მუცლის შებერილობა: რატომ უნდა მიმართოთ ექიმს აუცილებლად

© photo: Sputnik / photo : Pixabay / jarmolukმამაკაცი იზომსვ მუცლის გარშემოწერილობას
მამაკაცი იზომსვ მუცლის გარშემოწერილობას - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2021
გამოწერა
ეს სიმპტომი შეიძლება არაერთი სხვა, შედარებით ნაკლებად სახიფათო დაავადების ნიშანიც იყოს, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ საშიშ სენზე მეტყველებდეს.

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. მუცლის შებერილობა შეიძლება ნაწლავის კიბოს მიმანიშნებელი სიმპტომი იყოს — ამ დასკვნამდე მივიდნენ ბრიტანეთის ონკოლოგიური ასოციაციის მეცნიერები.

ხელები - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2021
თუ ხელისგულები გაგიწითლდათ: საშიში დაავადების სიმპტომი

როგორც გამოცემა Express წერს, ჩვეულებრივ, მუცლის შებერილობის მიზეზი არის პროდუქტები, რომლებიც იწვევს გაზების გამომუშავების გაზრდას ან ასციტს — მუცელში სითხის დაგროვებას. ეს უკანასკნელი კი შეიძლება ონკოლოგიის განვითარებაზე მიუთითებდეს.

კვლევაში აღნიშნულია, რომ მუცლის შებერილობის უამრავი სხვა მიზეზიც არსებობს. კერძოდ, დაავადება გვხვდება გასტროპარეზის, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის, გლუტენური დაავადებისა და ყაბზობის დროს.

ენის სიწითლე შეიძლება საშიში დაავადების ნიშანი იყოს: სახელდება საფრთხეები>>

შებერილობის ზუსტი მიზეზის დასადგენად სპეციალისტები გვირჩევენ მივმართოთ ექიმს, რათა დადგინდეს შებერილობის ზუსტი მიზეზი. საჭიროების შემთხვევაში რეკომენდებულია მკურნალობა.

ყველა ახალი ამბავი
0