები პირბადეებით
ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2021
გამოწერა
მიუხედავად ქვეყანაში კოვიდ-ინფექციის გავრცელების სტაბილიზაციისა, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას სიფრთხილისკენ და ყველა რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს.

თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. არ უნდა შევქმნათ ილუზია, რომ კორონავირუსი დავამარცხეთ, ვირუსი ისევ ჩვენთან ტრიალებს, მაგრამ ის ქვეყანაში მართვადია, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე.

კოვიდ–სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით>>

გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ბოლო დროს კოვიდ-ინფიცირების შემთხვევების კლების შედეგად კლინიკებში საწოლფონდი თავისუფლდება. მიუხედავად ვირუსის გავრცელების სტაბილიზაციისა, გამყრელიძე მოსახლეობას დადგენილი რეკომენდაციებისა და წესების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

„საწოლთა დატვირთვის მაჩვენებელი, ასევე სასუნთქ აპარატზე მყოფი პაციენტების ჯამური რაოდენობა მიუთითებს, რომ სიტუაცია ქვეყანაში სტაბილურდება, მაგრამ დამშვიდების უფლება არ გვაქვს. 829 ახალი შემთხვევა, რომელიც დღეს გვაქვს, ჩვენი პატარა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც მან აღნიშნა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ყველა ინდიკატორი, რომელიც ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე მიუთითებს, თანდათან უმჯობესდება.

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2021
რა შემთხვევაში მოიხსნება კომენდანტის საათი – ამირან გამყრელიძის განმარტება

„100 ათას მოსახლეზე ახალი შემთხვევები ბოლო 14 დღისა და ბოლო 7 დღის განმავლობაში სერიოზულადაა გაუმჯობესებული. ინციდენტობა ნოემბერ-დეკემბრის პირველი კვირის მონაცემებთან შედარებით დაახლოებით ათჯერაა შემცირებული“, – აცხადებს გამყრელიძე.

კოვიდ-ინფექციის გავრცელების მაჩვენებლის დასტაბილურების შემდეგ საქართველოს მთავრობამ 1 თებერვლიდან საქართველოში გასული წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 829-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 263.057-ს მიაღწია.

გამყრელიძე: ფრთხილად თუ ვიქნებით, ავიცილებთ იმ კოშმარს, რაც გასულ თვეებში იყო>>

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0