ცნობილია, რომელი კლასის მოსწავლეებისთვის იქნება სავალდებულო სკოლებში პირბადის ტარება

© Sputnik / STRINGER ნისწავლე პირბადით
ნისწავლე პირბადით - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2021
გამოწერა
საქართველოს სკოლებში მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება აუცილებელი ხდება, მაგრამ ეს წესი ყველას არ შეეხება.

თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. ყველა სკოლაში, დაწყებული მე-5 კლასიდან და ზემოთ, მოსაწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ბრიფინგზე განაცხადა.

რეკომენდაციები და სავალდებულოდ შესასრულებელი წესები, რომლებიც სკოლებმა უნდა დაიცვან>>

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება. მთავრობაში განმარტავენ, რომ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ვადაზე ადრე შემსუბუქება ქვეყანაში კოვიდ-ინფექციის გავრცელების კლებამ გამოიწვია.

საკლასო ოთახი - Sputnik საქართველო, 1920, 29.01.2021
მშობლები დისტანციურსა და დასწრებით სწავლას შორის არჩევანს გააკეთებენ

მინისტრის განცხადებით, დეტალური ინსტრუქციები სკოლებს დღესვე დაურიგდება.

„ეს დაიწყება უკვე ხვალიდან, და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ის კარგი დინამიკა, რომელიც უკვე გვაქვს“, – განაცხადა ჩხენკელმა.

1 თებერვლიდან აჭარის, ზუგდიდის, გორის, ფოთისა და თელავის სკოლებში სასწავლო პროცესი აღდგა. რაც შეეხება თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებს, მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, აღნიშნულ ქალაქებში სასწავლო პროცესის აღდგენა 1 მარტიდან იყო დაგეგმილი, თუმცა სასწავლო პროცესი ორი კვირით ადრე, 15 თებერვლას განახლდება.

ყველა ახალი ამბავი
0